როგორ ვუთხრათ ბავშვს "არა'" ?

1. სიტყვა "არა" და "არ შეიძლება" უნდა გამოვიყენოთ ძალიან იშვიათად.
ფსიქოლოგები გვირჩევენ 3 –ჯერზე მეტად დღეში ეს სიტყვები არ ვიხმაროთ. ეს შეუძლებელიაო, იტყვიან დედები და ბებიები. შესაძლებელია. "არ შეიძლება" შეგვიძლია შევცვალოთ სიტყვებით – "შეიძლება , ოღონდ...", "საშიშია'. უმჯობესია მივცეთ მკაფიო მითითებები. მაგალითად, "გზაზე სიარული არ შეიძლება"–ს ნაცვლად ვუთხრათ – "შეჩერდი, აქ გზაა, საშიშია.", ან "გზა მანქანებისთვისაა, ჩვენ კი ტროტუარზე ვიაროთ".
2. თავსართი "არ" უნდა ამოვიღოთ საუბრიდან.
ბავშვები ვერ აღიქვამენ თავსართ "არ"–ს. ჩვენ ვამბობთ : "არ მოკიდო" , ბავშვს ესმის "მოკიდე". ეს წესი უნდა ახსოვდეს ყველა მშობელს. უნდა მივაჩვიოთ საკუთარი თავი იმას , რომ ფრაზები –უარყოფა შევცვალოთ პოზიტიური ,დასტურის მიმანიშნებელ გამოთქმებით. ეს არ არის რთული , უბრალოდ რამოდენიმე დღე საკუთარ თავზე მუშაობას და დაკვირვებას საჭიროებს.
3. აკრაძალვის ნაცვლად , აუხსენით ბავშვს საკუთარი პოზიცია .
მოუყევით მას საკუთარი ემოციების შესახებ, უთხარით რატომ არის ცუდი ასე მოქცევა, აუხსენით რა შედეგები მოყვება მის საქციელს. გააკეთეთ ეს მშვიდად.
მთავარია, აუხსნათ ეს ყველაფერი მაშინ , როცა ბავშვი მშვიდად არის. უმჯობესია დაიხაროთ მისკენ ან დაისვათ ის კალთაში. აუცილებელია თვალის კონტაქტი.
4.მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება.
ბავშვი ცდილობს გუბეში ჩახტომას. რეაქცია ;
" გუბეებში დავდივართ მხოლოდ ჩექმებით.აირჩიე : წავიდეთ სახლში და ჩავიცვათ ჩექმები თუ კენჭები ვისროლოთ წყალში? ნახე რა მაგარია!"
5. განსაზღვრეთ თქვენთვის აბსოლუტური აკრძალვები – ტაბუ.
მშობლებისთვის აუცილებელია ამ სიის განსაზღვრა და ერთმანეთში შეთანხმება. დედ–მამამ ერთად და თანმიმდევრლად უნდა იმოქმედონ. თუ არ შეიძლება ერთხელ და ერთისთვის , ესე იგი არ შეიძლება ყოველთვის , გამონაკლისის გარეშე.
6. გააუზრუნველყავით თქვენი სახლი.
ეს საშუალებას მოქცემთ გამორიცხოთ ზოგიერთი აკრძალვა. ელექტროსადენების ბუდეები შეგიძლიათ სპეციალური დამცავებით დაკეტოთ, მძიმე და მსხვრევადი საგნები მაღლა შემოდოთ, დანები , უთო ,მაკრატლები –მოარიდოთ ბავშვის არეალს.
ეს გზა მძიმეა. თუნდაც იმიტომ ,რომ ყველაფერი ზემოთ თქმული არ მოქმედებს პირველივე ჯერზე. ყველა ეს მოქმედება უნდა გავიმეოროთ თანმიმდევრულად და მრავალჯერ და მრავალჯერ მშვიდად და მოთმინებით.
ბავშვი ცდილობს გუბეში ჩახტომას. რეაქცია ;
" გუბეებში დავდივართ მხოლოდ ჩექმებით.აირჩიე : წავიდეთ სახლში და ჩავიცვათ ჩექმები თუ კენჭები ვისროლოთ წყალში? ნახე რა მაგარია!"