გილოცავთ და მივესალმები თქვენს ახალ მდგომარეობას !
აი რას უნდა ველოდოთ ყოველ კვირას და როგორია ბედნიერი, ჯანმრთელი ორსულობა.
ორსულობა კვირიდან კვირამდე

ორსულობა ტრიმესტრის მიხედვით
ორსულობის კალკულატორები

მზადება ოვულაციისთვის
ჯერჯერობით, ბავშვი კი არა ჩანასახიც არ ჩანს თვალსაწიერში --- მხოლოდ აღგზნებული კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდების მთელი დასტა, რომლებიც მოუსვენრად ელოდებიან თავიანთ რიგს. მაგრამ ორსულობის 1 და 2 კვირაში --- რომელიც აუცილებალდ მოსდევს შენს ბოლო მენსტრუალურ ციკლს --- შენი სხეული ემზადება ნაყოფის მისაღებად: ანუ ოვულაციისთვის. ამ დროს შენი საშვილოსნო ელოდება განაყოფიერებილი კვერცხუჯრედის გადმოსვლას, თუმცა, მომდენო თვემდე ვერც მიხვდები შეერწყა თუ არა სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს წარმატებით.
როგორ შეიძლება დაარქვა ამას ორსულობის პირველი კვირა, თუ ჯერ ორსულადაც არ ხარ? ექიმს გაუჭირდება ორსულობის დაწყების ზუსტი დროის დადგენა (ანუ სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრის მომენტის გამოთვლა). ოვულაციის სავარაუდო დღეების გამოთვლა არ არის რთული, თუკი იცი მენსტრუაციის დაწყების თარიღი. უფრო მეტიც, სპერმატოზოიდი რამოდენიმე დღე ჩერდება ორგანიზმში და ელოდება კვერცხუჯრედთან შეხვედრას (სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ). აგრეთვე, კვერცხუჯრედიც 2-3 დღე ელოდება სპერმატოზოიდის გამოჩენას(კვერცხუჯრედიც ასევე, 2-3 დღეა განაყოფიერებისუნარიანი). ამიტომაც, დაორსულების სტანდარული დროის დასადგენად, ექიმების უმრავლესობა იყენებს ბოლო მენსტრუაციის დაწყების დღეს, როგორც ათვლის წერტილი 40 კვირიანი ორსულობის დასაწყისისა.
შენი სხეული ორსულობის 1 და 2 კვირას
ბოლო მენსტრუალური ციკლი
ეს-ეს არის დაგეწყო ბოლო მენსტრუაცია: საშვილოსნოს კედლის შიდა გარსი შრევდება და სისხლთან ერთად გარეთ გამოიდევნება გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიც, მენსტრუაციის სახით. მაგარმ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. იწყება ახალი პერიოდი, შენი ორსულობის საწყისი ეტაპი.
ოვულაციის მომენტი პირდაპირ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ციკლზე ზემოქმედებენ ჰორმონები და ისინი შეხმატკბილებულად მოქმედებენ ერთდ. პირველად მოქმედებას იწყებს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH – follicle stimulating hormone), რომელიც სტიმულირებს ფოლეკულებზე მისი სწრაფი მომწიფებისთვის. ფოლიკული --- არის საკვერცხეში სითხით სავსე ბუშტუკები. თითოეული ფოლიკული შეიცავს კვერცხუჯრედს. ყოველ თვე თითო ფოლიკული ხდება დომინანტი, სწორედ ის, რომელიც განკუთვნილია ოვულაციისთვის. რადგანაც ფოლიკულები მწიფდებიან, ისინი გამოყოფენ სხვა ჰორმონს: ესტროგენს. ესტროგენი ხელს უწყობს ორ რამეს: პირველი, ის ხელს უწყობს საშვილოსნოს შიდა გარსის შედედებას. მეორე, ესტროგენების საკმარისად მაღალი დონე კიდევ ერთი ჰორმონის --- მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH – luteinizing hormone) --- გამომუშავებას უწყობს ხელს. მალუთეინიზირებელი ჰორმონის მოზღვავება იწვევს დომინანტი ფოლიკულის გასკდომას და მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოდინებას, რის შემდეგაც ის ერთ-ერთ ფალოპის მილში ხვდება და მზად არის გასანაყოფიერებლად (ამ პროცესს ჰქვია ოვულაცია, რომელიც მალუთეინიზირებელი ჰორმონის მოზღვავებიდან დაახლოებით 24 დან 36 საათში ხდება). გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ უკუთვლა მშობიარობის დღემდე იწყება ახლა, განაყოფიერების პროცესამდე --- მიუხედავად იმისა, რომ შენი კვერცხუჯრედი და მისი სპერმა არც კი ყოფილან ერთ ოთახში (ან საშვილოსნოში!) და თუ ამ დროისთვის ვერ დაფეხმძიმდი, არ ინერვიულო: 25 პროცენტიანი დაფეხმძიმების შანსია ყოველი ციკლის დროს.
ამასობაში --- სანამ შენი საშვილოსნო ემზადება ახალი ბინადრის მისაღებად --- შენც მოემზადე და დახვდი მას შესაბამისად. მიიღე მოლოდინის ეს ორი კვირა, როგორც ბოლო გასერნიება ბავშვის დამკვიდრებამდე. ჯერ შეიძლება არც იყო ორსულად --- ტექნიკურად მაინც --- მაგრამ არასდროს არ არის ადრე მოიქეცი ისე, როგორც ორსული. ჯერ თუ არ დაგიწყია პრენატალური ვიტამინების მიღება, ახლა დაიწყე. ასევე, კარგი დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად --- თავი დაანებე ალკოჰოლსა და სიგარეტის მოწევას ---და მიჰყევი ცხოვრების ჯანსაღ წესს --- გადადი პრენატალურ დიეტაზე და აქციე ვარჯიში ცხოვრების წესად.
მაღალი ტემპერეტურის ზემოქმედება განაყოფიერებაზე.
გინდა დაორსულება? გამორთე ელექტროსაბანი და გაათბეთ ერთმანეთი, ძველმოდური და უბრალოდ კარგი მეთოდია. ზედმეტი სითბო მოქმედებს სათესლე პარკზე და ახდენს ზეგავლენას სპერმატოგენეზის შემცირებაზე.გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ხანგრძლივი, ზედმეტად მაღალი ტემპერეტურა იწვწვს სპერმის გამომუშავების დაქვეითებას (ამ წუთას კი შენ ის დიდი რაოდენობით გჭირდება!). თუმცა რამოდენიმე თვის განმავლობაში ზედმეტი სითბოსგან თავის არიდებით, სპერმის გამომუშავება ნორმას უბრუნდება.სპერმატოგენეზი - ეს არის პროცესი, რომლის განახლება ხდება ყოველ 72-74 დღეში. შესაბამისად თუ მოხდება მავნე პირობების ან ფაქტორების თავიდან აცილება, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის განახლება ხდება 2-3 თვის შემდეგ.
რჩევები:
მოამზადე შენი ორგანიზმი ბავშვისთვის: მიიღე 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა (B ვიტამინი) დღიურად. ის აუცილებელია შენი მომავალი ბავშვისთვის. ფოლიუმის მჟავა თავის ტვინის მოქმედებას აწესრიგებს და ის ხერხემლის სითხის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია. ფოლიუმის მჟავა ამცირებს ნაყოფის ნერვული სისტემის თანდაყოლილ დეფექტების განვითარებას.
მიუხედავად იმისა თუ რომელ მედიკამენტს იღებ (იქნება ეს მცენარეული, რეცეპტით თუ ურეცეპტოდ გამოწერილი), აუცილებლად გაიარე კონსულტაცია ექიმთან თუ რომელია უსფრთხო და რომელი საზიანო შენი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
არასდროს არ არის ადრე (ან გვიან) დასძლიო თამბაქოს მოხმარებაზე დამოკიდებულება. მოწევა აქვეითებს განაყოფიერების უნარს და შეიძლება ზიანი მიაყენოს შენს ჯერ არ დაბადებულ ბავშვს. გაესაუბრე ექიმს თუ როგორ უნდა დაანებო მოწევას თავი.
დაგეგმე ექიმთან ვიზიტი და გაიგე ყველაფერი გენეტიკაზე, ეკოლოგიური და ცხოვრებისეულ რისკებზე, რაზეც დამოკიდებულია
შენი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა.
ყავა შენი ცხოვრების ნაწილია, დილა მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, კვლევების თანახმად კოფეინი აფერხებს განაყოფიერების პროცესს. ასე, რომ მოგიწევს სასიყავრულო ურთიერთობის გაწყვეტა ყავასთან. კოფეინის ერთბაშად შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, ამიტომ მოუკელი დოზებს თანდათანობით.
იოგა? მედიტაცია? კითხვა? აირჩიე ნებისმიერი, რომელიც მოგცემს მოდუნების საშუალებას. უახლესი კვლევების თანახმად ქალებს, რომლებიც არიან მაღალი სტრესის ქვეშ ჭირდებეთ 29% მეტი დრო დასაორსულებლად.
ქალების ერთი მესამედი მიიჩნევს, რომ გარკვეული პოზა სექსის დროს ზრდის დაორსულების შანსებს. ეს არ არის სიმართლე, ამიტომ მოდუნდი და უბრალოდ ისიამოვნე!
გახდი დეტექტივი: დააკვირდი შენი ორგანიზმის ცვლილებებს ციკლის დროს. ნაყოფიანობის პიკზე (ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 11-21 დღეში) საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ნივთიერებების რაოდენობა იზრდება და მისი შემცველობაც იცვლება, ხდება უფრო კამკამა, სლიპინა და წელვადი.
ძირითადი სიმპტომები
სისხლდენის ხანგრძლივობა 5 დან 7 დღემდე
ეს შენი ბოლო მენსტრუაციაა. ციკლი დროებით შეგიწყდება ორსულობისას და არა მარტო. ძუძუთი კვების პერიოდში ციკლი გადაიწევს კიდევ რამოდენიმე თვით. ბავშვის გაჩენის შემდეგ დაახლოებით ერთი კვირა ან ცოტა მეტიც გექნება გამონადენი საშოდან და ძლიერი სისხლდენა (რაც დაახლოებით მძიმე მენსტრუალური პერიოდის ტოლფასია).
საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ნივთერებების რაოდენობის ზრდა
თუ კარგად დააკვირდები შენს ლორწოვან გამონადენს, აუცილებლად შეამჩნევ, რომ მისი კონსისტენცია იცვლება კვირიდან კვირამდე. ამ წუთას შენი ლორწო არის ბლანტი, წებოვანი და ნაღების მაგვარი, მაგრამ ახლოვდება განაყოფიერების დღე ლორწო შეიცვლება და უფრო მღვრიე გახდება.

თქვენი პატარა ორსულობის 1 და 2 კვირას
ორსულობის 1 და 2 კვირა
დაუსვი კითხვები ექიმს?
არის თუ არა უსაფრთხო მედიკამენტები, რომელსაც მოვიხმარდი ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში? თუ არა, რომელია სხვა მიზანშეწონილი საშუალებები?
როგორ დავანებო მოწევას თავი?
არის თუ არა ორსულბა სარისკო ჩემთვის ჩემი ოჯახის ისტორიიდან ან რაიმე სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე?
რკინის შემცველ პრეპარატების მიღებისას მეწყება ყაზბობა. შეიძლება თუ არა მივიღო ისეთი პრენატალური ვიტამინები, რომლებიც არ შეცავენ რკინას?
რა შეიძლება ჩემმა პარტნიორმა გააკეთოს დაორსულების შანსების გასაზრდელად?
თუ შევწყვიტავ კონტრაცეპტივების მიღებას რამდენ ხანში შევძლებ დაორსულებას?
ბევრს ვვარჯიშობ. უნდა შევამცირო ან უბრალოდ არ გავაკეთო გარკვეული ვარჯიშები ახლა ან ორსულობის პერიოდში?
მსმენია, რომ სარეცხი და საწმენდი საშუალებები უარყოფითად მოქმედებს ნაყოფიანობასა და ორსულობაზე? რომელი პროდუქტი არ უნდა გამოვიყენო?
უნდა შევცვალო თუ არა კვების მენიუ? შეიძლება თუა არ გავაგრძელო ჩემი ვეგეტარიანული დიეტა?
სახლში კატა გვყავს. ჩავიტარო თუ არა ანალიზი ტოქსოპლაზმოზზე ორსულობამდე?





























