top of page

ორსულობა კვირიდან კვირამდე

ორსულობა ტრიმესტრის მიხედვით

მეორე ტრიმესტრი

  მომდევნო სამი თვე ნაყოფი უამრავ ცვლილებას  განიცდის. შენც გათავისუბლდები ადრეული ორსულობის სიმპტომებისაგან, იგრძნობ შვებას. თვალი ადევნე შენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებსა თუ ნაყოფის განვითარების მიმდინარეობას!

 

 

  ბევრი ქალისთვის, ორსულობის სამი ტრიმესტრიდან,მეორე ყველაზე კომფორტული პერიოდია. ამ ეტაპის დადგომისთანავე იგრძნობ შვებას. ადრეული ორსულობის სიმპტომები შემცირდება ან საერთოდ გაქრება. გულისრევის შეგრძნება თითქმის გაივლის (რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად, ბოლო რამდენიმე პერიოდის მანძილზე შენს საჭმელს გემო და სუნი დაუბრუნდება), ენერგია მოგემატება და შენი მკერდი კვლავ იზრდება,მაგრამ ნაკლებად მგრძნობიარეა. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ მეორე ტრიმესტრის დასრულებისთვის   გამობურცული ადგილი შენს მუცელზე, რომელიც საუზმის ნარჩენებს წააგავს, როგორც იქნა ორსულის მუცელს დაემსგავსება.

 

 

   როდის იწყება და მთავრდება მეორე ტრიმესტრი?

 

  მეორე ტრიმესტრი იწყება ორსულობის მე-14 კვირას და გრძელდება 27-ე კვირის დასრულებამდე.

 

 

    ბავშვის განვითარება მეორე ტრიმესტრის პერიოდში

 

  მეორე ტრიმესტრში შენი პატარა ძალიან, ძალიან დაკავებულია. ორსულობის მე-18 კვირას ის იმდენსავე იწონის, რამდენსაც ქათმის მკერდი, უკვე ამთქნარებს და ასლოკინებს.ხელის თითები და ფეხები ბოლომდე ჩამოყალიბებულია, მეტიც - თითებს  უკვე შეძენილი აქვს თავისი უნიკალური, დამახასიათებელი ანაბეჭდი. ის უფრო და უფრო აქტიურად მოძრაობს და ბოლოს და ბოლოს შენც შეიგრძნობ ბავშვის განძრევას.დაახლოებით 23-ეკვირას შენი პატარა იწყებს წონაში მატებას, ხოლო მომდევნო 4 კვირაში ფაქტიურად გააორმაგებს თავის წონას. მეორე ტრიმესტრის დასრულებისთვის მუცელში უკვე  900 გრამიანი ცოცხალი არსება გეყოლება .

   რამოდენიმე ამაღელვებელი მომენტი, რაც დამახასიათბელია მეორე ტრიმესტრისთვის:

  • თმა, კანი და ფრჩხილები:დაახლოებით მე-15 კვირიდან პატარას თავზე ამოსვლას იწყებს თმა, ხოლო 22-ე კვირისთვის ჩნდება მოთეთრო ფერის წარბები და წამწამები. მუშაობას იწყებენ ცხიმოვანი ჯირკვლებიც. ბავშვის კანი უკვე დაფარულია ლანუგოთი (ჩანასახისა და ნაყოფის სხეულის თმიანი საფარველი პირველი 6 თვისმანძილზე, რომელიც იცავს მას სიცივისაგან, სანამ მესამე ტრიმესტრისთვის წონაში მოიმატებდეს) და მე-19 კვირიდან კი სქელი საცხით(ცხიმოვანი ნივთიერება, რომელსაც ერევა ეპიდერმისის ქერცლი და წარმოქმნის ხაჭოსებრ საცხს, რომელიც იცავს ბავშვის კანს ამნიონური სითხისგან) --- ორივე მათგანი გაქრება ბავშვის დაბადებამდე.

  • საჭმლის მომნელებელი სისტემა:ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა მთლიანად ჩამოყალიბებულია პირეველი ტრიმესტრის დამთავრებამდე.რადგანაც  შენი პატარა ემზადება საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებისთვის, მას უკვე  აქვს წოვისა და ყლაპვის რეფლექსი,მას თითის წოვა შეუძლია.უფრო მეტიც, სანაყოფე წყლის მეშვეობით, მას უკვე შეუძლია დააგემვნოს ის საკვები, რომელსაც შენ ღებულობ - როგორც კვლევე ადასტურებს ამან შეიძლება,მომავალში, გავლენა იქონიოს მის გემოვნებაზე (რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ მიიღო ჯანსაღი საკვები და დაიცვა დიეტა ორსულებისთვის, რომელიც შეიცავს ბლომად ხილსა და ბოსტნეულს). ბავშვის ექსკრეტორული (შარდგამომყოფი) სისტემაც უკვე კარგად მუშაობს: მიუხედავა იმისა, რომ ის საკვებს, ჯერ კიდევ შენი პლაცენტის მეშვეობით ღებულობს, ყლაპვის შესაძლებლობა ნიშანია იმისა, რომ შენი პატარა  დაახლოებით 40 წუთში ერთხელ ფისებს აკეთებს.

  • შეგრძნებები: ორსულობის 22-ე კვირისთვის ბავშვს უყალიბდება ყურები და თვალები, ის უკვე შეიგრძნობს სუნს, ხედავს და ესმის ყველაფერი. პატარა თვალებს ჭუტავს და კოპებს კრავს.    

  • გული: მე-17 კვირისთვის ბავშვის ტვინი  არეგულირებს გულისცემას და მისი გული უკვე აღარ ცემს სპონტანურად . მე-20 კვირიდან სტეტოსკოპის მეშვეობით შეიძლება მოისმინო შენი პატარს გულისცემა. 25-ეკვირიდან ყალიბდება კაპილარები, რაც აადვილება ოქსიგენირებული სისხლის (ჟანგბადით გაჟღენთილი სისხლი) მიმოქცევას სხეულში.

  • ტვინი: გულისცემის კონტროლის და წიხლის კვრის სტიმულაციის გარდა, 24-ე კვირიდან, შენი პატარას ტვინი იწყებს ქუთუთოების ხამხამს.

 

     

       ცვლილებები შენს ორგანიზმში

 

      მეორე ტრიმესტრში ორსულობის გარკვეული სიმპტომები შენარჩუნდება (მაგალითად გულძმარვა და ყაზბობა), მაგარამ, ამავე დროს გაჩნდება ზოგიერთი, ახალი სიმპტომი , რადგანაც მუცელი იზრდება და ორსულობის ჰორმონის დონე იმატებს. ეს სიმპტომებია:

 

  • ჰიპერემია (სისხლის შეგუბება), რადგანაც სხეულში სისხლის ნაკადი იმატებს, მათ შორის ლორწოვან გარსამდე (ცხვირის ჩათვლით). შეიძლება ხვრინვაც კი დაიწყოთ!საბედნიეროდ არსებობს სამკურნალო საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოა ორსულობის პერიოდში.

  • კოჭის და ფეხების მსუბუქი შებერილობა აწუხებს ფეხმძმე ქალების უმრავლესობას, იწყება დაახლოებით ორსულობის 22-ე კვირიდან და გრძელდება ბავშვის დაბადებამდე. ეცადე იყო აქტიური. სანამ უმოძრაოდ ხარ მაღლა აწიე ფეხები, მოერიდე ფეხზე დიდხანს დგომას ან ჯდომას და დაიძინე გვერდზე.

  • მგრძნობიარე ღრძილებიდა ხანდახან სისხლდენაც კი ღრძლებიდან  ნორმალურია, მაგრამ თუ შენი ღრძილები ღია წითელია და ადვილად მოგდის სისხლი მიაკითხე დანტისტს, რადგან არსებობს გინგივიტის (ღრძილის ქსოვილების ანთება, რაც ასე თუ ისე უსაფრთხოა, მაგრამ შეიძლება გადაიზარდოს დიდ პრობლემაში, თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევ) საშიშროება.

  • წვივის კუნთების კრუნჩხვა ბევრი ორსული წვივის ,კუნთების, კრუნჩხვას უჩივის. მედიცინაში ამას კრამპი ეწოდება. იგი გამოწვეული აქვე და კიდურებზე ჭარბი წონის ზეწოლით, სისხლის შედედების უნარის მომატებით, დედის ორგანიზმში ფოსფორის სიჭარბითა და კალციუმის კლებით. კრუნჩხვის შესამსუბუქებლად მიზანშეწონილია კალციუმის ტაბლეტების მიღება,ჯანსაღი კვება და დაბალანსებული დიეტა, ელასტიკური კოლჰოტის ტარება, ხშირი დასვენება, წოლისას დაჯდომისას ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობა, სიარული, მსუბუქი მასაჟი. თუ კუნთების ტკივილმა და კრუნჩხვა მმუდმივი ხასიათი მიიღო, აუცილებელია ექიმთან მისვლა - გამორიცხული არ არის ვენების ანთება, რომელიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს..

  • თავბრუხვევას  იწვევს დაბალი არტერიული წნევა, ამ დროს სისხლი გაძლერებით მიეწოდება საშვილოსნოს. ეს აუცილებელია ამ ორგანოს კვების, ზრდის და, შესაბამისად, ნაყოფის ადეკვატური განვითარებისთვის. გარდა ამისა, იზრდება ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის რაოდენობაც. მეტი სისხლის გადასანაწილებლად გულს მეტი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ გულის კუნთი უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას. არ ინერვიულო, აკონტროლე კვების რეჟიმი და მიიღე დიდი რაოდენობით სითხე.

  • ტკივილი მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში (მრგვალი იოგის ტკვილი) მე-20 კვირისთვის საშვილოსნოს ფსკერი ჭიპის დონეზეა. საშვილოსნოს ასეთი გაზრდა იწვევს მისი იოგოვანი აპარატის გაწელვას, რასაც ორსულები მუცლის ქვედა ნაწილში დაჭიმვის, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნებად აღიქვამენ.

  • ვარიკოზული ვენები; ვენების ვარიკოზული გაფართოება, ორსულთა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. თუ მემკვიდრეობითი მიდრეკილება გაქვს ამ დაავადების მიმართ, იცოდე, რომ ფეხმძიმობა კიდევ უფრო აძლიერებს მას.ორსულობის პერიოდში, ორგანიზმში ჰორმონების დონე იზრდება, რაც იწვევს შემაერთებელი ქსოვილების შესუსტებას და კოლაგენის (შემაერთებელი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილა) შემცირებას. ორსულობის დროს სისხლის მოცულობა თითქმის ორმაგდება, ამიტომ შესუსტებულ შემაერთებელ ქსოვილებს, უჭირთ დიდი მოცულობის სისხლთან გამკლავება.ჩვეულებრივ, უმეტეს შემთხვევებში, მშობიარობის შემდეგ ვარიკოზი ქრება. 

 

  ზემოთ ნახსნები ყველა სიმპტომი სავსებით ნორმალური და დროებითია, ისევე როგორც, სხვა დანარჩენი ემოციური ცვლილებები: არასტაბილური განწყობა, გაფანტულობა და გულმავიწყობა,მღელვარება, გაღიზიანება,სიხარული ნაყოფის მოძრაობის გამო,  და იმედგაცრუებაც კი, როცა ხედავ  მუცელი საგრძნობლად გამოგეზნიქა,მაგრამ არც ორსულს არ გავხარ.

 მეორე ტრიმესტრის განმავლობაში შენს საძინებელშიც ბევრი ცვლილება იქნება.  ორსულობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს შენს სექსუალორ ცხოვრებას, რადგან ამ პერიოდში შენ და შენი პარტნიორი ცდილობთ გაუმკლავეთ შენს ემოიციურ მდგომარეობას და ცვლილებებს შენს ორგანიზმში, როგორიც არის დაღლილობა და გულისრევის შეგრძნება. გაითვალისწინე, წყენის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ისაუბრეთ ბევრი. გახსოვდეს --- ორსულობის ამპ ერიოდში სქესობრივი კავშირი უმეტესად უსაფრთხოა (მთავარია, კონტაქტი არიყოს მეტის მეტად ხშირი, თანაც გასათვალისწინებელია პოზა - ყველაზე მოხერხებულია გვერდზე წოლა), მაგრამ არსებობს რისკებიც, ამიტომ ჰკითხე შენს გინეკოლოგს, უსაფრთხოა თუა რა შენთვის სქესობრივი კავშირი.  

 

  წონაში მატება

 მომევნო რამოდენიმე თვე დაიწყებ წონაში მატებას, ამ პერიოდში შენი პატარა კარგად იზრდება და შესაბამისად შენც სულ უფრო გემატება ჭამის მადა (ან გაგიჩნდბა თუ პირველ ტრიმესტრში გულისრევა ან უმადობა გაწუხებდა). თუ ორსულობამდე ნორმალური წონა გქონდა კვირაში დახლოებით 400-500 გრ. მოიმტებ,  ჯამში კი გამოვა 6 კგ. მეორე ტრიმესტრში.

 

სიმპტომები, რომლებიც უნდა შემოწმდეს 

 

 როგორც კი ორსულობის მეორე ტრიმესტრში გადახვალ გათავისუფლდები, თანდათან შესუსტდება და საერთოდ გაქრება გულისრევა. ღებინება ამ პერიოდში ძალიან ცოტა ორსულს აწუხებს, მაგარამ არსებობს რამოდენიმე სიმპტომი, რომელთა შემჩნევისას დაუყონებლივ უნდა მიმართო ექიმს:

  • სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან

  • ძლიერი ტკივილი მუცლის არეში

  • ტემპერატურა 38.0 დან ზევით

ყურედღება მიაქციე ჰესტაციური დიაბეტის ნიშნებს (რიმელიც ორსულობის 24-ე კვირიდან 28-ეკვირის პერიოდში ვლინდება),რასაც თან ახლავს წყურვილის გაძლიერება, ხშირი შარდვა და ტკივილი, ძლიერი დაღლილობა და ხვრინვა ძილის დროს. აგრეთვე წონიში უცაბედი მატება,ზედა და ქვედა კიდურების ან სახის შეშუპება, მხედველობის დარღვევა, რაც შეიძლება პრე-ეკლამპსიის (პრეეკლამფსია წარმოადგენს სწრაფად პროგრესირებად სიცოცხლისათვის საშიშ  მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება არტერიული ჰიპერტენზიით, პროტეინურიითა და პერიფერიული შეშუპებით. პრეეკლამფსია რჩება როგორც დედის ისე ნაყოფის ავადობისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად, ყველა ორსულობის 3-5 %-ში აღინიშნება) ნიშანი იყოს. ამ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიმართო ექიმს.

 

  მეორე ტრიმესტრის ფაციფუცი

 

 მეორე ტრიმესტრის ფილოსოფია: ჭამე კარგად, ივარჯიშე რეგულარულდ და დაისვენე ბევრი. ქვევით მოყვანილია ამ ტრიმესტრის აუცილებლად შესასრულებელი ძირითადი სია:

  • მოემზადე რუტინული შემოწმებისთვის: ამ ტრიმესტრში შენი ექიმი ყველა გასინჯვის დროს შეამოწმებს შენს წონას, საშვილოსნოს ზომას, მენჯის ფსკერს (საშვილოსნოს თავი) და ბავშვის გულისცემას, იმისათვის, რომ დარწუმნდეს ორსულობა კარგად მიმდინარეობს.ჩვეულებრივ ორსულობის -მე18 დან 22-ე კვირას შორის, ექიმი ადგენს ბავშვის ზომას, ამოწმებს ორგანოების განვითარების პროცესს, განსაზღვრავს ამნიონური სითხის რაოდენობას და სურვილის შემთხვევაში გაგიმხელს ბავშვის სქესს.

  • გაიკეთე გლუკოზის ანალიზი: ყოველ მე-10 ორსულს აწუხებს  ჰესტაციური დიაბეტი, ამიტომ სასურველია ყველა ორსულმა ჩაიტაროს გამოკვლევა ორგანიზმში გლუკოზის შემცველობაზე, ორსულობის 24 დან 28 კვირეებს შორის. თუ დადებითი პასუხი მიიღე ანუ თუ გლუკოზის რაოდენობა შენს ორგანიზმში მაღალია ჯერ ჯიდევ არ ნიშნავს, რომ დიაბეტი გაქვს . დიაბეტის დიაგნოზის დასადგენად დაგჭრდება სხვა გამოკვლევებიც. იმ შემთხვევაში თუ დაგიდგინდება დიაბეტი ექიმი გაგაგზავნის დიეტოლოგთან, რომელიც დაგეხმარება კვების რეჟიმის შედგენაში რის შემდეგაც მოგიწევს სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლი.

  • გაესაუბრე ექიმს პრენატალური დიაგნოსტიკის შესახებ:  თუ ჯერ არ ჩაგიტარებია და თუ გარკვეული რისკის ჯგუფში ხარ, შენი ექიმი აუცილებლად შემოგთავაზებს გენეტიკური გამოკვლევის ჩატარებას, რაც მოიცავს არაინვაზიურ პრენატალურ ტესტსა ან ბიოქიმიური მარკერების სკრინინგს, ორივე მათგანი წარმოადგენს სისხლის სკრინინგს, რომლის მიზანია ქრომოსომული ან თანდაყოლილი ანომალიების (როგორიც არის დაუნის სინდრომი ან ნერვული მილის დეფექტი) რისკ-ჯგუფის დადგენა. რისკის ჯგუფში შემავალი ორსულებისთვის კი რეკომენდებულია დიაგნოსტიკის ინვაზიური მეთოდი: ამნიოცენტეზი - ხდება ამნიონური სითხის (სანაყოფე წყალი) ნიმუშის ამოღება ორსულისაგან გენეტიკური პათოლოგიების გამოსაკვლევად, რათა დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი. შენზეა დამოკიდებული ჩაიტარებ თუ არა გენეტიკურ დიაგნოსტიკას. შეიძელება ცოტა შეშინდე და დაითრგუნო, მაგრამ გახსოვდეს ბავშვების უმრავლესობა იბადება ჯანმრთელი.

  • ვაქცინაცია: თუ შენი ორსულობა ემთხვევა გაციებისა და გრიპების სეზონს ჩაიტარე გრიპის საწინააღმდეგო აცრა, აგრეთვე მესამე ტრიმსტრისთვის დაგეგმე ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის (Tdap) აცრის ჩატარება, რათა დაბადებისთანავე დაიცვა შენი პატარა ყივანახველისაგან.

  • იშოპინგე: ახლა, როდესაც შენი მუცელი, როგორც იქნა გამოიბერა დაგჭირდება საორსულე ტანსაცმელი ორსულობის ხაზგასამელად.

  • დაწექი გვერდზე:პირველ და მესამე ტრიმესტრებთან შედარებით ორსულისთვის დაძინება მეორე ტრიმესტრში უფრო ადვილია, ამიტომ რეკომენდირებულია გვერდზე წოლა. ზურგზე წოლისას ნაყოფი აწვება ქვედა ღრუ ვენას, რომელსაც სისხლი ქვედა კიდურებიდან გულისკენ მიაქვს, ზოგჯერ მარცხენა გვერდზე წოლასაც ურჩევენ იმისთვის, რომ ღვიძლზე ზეწოლა შემცირდეს.და თუ მაინც ზურგზე წოლა არ გეთმობა, პატარა ბალიში ამოიდე ზურგსუკან, წელთან ან ფეხები შეაწყვე მასზე. ამ მდგომარეობაში ღრუ ვენიდან სისხლის უკუდენა გაიოლდება და გულს ზედმეტი დატვირთვა მოეხსნება.

  • ივარჯიშე: ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რასაც ვარჯიშის მოტანას შეუძლია შენთვის და შენი პატარისთვის (ლინკი),თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყია ვარჯიში გვიან არასდროს არა არის. გაიარე ექიმთან კონსულტაცია და შეარჩიე შენთვის სასურველი ვარჯიში ორსულებისთვის.

  • გაზარდე კალორიების მოხმარება: თუ ორსულობამდე ნორმალური წონა გქონდა, მეორე ტრიმესტრში დაგჭირდება 300-350 ზედმეტი კალორია (რაც იმაზე ნაკლებია ვიდრე შენ ფიქრობ - მხოლოდ 2 ჭიქა გამოხდილი რძე და ერთი თეფში შვრიის ფაფა).

  • აკონტროლე წონა:მეორე ტრიმესტრში შეიძლება ძალიან სწრაფად აკრიფო წონა, ამიტომ წონის მკაცრი კონრტოლი.

  • გააგრძელე ბავშვის სახელზე ფიქრი: თუ ჯერ კიდევ არ მოგიფიქრებია სახელი ყველაფერი წინ არის. განიხილე სხვადასხვა ვარიანტები.

  • მოუთმენლად ელოდები მესამე ტრიმესტრს: მეორე ტრიმესტრიც ჩამთავრდა, წინ მესამე გელოდება. და შემდეგ ბავშვის დაბადება! დრო სწრაფად გარბის, თვალის დახამხამებასაც კი ვეღარ მოასწრებ!

     

     

     

     

     

     

     

     

     

მეორე ტრიმესტრი
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page