top of page

ორსულობა კვირიდან კვირამდე

ორსულობა ტრიმესტრის მიხედვით

პირველი ტრიმესტრი

       

   შენს ორგანიზმში მნივნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რადგანაც ბავშვი იწყებს განვითარებას. გაიგე უფრო მეტი თუ რას უნდა ელოდო !  შეხვდი ყველაფერს  მომზადებული!

 

ჯერ არ გეტყობა რომ ორსულად ხარ --- მაგრამ შენ უკვე გრძნობ რაღაცას. შენი ორგანიზმი ემზადება, რათა მომდევნო ცხრა თვის მანძილზე უმასპინძლოს ადამიანის ჩანასახს, რომელიც ვითარდება საშვილოსნოში.თავსაც კომფორტულად გრძნობ,მიუხედავად სისუტისა თუ მუცლის შებერილობისაგან გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებებისა.. ამ სიმპტომებმა შესაძლოა ცოტა აგაღელვა, მაგრამ შეეცადე დამშვიდდე და წარმოიდგინო, რომ ეს დროებითი დისკომფორტი დასაწყისია იმ შესანიშნავი პროცესიასა, რომელიც ხდება შენში: შენ მუცლით ბავშვს ატარებ!

 

 

 

   რამდენი ხანი გრძელდება პირველი ტრიმესტრი?

პირველი ტრიმესტრი გრძელედება ორსულობის 1-ლი კვირიდან მე-13 კვირის დასრულებამდე.

არ იცი რამდენი კვირის ხარ? პირველი ნაბიჯი: გამოთვალე მშობიარობის სავარაუდო თარიღი (კალკულატორი). გაითვალისწინე, რომ მშობიარობის თარიღი შეიძლება შეიცვალოს (განსაკუთრებით მაშინ თუ ციკლი დარღვეული გაქვს).

 

 

 

   ბავშვის განვითარება პირველი ტრიმესტრის განმავლობაში

პირველი ტრიმესტრის განმავლობაში  განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ზიგოტა) იცვლება ემბრიონად, რომელიც აღწევს საშვილოსნოს ღრუში და ეკრობა საშვილოსნოს კედლის ლორწოვან გარსს (მიმდინარეობს ე.წ. იმპლანტაციის პროცესი). ორგანოები ფორმირდება და ბავშვი იწყებს მოძრაობას.  ქვევით მოყვანილია რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მიმდინარეობს ამ საინტერესო დროს:

 

  • ბავშვის ძვლები: დაახლობით მე-6 კვირას ვითარდება ზედა და ქვედა კიდურები  - მე-10 კვირას - კი ხელის და ფეხის თითები.

  • თმა და ფრჩხილები: კანის განვითარება იწყება 5 დან 8 კვირას შორის, ფორმირდება თმის ფოლიკულები და ფრჩხილქვეშა კანი.

  • საჭმლის მომნელებელი სისტემა: დაახლოებით მე-8 კვირას იწყება ბავშვის ნაწლავების განვითარება, აგრეთვე ყალიბდება თირკმლები.

  • შეხების შეგრძნება: ორსულობის მე-8 კვირას ბავშვს უკვე აქვს შეხების რეცეპტორები. ის შეიგრძნობს შეხებას სახეზე (ძირითადად ტუჩებზე და ცხვირზე), დაახლოებით მე-12 კვირას კი სასქესო ორგანოებზე, ასევე ხელისა და ფეხის გულებზე.

  • მხედველობა: ორსულობის მე-4 კვირიდან ყალიბდება ოპტიკური ნერვი (რომელიც ატარებს ინფორმაციას თვალიდან ტვინისაკენ) და თვალის ბიოლოგიური ლინზები (თვალის ბროლი), ხოლო მე-8 კვირიდან ფორმირებას იწყებს ბადურა (თვალის ბადისებრი გარსი).

  • გული: ორსულობის მე-5 კვირას მილი, რომელიც გარდაიქმნება შენი შვილის გულად იწყებს ფეთქვას. მე-9 ან მე-10 კვირას (ზოგ შემთვევებში კი უფრო გვიან, დამოკიდებულია საშვილოსნოში ბავშვის მდებარეობაზე) გულისცემა ძლიერდება და ხშირდება - შენ შეგეძლია მისი გულისცემის მოსმენა!

  • ტვინი: ორსულობის მე-8 კვირიდან თავის ტვინი აქტიურად ვითარდება. თავი სხეულის მესამედს შეადგენს.სახე არ უჩანს, მაგრამ გასქელებული აქვს ის ადგილები, სადაც მომავალში თვალები და ყურები უნდა ჩამოყალიბდეს.

  • გემოვნების შეგრძნება:  ორსულობის მე-8 კვირას  წარმოიქმნება ენის გემოვნებითი დვრილი, რომელიც უკავშირდება მის ტვინსს.

პირველი ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი სხვა ძირითადი ნიშნეები მოიცავს აგრეთვე, კუნთების ფორმირებას, სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) გამომუშავებას, რომლებიც ებრძვიან მიკრობებს და ხმის იოგების განვითარებას.

 

 

      ცვლილებები შენს ორგანიზმში:

პირველ ტრიმესტრში შენი ორგანიზმიც უამრავ ცვლილებას ცვლილებას განიცდის. ყველაზე გავრცელებული  ორსულობის ადრეული სიმპტომებია:

 

  • ღებინების შეგრძნება დილაობით: სამწუხაროდ ეს მხოლოდ დილაობით არ ხდება. გრეძელდება დაახლოებით  5 კვირა ორსულობის პერიოდში. ჯანჯაფილის ჩაი ან წვეთები გიშველის.  კარგია საკვების მცირე რაოდენობით და ხშირხშირად მიღება. თუ საქმე უფრო სერიოზულად არის უმჯობესია მიმართო ექიმს, რათა დაგინიშნოს მედიკამენტები, რომელიც მოგიხსნის გულისრევის შეგრძნებას.

  • სუსტი მკერდი: შენი მკერდი იზრდება, ხდება ულტრასენსიტიური და ნაზი.

  • ცვალებადი ხასიათი: ორსულობის მე-7 კვირას ხასიათი გეცვლება. გეწყება აკვიატებები. ხან კარგ ხასიათზე ხარ (ან არ ხარ), მერე ისევ ცუდ გუნებაზე. თუ დეპრესიული ადამიანი ხარ ან ფიქრობ, რომ შენი ასეთი მდგომარეობა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ორსულობით გამოწვეული ხასიათის ცვლილება, გაესაუბრე ექიმს, ჩაიტარე გამოიკვლევა.


  პირველ ტრიმესტრში შენი ორსულობა  აქტიურად მიმდინარეობს ამიტომ შეიძლება ორსულობის სხვა ისეთმა სიმპტომებმაც იჩინონ თავი, როგორიც არის გულძმარვა, ყაზბობა, მეტალის გემო პირში, საკვების მიმართ ზიზღი და თავის ტკივილები. გაუძელი: მეორე ტრიმესტრი მოგიტანს სასურველ შვებას! აგრეთვე გახსოვდეს, რომ ყველა ქალი განსხვავებულია. მხოლოდ ის რომ დედაშენი ან შენი და ორსულობის პერიოდში უჩიოდნენ მუცლის მოვლით ტკივილებს ან ხშირ შარდვას არ ნიშნავს, რომ შენც იგივე ჩივილები გექნება.

 

    წონაში მატება

  შენი ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა - რაც იმას ნიშნავს რომ პირველ ტრიმესტრში მხოლოდ 1-2 კილოგრამს იმატებ. იმ შემთხვევაში თუ უმადომა გაწუხებს შესაძლოა წონაში დაიკლო. ეს ნორმალურია, რადგანაც წონაში შესამჩნევი მატება  იწყება მეორე და მესამე ტრიმესტრში. ამ ეტაპზე კი მიიღე კალორიული საკვები ოღონდ ზომიერად და ხშირად.

მგელივით გშია?  აკონტროლე შენი კალორიები: ახლა ზედმეტი კალორიები არაფერში გჭირდება (თუმცა მეორე და მესამე ტრიმესტრში მადა გაცილებით მოგემატება). მაგრამ, თუ მაინც ზედმეტი წონა აკრიფე, არა უშავს. უბრალოდ კონცენტრირდი შენი ორსულობის მიმდინარეობაზე.

 

 

   სიმპტომები, რომლებიც უნდა შემოწმდეს

ორსულობის პერიოდში, შენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე, შეიძლება გაგიჩნდეს კითხვები თუ რა არის ნორმალური და რა არა. ძირითადად, უცნაური ტკივილის შეტევები არ არის შესაშფოთებელი. მიუხედავად ამის მნიშვნელოვანია გახსოვდეს პირველ ტრიმესტრში მუცლის მოშლის საშიშროება ძალიან მაღალია. ქვევით ჩამოთვლილია რამდენიმე ის შემთხვევა, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართო შენს ექიმს:

  • ძლიერი ვაგინალური სისხლდენა

  • ძლიერი ტკივილი მუცლის არეში

  • გაძლიერებული წყურვილის გრძნობა

  • ტკივილი შარდვის დროს

  • ტემპერატურა 37.8 და ზემოთ, გაციება და/ან  ტკივილი  ზურგის არეში

  • ხელების და სახის შეშუპება

  • მხედველობის გაუარესება

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე გაწუხებს სასწრაფოდ მიმართე ექიმს.

 

 

 

    პირველი ტრიმესტრის  (ფაციფუცი)

  • დაიწყე პრენატალური ვიტამინები. პირველ ტრიმესტრში პრენატალური ვიტამინების მიღება ხელს უწყობს ნერვული მილის დეფექტების აღმოფხვრას (როგორიცაა ზურგის ტვინის თიაქარი).

  • შეარჩიე მკურნალი ექიმი: არჩევანი დიდია. უბრალოდ დაუთმე ცოტა დრო და შეარჩიე შენთვის სასურველი სპეცილისტი, იქნება ეს მეან-გინეკოლოგი, ოჯახის ექიმი თუ ბებია ქალი,

  • ჩაეწერე მეან-გინეკოლოგთან ვიზიტზე.  მოგიწევს უამრავი ანალიზის გაკეთება როგორიცაა მაგალითად ნაცხის ანალიზი მიკროფლორაზე, შარდის საერთო ანალიზი და სისხლის საერთო ანალიზი, რათა დადგინდეს სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, ქორიონული გონადროპინის (hCG-ს) დონე და ნებისმიერი ინფექციის არსებობა. მოგიწევს პირველი ექოსკოპიის გაკეთება, რათა დადასტურდეს ბავშვის გულისცემა, დადგინდეს ორსულობის სავარაუდო ვადა ან უბრალოდ იმისათვის რომ დარწმუნდეყველაფერი რიგზეა. მოგიწევს გენეტიკური დაავადებების ან დიაბეტის გამოკვლევა, რაც დამოკიდებულია ოჯახის წევრების ავადმყოფობის ისტორიაზე. სანამ შენი ექიმი გისვამს უამრავ შეკითხვას, მოემზადა და შენც დასვი კითხვები: გაიგე ყველაფერი იმ წამლების უსაფრთხოებაზე რასაც ამჟამად ღებულობ, გაიგე  როგორ დაანებო მოწევას თავი ან დასვი ნებისმეიერი შეკითხვა რაც თავში გიტრიალებს. ახლა სწორედ ამის დროა!

  • გაითვალისწინე გენეტიკური ანალიზები. სავარაუდოდ ჩაგიტარდება ნაყოფის კისრის ნაოჭის სკრინინგი (ორსულობის 11 და 14 კვირებს შორის) დაუნის სინდრომისა და გულის თანდაყოლილი მანკის გამოსაკვლევად; შესაძლო რისკებზე დაყრდნობით, ექიმმა შეიძლება გირჩიოს არაინვაზიური პრენატალური ტესტის ჩატარება ორსულობის 9 კვირიდან (არაინვაზიური სისხლის სკრინინგით ხდება ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიებს დიაგნოსტირება) ან/და ინვაზიური,  პრენატალური ტესტი ჩატარება (ქორიონის ბიოფსია ან ამნიოცენტეზი).

  • შეადგინე ბიუჯეტი. ახალი ადამიანი ოჯახში შესანიშნავია - და აუცილებელიც. გადახედე შენს თვიურ დანახარჯებს. გაითვალისწინე ბავშვის საჭიროებები და შეადგინე ახალი ბიუჯეტი.

  • იკვებე სწორად. დროა შეამცირო კოფეინის მოხმარება, და გაიგო თუ რომელი საკვები ამოიღო რაციონიდან და რომელი ჩაამატო, ისე რომ შესაბამისად მოიმარაგო საკვები სამზარეულოში.

  • გამონახე დრო ფიტნესისთვის. ვარჯიშს ორსულობის პერიოდში უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია შენთვის და შენი ბავშვისთვის - რაც სხვათაშორის კარგი მოტივატორია იმისათვის, რომ კვირაში უმეტესი დღე დაუთმო 30 წუთიან ვარჯიშს. დარწმუნებული არ ხარ საიდან დაიწყო? სცადე ეს ვარჯიშები.

  • თუ ძალიან გინდა დაკავდი სექსით. სახალისოა, თანაც უსაფრთხოა ბავშვისთვის და სასარგებლო ორივე თქვენგანისთვის.

  • დაიწყე ფიქრი ბავშვის სახელზე. თუ ჯერ არ მოგიფიქრებია ბავშვის სახელი არასდროს არ არის ძალიან ადრე დაიწყოსხვადასხვა იდეების განხილვა.

  • გამოაცხადე შენი ორსულობის შესახებ. იფიქრე იმაზე თუ როგორ და როდის მოუყვები შენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ამ სასიხარულო ამბავს. ან თუნდაც როდის გამოაცხადებ სოციალურ ქსელში. ქალების უმრავლესობა ელოდება პირველი ტრიმესტრის ჩამთავრებას და მხოლოდ მას შემდეგ  აკეთებს ამას, როცა მუცლის მოშლის სშიშროება უფრო დბალია. თუ დასაქმებული ხარ დაიწყე იმაზე ფიქრი თუ როდის ეტყვი შენს უფროსს რომ ფეხმძიმედ ხარ.  თვალი გადაავლე  შენს ხელშეკრულებას რათა  გაიგო  დეკრეტული შვებულების შესახებ ყველაფერი.

 

 

 

 

 

 

 

პირველი ტრიმესტრი
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page