top of page

ორსულობა კვირიდან კვირამდე

ორსულობა ტრიმესტრის მიხედვით

მესამე ტრიმესტრი

 

 

სულმოუთქმელად ელოდები ბავშვის დაბადებას?! წინ კიდევ დიდი დროა.ბავშვს უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი, ის ჯერ ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა. ქვევით მოცემულია ორსულობის მესამე ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.

შენი მუცელი უკვე იმდენად დიდია, რომ ფიქრობ მეტი სადღა უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ის კიდევ უფრო გაიზრდება. ძალიან გაიზრდება. გაიგე თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს შენს ორგანიზმში და როგორ იზრდება შენი პატარა ბოლო  რამოდენიმე კვირაში.

 

როდის იწყება მესმამე ტრიმესტრი?

 

მესამე ტრიმესტრი იწყება ორსულობის 28-ე კვირიდან და მთავრდება ბავშვის დაბადებისთანავე, რაც  დაახლოებით ორსულობის მე-40-ე კვირას ემთხვევა. შესაძლოა, მშობიარობა დაიწყოს რამოდენიმე კვირით ადრე ან გვიან --- ფაქტიურად ბავშვების დაახლოებით 50% გვიან იბადება. თუ უკვე მიუახლოვდი (ან ცოტათი გადაცდი) მე-40-ე კვირას, ბუნებრივი მშობიარობის სტიმულირებისთვის შეიძლება რამოდენიმე ხერსხსაც კი მიმართო.  ოფიციალურად ფეხმძიმობა გადაცილებულად  ითვლება  42-ე კვირიდან და  ექიმი აუცილებლად შეეცდება ხელოვნურად გამოიწვიოს მშობიარობა.

ამასობაში კი გამაგრდი! თითქმის საფინიშო ხაზთან ხარ.

 

ბავშვის განვითარება მესამე ტრიმესტრის პერიოდში

ორსულობის მესამე ტრიმესტრში შენი პატარა ძალიან სწრაფად იზრდება. თუ 28-ე კვირას მისი წონა 1-1,5 კგ. ხოლო სიმაღლე 35-40 სმ. იყო, მე-40 კვირისთვის ის უკვე 3-4 კგ. იწონის, ხოლო სიგრძეში 48-56 სმ. იზრდება. მართლაც, ძალიან სწრაფად იზრდება  - ზრდასთან ერთად კი ვიწროვდება მისი საცხოვრებელი ფართი, ამიტომ თუ  წიხლის კვრას ან მუჯლუგუნებს იგრძნობ ნუ გაგიკვირდება!

ქვევით მოყვანილია რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მიმდინარეობს ამ საინტერესო პერიოდში:

  • ძვლები:  7 და 8 თვეებში ბავშვის ხრტილი გარდაიქმნება ძვლად რა დროსაც საჭირო  რაოდენობის კალციუმს ღებულობს დედისგან ანუ შენგან - ამიტომ მიიღე  კალციუმით გაჯერებული საკვები.

  • თმა, კანი და ფრჩხილები: ორსულობის 32-ე კვირისთვის ბავშვის ოდესღაც გამჭვირვალე კანი გახდება გაუმჭვირვალე.  36-ე კვირას კანქვეშა ცხიმი განაგრძობს აკუმულირებას (დაგროვებას),პატარა ნელნელა კარგავს სქელ საცხს (ხაჭოსებრი ნივთიერება, რომელიც იცავს მის კანს ამნიონური სითხისაგან) და ლანუგოს (თმიანი საფარველი, რომელიც იცავს მას სიცივისგან).

  • საჭმლის მომნელებელი სისტემა:  ორსულობის ბოლოს მეკონიუმი (პირველადი განავალი) - ახალშობილის პირველი კუკები, რომელიც შედგება ძირითადად სისხლის უჯრედების, სქელი საცხისა და ლანუგოსაგან - გროვდება მის ნაწლავებში.

  • ხუთი გრძნობა: 29 ან 30 კვირას სრულიად ჩამოყალიბებულია შეხების რეცეპტორები. ორსულობის 31 კვირიდან ბავშვს შეუძლია მიიღოს ხუთივე გრძნობის პატარ-პატარა სიგნალები, აღიქვამს სინათლეს და სიბნელეს, აგემოვნებს საჭმელს რომელსაც შენ მიირთმევ და ესმის შენი ხმა.

  • ტვინი: მესამე ტრიმესტრში შენი პატარას ტვინი სწრაფად ვითარდება. ის თითქოს ახდენს სატესტო გარბენს ისეთი უნარების დასახვეწად, როგორიც არის თვალის ხამხამი, ძილი და სხეულის ტემპერატურის რეგულირება.

ორსულობის დაახლოებით 34 კვირას ბავშვის სხეული სამხრეთის მიმართულებით იცვლის მხარეს, რათა მოკალათდეს ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაზე -  ანუ თავი ქვევით აქვს, ტანის ქვედა ნაწილი კი, ზევით - და თუ მაინც ჯიუტად რჩება მენჯის მდებარეობით პოზიციაზე 37 კვირას ექიმი შეეცდება ხელით მოატრიალოს და შეუცვალოს პოზიცია.

 

ცვლილებები შენს ორგანიზმში

 

შენი პატარა ძალიან აქტიურია, ის თითქმის არ ისვენებს და შენც გრძნობ თითოეულ მის გაფაჩუნებას. შენი სხეულიც  იცვლება, ღიპი დღითიდღე გეზრდება. ორგანიზმში მიმდინარეობს სხვადასხვა ცვლილებები; მათ შორის:

  • ტკივილი მუცლის არეში: შეიძლება  სპაზმური ან მკვეთრი ტკივილი იგრძნო  მუცლის არეში, რადგანაც მრგვალი იოგები (რომლებიც ამაგრებენ მუცლის ღრუს ქვედა ნაწილს) იჭიმება, რათა კარგად მოერგოს შენს მზარდ მუცელს.

  • დაღლილობა: მესამე ტრიმესტრში წონისა და მუცლის ზომის გამო დაღლილობის შეგრძნება მძაფრდება. სწორი კვება ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. ამიტომ იკვებე ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით, იყავი აქტიური, ივარჯიშე და მოაგვარე ძილის პრობლემა.

  • გულძმარვა: ორსულობის დროს საშვილოსნო ძალიან სწრაფად იზრდება. ბოლო რამოდენიმე კვირაში კი საშვილოსნო აწვება მუცელს და ის მაღლა იწევს, რაც იწვევს ქრონიკულ გულძმარვას. თუ გულძმარვამ ძალიან შეგაწუხა, მიმართე ექიმს, გაესაუბრე მას პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPIs) ან H2  ბლოკატორების შესახებ, რომლებიც უსაფრთხოა ორსულებისთვის.

  • ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები: ამ პერიოდში შეიძლება ინტენსიურად იგრძნო საშვილოსნოს შეკუმშვა, მას ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები ჰქვია. ეს ნორმალურია და არ  საჭიროებს სამედიცინო ჩარევას.  ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები შეიძლება საათში ერთხელ სიხშირითაც კი შეიგრძნოს ქალმა.  ამ ქმედებებით საშვილოსნო ემზადება მშობიარობისთვის.  ასეთ დროს შეიძლება შეკითხვა  გაგიჩნდეს: „დრო ხომ არ მოვიდა“ – პასუხია „არა“. თუმცა  ყურადღება საჭიროა, თუ კუმშვების სიხშირე საათში 4 -მდეა (ან მეტი) , ან  წყლები დაღვარე, აუცილებელად მიმართე მეან-გინეკოლოგს.

  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება: ალბათ შეამჩნევდი შენს ქვედა კიდურებზე გამობერილ ვენებს, რაც გამოწვეულია დიდი მოცულობის სისხლით, რომელსაც შენი ორგანიზმი ტუმბავს. კარგი ამბავი: ვენების ვარიკოზული გაგანიერება გავრცელებული მოვლენაა, მაგრამ არა ფატალური და, წესისამებრ, მშობიარობის შემდეგ გაივლის (თუ რა თქმა უნდა ორსულობამდეც არ გაწუხებდა).

  • სტრიები:  ორსულობისას კანი  მაქსიმალურად დაჭიმულია და ჩნდება პატარა ნახეთქები(სტრიები), რაც ხშირად გამოწვეულია გენეტიკით. სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კარგია კოლაგენის, ელასტინისა და A,C,E ვიტამინების შემცველი კრემები. ისინი არაჩვეულებრივად ამკვრივებს, ელასტიურობას მატებს კანს და სტრიების გაჩენას ამცირებს (შესაძლოა, სულაც არ გაგიჩნდეს). კარგია, აგრეთვე კანის მსუბუქი მასაჟი ზეითუნის ზეთით სტრიების შესაძლო წარმოქმნის ადგილებში (მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე). სტრიების საწინააღმდეგო საშუალება უნდა წაისვა ყოველდღიურად, შხაპის შემდეგ, მთელ სხეულზე.

  • წელის ტკივილი: ორსულობისას გამოიყოფა ჰორმონი რელაქსინი, რომელიც ადუნებს სახსრებს, მუცლის ზრდასთან ერთად შენი სხეულის სიმძიმის ცენტრი იცვლება, წინ იწევს და ამიტომ გეწყება წელის ტკივილი -პირდაპირი გაგებით, კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა აწიო ფეხები მაღლა. (მეორე მხრივ, უეცარი გამჭოლი ტკივილი წელიდან ფეხის მიმართულებით, შესაძლოა იშიაზის ნიშანი იყოს).

  • ღამის კოშმარები: მშობიარობის მოახლოებასთან ერთად შენი სიზმრები უფრო ცხადი ხდება ვიდრე ოდესმე. მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონებშია. ეს სრულიად ნორმალურია - ნუ მიიღებ ამას სერიოზულად, უბრალოდ გაერთე და გაუზიარე გიჟური ისტორიები შენს საყვარელ ადამიანს.

  • დაუდევრობა: ჰორმონები გაგიჟდენ, ღიპი წონასწორობას გაკარგვინებს და საშინელი გულმავიწყობა დაგჩემდა. მინდა გითხრა ფანტასტიკურ (ფეხმძიმე) გარემოცვაში ხარ - უბრალოდ იყავი უფრო ფრთხილი და არ დაგავიწყდეს: შეხედე ამ ყველაფერს იუმორით!

  • შარდის შეუკავლობა:  ყველა დაცემინებაზე გეპარება შარდი. როდესაც ზედმეტი წონა მთელი სიმძიმით აწვება მენჯის დიაფრაგმას, რთულია არ გაგეპაროს. გამოსავალი: ყოველდღიური კეგელის ვარჯიშები.

  • მკერდის დაჭიმულობა: იგი ჩვეულებრივ თავს იჩენს ორსულობის ადრეულ პერიოდში, მაგრამ შეიძლება მთელი ორსულობა გაგრძელდეს. როგორც წესი, მკერდის ზრდა და დაჭიმულობა გამოწვეულია ჰორმონალური ცვილებებით. მკერდი ემზადება რძის გამომუშავებისათვის. უკეთ რომ იგრძნო თავი ატარე კარგად მორგებული ნატურალური ქსოვილის ბიუსჰალტერი, რათა კარგად დაიკავოს მკერდი.

უსიამოვნო სიმპტომებისა და იმ დიდი დატვირთვის მიხედავად, რომელიც შენს ორგანიზმს აწევს ორსულობის პერიოდში არ დაგავიწყდეს საჩუქარი: მშევენიერი, პატარა არსება, რომელსაც სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში შეხვდები!

 

 

სიმპტომები, რომლებიც უნდა შემოწმდეს

რადგანაც მშობიარობის დღე ახლოვდება ცრუ შეტევები შეიძლება გაძლიერდეს და გეგონოს რომ მშობიარობა დაგეწყო.

 

მშობიარობის დაწყების რამოდენიმე ნიშანი:

  • სუნთქვის გაიოლება: ორსულობის დაახლოებით 36 კვირას ნაყოფის ქვემოთ დაწევის გამო, შედარებით იხსნება დაწოლა მუცელსა და დიაფრაგმაზე.სუნთქვა იოლდება. შესაძლოა გაქრეს გულძმარვა. ამავდროულად წნევა იმატებს მუცლის ქვედა ნაწილში, რის გამოც დაჯდომა და სიარული უფრო რთული ხდება.

  • სისხლიანი გამონადენი: მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიშნად ითვლება - საშვილოსნოდან ყელის ლორწოვანას, ეგრეთ წოდებული ლორწოვანი საცობის გამოვარდნა.ლორწოვანას საცობი (რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელს სხვადასხვა სახის ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან), შეიძლება საშვილოსნოდან გამოიდევნოს როგორც მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ასევე 3-4 დღით ადრე.საშვილოსნოს შეკუმშვის დაწყების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის არხი ფართოვდება და ხდება ლორწოვანას საცობის გამოდევნა.ლორწოვანი საცობი, მშობიარობის დროს, უზრუნველყოფს დახურული საშვილოსნოს არხის შენარჩუნებას, ხოლო მისი დაკარგვა (ლორწოვანი საცობის გამოვარდნა) მშობიარობის დაწყების გარკვეულ ნიშანს წარმოადგენს.ამ დროს შეიძლება მოხდეს უფერო, მოყვითალო ფერის ან ოდნავ სისხლნარევი, მოვარდისფრო ლორწოს გამოყოფა. შენ შეიძლება ვერც კი შეამჩნიო ლორწოვანი საცობის გამოდინება.

  • სამშობიარო ჭინთვები: ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვებთან შედარებით, რაც უფრო მეტს მოძრაობ კუმშვები შემცირების ნაცვლად  უფრო ინტენსიური ხდება. რითმული შეკუმშვები იგრძნობა, როგორც დაწოლის შეგრძნება მუცლის ღრუში. საშვილოსნო ხდება მძიმე და დაწოლა შეიძლება იგრძნობოდეს მთელი მუცლის გასწვრივ. ნამდვილი სამშობიარო შეტევები უნდა მეორდებოდეს ყოველ 15-20 წუთში (შეიძლება დროის სხვა პერიოდულობაც), შემდეგ ინტერვალები თანდათან მცირდება და შეტევები მეორდება ყოველ 3-4 წუთში.

  • სანაყოფე წყლის დაღვრა: მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ითვლება სანაყოფე წყლების დაღვრა (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მშობიარობის დაწყებას იგი შეიძლება არ მოასწავებდეს). შესაძლოა სანაყოფე ბუშტიდან სითხემ გაჟონოს, რის შემდეგაც  იწყება სანაყოფე წყლების ნელ-ნელა დაღვრა. იმ შემთხვევაში თუ ბუშტი მოულოდნელად გაიხა, მაშინ სანაყოფე წყლები წამოვა მძლავრ ნაკადად. დროგამოშვებით, ეს ხდება მანამდეც კი, ვიდრე დაიწყება საშვილოსნოს რითმული შეკუმშვები. ყველაზე ხშირად, ასეთი რამ შეიძლება დაემართოთ იმ ფეხმძიმეებს, რომლებიც განმეორებით მშობიარობენ.სანაყოფე ბუშტის გახეთქვის შემდეგ ტკივილი არ იგრძნობა. წყალი შეიძლება საავდმყოფოში მისვლამდე არც დაღვარო.

შენი ექიმი, ალბათ შეგატყობინებს თუ როდის დადგება კლინიკაში მისვლის დრო - სავარაუდოდ მაშინ თუ მშობიარობის პირველი ეტაპი აქტიურ ფაზაში გადავა. გილოცავ! შენი პატარა გზაშია.

თუ საშვილოსნოდან სისხლდენა, სიცხე 38 დან ზევით, მძაფრი ტკივილი მუცლის ქვედა არეში, წონაში მკვეთრი მატება, ნაადრევი მშობიარობის ნიშნები ან სხვა სერიოზული სიმპტომები გაწუხებს ნუ დააყოვნებ ექიმთან დარეკვას --- როცა ბავშვს ელოდები უმჯობესია ყოველთვის ენდო საკუთარ ინსტინქტებს და თავი დაცულად იგრძნო.

 

მესამე ტრიმესტრის ფაციფუცი

  • აკონტროლე წონა: მესამე ტრიმესტრის დასაწყისში წონაში კატასტროფულად სწრაფად იმატებ და პირიქით მშობიარობის მოხალოებასთან ერთად ნელ-ნელა აგდებ მას (შეიძლება 400-900 გრამი დაიკლო კიდეც). თუ ფიქრობ, რომ საკმარისად ვერ მოიმატე (ან ზედმეტი მოიმატე) შეუთანხმდი შენს ექიმს და ერთად შეიმუშავეთ  შენთვის სასურველი დიეტა, რათა ისევ ჩადგე მწყობრში.

  • იმოძრავე! რადგანაც ყველაფერი რიგზეა და იცავ ფიტნეს უსაფრთხოების რამოდენიმე წესს, შეგიძლია მშობიარობის დღემდე გააგრძელო ორსულებისთვის უსაფრთხო ვარჯიშები.

  • დაგეგმე მესამე ტრიმესტრში ჩასატარებელი გამოკვლევები: 7 და 8 თვეებში მოგიწევს გლუკოზის დონის განმსაზღვრელი, ანემიისა და B ჯგუფის სტრეფტაკოკის ტესტების ჩატარება. მე-9 თვეში ექიმი ჩაგიტარებს გინეკოლოგიურ გასინჯვას ანუ შინაგან დაათვალიერებას, რათა ნახოს დაიწო თუ არა საშვილოსნოს ყელის დაწვრილება და გაფართოება. თუ რისკის ჯგუფში აღმოჩნდები ექიმი ორსულობის ბოლო რამოდენიმე კვირის პერიოდში დაგინიშნავს ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილის გამოკვლევას ან არა-დაძაბვის ტესტს (NST), რათა დარწმუნდეს ყველაფერი ისე მიმდინარეობს როგორც საჭიროა.

  • შეათვალიერე საავადმყოფო: თუ ჯერ არ დაგითვალიერებია საავადმყოფო ან სამშობიარო ცენტრი, სადაც აპირებ ბავშვის გაჩენას, ორსულობის 7 თვე საუკეთესო დროა ამის გასაკეთებლად.

  • შეარჩიე პედიატრი ბავშვისთვის: შეადგინე შეკითხვების სია, გაესაუბრე რამოდენიმე კანდიდატს დ შეარჩიე შენი ფავორიტი.

  • შეიძინე საბავშვო ნივთები: არ დაგავიწყდეს საბავშვო აუცილებელი ნივთების შეძენა - როგორიც არის ბავშვის საწოლი, საბავშვო ეტლი, მანქანის სავარძელი (ქარ სითი) და სხვადასხვა პირველადი მოხმარების ნივთები.

  • მოემზადე ძუძუთი კვებისთვის: გაიგე ყველაფერი ძუძუთკვების შესახებ ბავშვის დაბადებადე. თუ რატომ და როგორ უნდა მისცე ძუძუ შენს პატარს და რა უპირატესობები გააჩნია ძუძუთიკვებას.

  • გაიგე ყველაფერი ფიზიოლოგიური მშობიარობის ეტაპების შესახებ: მოემზადე ბავშვის დაბადებისთვის. გაიგე ყველაფერი ლატენტური, აქტიური და შენელების ფაზების შესახებ და ასევე ჭინთვებსა და ნაყოფის დაბადების და პლაცენტის დაბადების შესახებ.

  • მშობიარობის ტკივილების მართვა: არსებობს გაუტკივარების სხვადასხვა მედიკამენტური საშუალებები, როგორიცაა სპინალური თუ ეპიდურალური გაუტკივარების მეთოდები, რომელიც ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა შეარჩიო.

  • მოაწყვე ბავშვის კუთხე: შეიძინე ყველა აუცილებელი ნივთი და მოაწყვე ბავშვის კუთხე. და არ დაგავიწყდეს ძირითადი: საბავშვო ბოთლები, ტანსაცმელი, პამპერსები, სველი სალფეთქები, მატყუარა სხვ.

  • მოემზადე ფინანსურად: გაითვალისწინე ბავშვის ყოლის ხარჯები და დაგეგმე ბიუჯეტი შესაბამისად.

  • ჩაალაგე ჩანთა საავადმყოფოსთვის: წაიღე ცოტა, და კომფორტისთვის აუცილებელი ნივთები.

  • გაიგე თუ რა ხდება მშობიარობის შემდეგ: გაიგე თუ რა ხდება მშობიარობიდან პირველი 24 საათის მანძილზე. თუ როგორ დგება შენი სხეული მწყობრში ან როგორ ირგებ ახალ როლს.

  • მოემზადე დედად ყოფნის პირველი წლისთვის: გაიგე უფრო მეტი იმ ამაღელვებელი წუთების შესახებ, რასაც მომავალი ერთი წელი გიმზადებს - დამიჯერე, სანახავი ძალიან ბევრია!

  •  

აღელდი? ასეც უნდა იყოს - ცოტაც და შენს პატარს შეხვდები!

 

 

 

 

მესამე ტრიმესტრი
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page