გილოცავთ და მივესალმები თქვენს ახალ მდგომარეობას !
აი რას უნდა ველოდოთ ყოველ კვირას და როგორია ბედნიერი, ჯანმრთელი ორსულობა.
ორსულობა კვირიდან კვირამდე

ორსულობა ტრიმესტრის მიხედვით
ორსულობის კალკულატორები

ორსულობის 6 კვირა
შენი პატარა უკვე ბარდის მარცვლის ზომისაა. ბავშვის სახე ნელ-ნელა ყალიბდება და ფორმას იღებს. შენ კი ისევ და ისევ ტუალეტში დარბირხარ.
ბავშვის თავის ფორმირება
ჯერ კიდევ ორსულობის სიმპტომებს ებრძვი, მაგრამ არ იდარდო, წინ ბევრი სასიხარულო ამბავი გელოდება. ბავშვის თავზე ამობურცული ადგილი ნელ-ნელა გარდაიქმნება ყბად, ლოყებად და ნიკაპად --- საბოლოოდ კი ჩამოყალიბდება პატარა და საყვარელი პირისახე. და ნუთუ ეს პატარა ჩაღრმავებები თავის ორივე მხარეს შთამომავლობით გადმოცემული ორმოებია ლოყაზე, როელზედაც ყოველთვის ოცნებობდი? მაგრამ, არა, ეს მხოლოდ ყურის არხებია, რომელიც ახლა ყალიბდება. რამოდენიმე კვირაში კი, სახეზე პატარა მუწუკების ნაცვლად ჩამოყალიბდება თვალები და „კნოპკა“ ცხვირი. ამ კვირაში აგრეთვე, გულთან ერთად, რომელიც წუთში 80-ჯერ ფეთქავს (და ყოველ დღე იმატებს), ვითარდება ბავშვის თირკმლები, ღვიძლი და ფილტვები.
ნაყოფის გაზომვა
ემბრიონის სიგრძის გაზომვა ხდება კეფიდან საჯდომის არემდე ფეხების, სიგრძის გამოტოვებით, რადგან ნაყოფის განვითაერების პროცესში მისი ფეხები მოხრილია და ტექნიკურად ძალიან რთულია სხეულის მთლიანი სიგრძის გაზომვა. ორსულობის 6 კვირას ბავშვის სიგრძე სადღაც 5-7 მმ და თანდათან იზრდება.
შენი ორგანიზმი ორსულობის 6 კვირას
ხშირი შარდვა
გარეგნულად შენი სხეული შეიძლება ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ გულისრევის შეგრნება, წონაში მატება ან გრეიფრუტის დაუოკებული სურვილი (ცოტა სასაცილოა, რადგან ასე გაგიჟებით აქამდე არასოდეს მოგნდომებია გრეიფრუტი) ყოველ ჯერზე შეგახსენბს, რომ ორსულობის 6 კვირაზე იმყოფები. კიდევ ერთი მინიშნება: საპირფარეშოში უფრო მეტ დროს ატარებ, ვიდრე მის გარეთ. ხშირი შარდვის სიმპტომი არცერთ ორსულს არ მოსწონს (განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ძილს, რომელიც ასე გჭირდება, გირღვევს), მაგრამ ეს ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე. რატომ? პასუხი მარტივია. ჰორმონი ქორიონული გონადოტროპინი (hCG) იწვევს სისხლის ნაკადის მატებას მენჯის არეში --- რაც თავისთავად კარგია სექსუალური სიამოვნების მომატების მხრივ, მეორეს მხრივ კი, არც ისე კარგია, როცა კინოთეატრში ორსაათიანი ფილმის ჩვენებაზე იმყოფები. გარდა ამისა, სხეულის ნარჩენებისგან გათავისუფლებით თირკმელები უფრო პროდუქტიული ხდება. ამას დაამეტე ის ფაქტიც, რომ საშვილოსნო, რომელიც თანდათან ზომაში იზრდება, ქვევით ექაჩება შარდის ბუშტს, რითიც ძალიან ცოტა ადგილს ტოვებს შარდისთვის --- და აი შენი ხშირი შარდვაც. საბედნიეროდ, მეორე ტრიმესტრში, მას შემდეგ რაც საშვილოსნო გადაინაცვლებს მუცლის ღრუში ზეწოლაც იკლებს.
სასრგებლო რჩევა: მოშარდვის დროს გადაიხარე წინ, იმისათვის რომ შარდის ბუშტი ყოველ ჯერზე ბოლომდე დაიცალოს. ამ გზით, ცოტა ნაკლებად მოგიწევს ტუალეტში სირბილი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეამცირო სითხის მიღება --- შენს ორგანიზმისთვის აუცილებელია სითხის სტაბილური მარაგი.
სცადე ეს: დაგეგმე პირველი პრენატალური ვიზიტი ექიმთან
რა თქმა უნდა შენ უკვე იცი ორსულობის ტესტის პასუხი --- მაგრამ ექიმისგან დასტური არ გაწყენდა, ეს ერთი მიზეზია რატომაც ასე მოუთმენლად ელოდები ამ ვიზიტს. იცოდე, რომ პირველი, იმ მრავალი პრენატალური შემოწმებებიდან, რომელიც წინ გელოდება, იქნება ცოტა ამაღელვებელი... და ხანგრძლივი. მოგიწევს სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, მათ შორის მცირე მენჯის შემოწმება, Pap ტესტის (თუ აქამდე არ გაგიკეთებია) და სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება, რათა დადგინდეს შენი სისხლის ჯგუფი, რეზუს-ფაქტორი, გაქვს თუ არა რკინის ნაკლებობა და ხომ არ არის შენი მომავალი შვილი ქრომოსომული ანომალიების რისკის ჯგუფში. ასევე შემოწმდები სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე, წითურაზე და სპეციფიკურ გენეტიკურ დაავადებებზე. ამის გარდა, მოგიწევს ჭიქაში მოშარდვა (პრინციპში შენთვის ეს პრობლემა არ არის) რომ დადგინდეს გლუკოზის, პროტეინის, სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და ბაქტერიების შემცველობა შენს ორგანიზმში. კიდევ ერთი რამ: მოემზადე კითხვებზე პასუხების გასაცემად (ჯანმრთელობის ისტორია დიდ დროს არ წაიღებს), ძირითადად კი შენი პირადი კითხვების დასასმელად (არ დაგავიწყდეს კითხვარის წაღება, რამე რომ არ გამოგრჩეს). გაინტერესებს როდის მოგიწევს შენის საყვარელი ყავისთვის თავის დანებება? ან შენი მკერდი მოულოდნელად რატომ დაემსგავსა სახელმწიფოთაშორისი გზატკეცილების რუკას? საზიანოა თუ არა სექსი ბავშვისთვის? მუნჯივით ნუ დაჯდები -დასვი კითხვები! ამ დროს სულელური კითხვები არ არსებობს. და კიდევ ერთი, სანამ იქ ხარ, ჰკითხე ექიმს როდის უნდა ჩაიტარო არაინვაზიური პრენატალური ტესტი --- გამოკვლევა ქრომოსომული ანომალიების გამოსავლენად, რომელიც რეკომენდირებულია რისკის ჯგუფში შემავალი მომავალი დედებისთვის და ტარდება ორსულობის 9 კვირამდე.
სასარგებლო რჩევები:
მოერიდე ზოგიერთ თევზის პროდუქტებს, მაგალითად: ხმალთევზა და სკუმბრია, მაგრამ ნუ მოიკლებ შენთვის საყვარელი ყველა ზღვის პროდუქტს. შეგიძლია მიირთვა მოლუსკების გარკვეული რაოდენობა, მსუბუქი თინუსის კონსერვი, ცოტა ორაგული ან ვირთევზა.
ჭაღარა შემოგეპარა? თუ გინდა შეიღებე, ოღონდ გამოიყენე არა პერმანენტული, არამედ ტონირებადი, ნაკლებად საშიში, ნატურალური საღებავი, რომელიც არ შეიცავს ამიაკს. მიუხედავდ იმისა, რომ კანი არ შეიწოვს საღებავს, ექსპერტების უმრავლესობა გვირჩევს პორველი სამი თვე მაინც არ გამოვიყენოთ პერმანენტული საღებავი.
თუ მოშარდვის დროს ტკივილი გაწუხებს ან გინდა და არაფერი არ მოდის, მიმართე ექიმს და თხოვე დაგინიშნოს ნაყოფისთვის უვნებელი ანტიბიოტიკი საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ.ორსულობის 6-24 კვირაში მყოფი ქალები არიან ამ დაავადების მაღალი რისკის ქვეშ.
ძირითადი სიმპტომები
ხშირი შარდვა
ამ დღეებში ორის ადამიანის მაგივრად გიწევს ჭამა, შესაბამისად საპირფარეშოშიც ორის ნაცვლად დადიხარ, ეს შენი თირკმლების დამსახურებაა, რომელიც ნარჩენებისაგან (შენი და შენი მომავალი შვილის) გათავისუფლებით უფრო ქმედუნარიანი გახდა. დამნაშავეა, აგრეთვე საშვილოსნო, რომელიც აწვება შარდის ბუშტს. მოშარდვის დროს გადაიწიე წინ და დარწმუნდი, რომ ბოლომდე დაიცალე (და ყოველ ათ წუთში არ მოგიწევს ტუალეტში სირბილი). როცა ფიქრობ, რომ უკვე მორჩი და მოითავე, ისევ მოფსი (სცადე ყოველი შემთხვევისთვის --- შენი რა მიდის, მაინც იქა ხარ!).
დაღლილობა
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მუცლით ბავშვის ტარება და მისი ჩამოყალიბების (და ნაყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ჩამოყალიბების) პროცესი ადვილი საქმე არ არის და გასაკვირიც არ არის, რომ თავს დაქანცულად გრძნობდე. მოუსმინე შენს სხეულს --- ერთის ნაცვლად დაისვენე ხუთი წუთი! გააკეთე სხვადასხვა ვარჯიშები: წადი სასეირნოდ ან იარე იოგაზე; ენდორფინების გამოყოფა დაგეხმარება განწყობის ამაღლებაში და ძილის პრობლემასაც მოგიხსნის. უბრალოდ ივარჯიშე ზომიერად!
მკერდის ცვლილება და ტკივილი
არა, ეს შენი ფანტაზიის ნაყოფი არ არის --- ძუძუს თავები ზედმეტად გამოშვერილია და მტკივნეული (და თუ ძუძუზე შეხება არ გსიამოვნებს აუცილებლად გააფრთხილე შენი პარტნიორი ამის შესახებ). ამ დღეებში ის ძალიან მიმზიდველად გამოიყურება (მით უკეთესი შენთვის, ძვირფასო). შენი სხეული ძუძუთი კვებისთვის ემზადება და გამუქებული არეოლა (მოწითალო კანი ძუძუსთავების ირგვლივ) ძუძუსთავებს ახალშობილისთვის, რომელსაც დაბადებისას ისედაც ცუდი მხედველობა აქვს, ფაქტიურად სამიზნედ აქცევს.
გულისრევა და ღებინება
მიუხედავად იმისა უმნიშვნელო გულირევას გრძნობ თუ არა საუზმის, სადილის ან ვახშმის (ან სამივესი ერთად) დანახვაზე ცუდად ხდები, შეხედე ამ ყველაფერს დადებითი კუთხით (თუმცა, ვაღიაროთ, რომ რთულია ამ ყველაფერს დადებითად შევხედოთ!). ზოგიერთი კვლევის თანახმად, მუცლის მოშლის საშიშროება იმ ფეხმძიმე ქალებში, რომლებიც მეტნაკლებად უჩივიან გულისრევას შედარებით ნაკლებია, ვიდრე იმ ორსულებში, რომლებსაც საერთოდ არ აწუხებთ გულისრევის შეგრძნება. გულისრევის შეგრძნების შესამსუბუქებებლად მიიღე მსუბუქი საჭმელი, რომელიც შეიცავს პროტეინს და კომპლექსურ ნახშირწყლებს --- ყველი და სრულმარცვლოვანი ორცხობილა (multigrain crackers), იოგურტი და გრანოლა (შვრიის ფაფა შაქრით, ქიშმიშით და სხვა ინგრედიენტებით) და ყველაფერი რასაც შენი მუცელი აიტანს.
გულძმარვა და დისპეფსია (საჭმლის მომნელებელი ფუნქციის დაქვეითება)
კიდევ ერთი უსიამოვნო „სიურპრიზი“ --- იმის შანსი, რომ მომდევნო ცხრა თვის მანძილზე გულძმარვას როგორმე თავს დააღწევ ნულია. ამის მიზეზი ის არის, რომ კუნთები მუცლის ზედა არეში, რომელიც როგორც წესი აკონტროლებს კუჭის წვენის მოძრაობას, იშვებს. კარგი ამბავი: გულძმარვის შეგრძნება შეგიძლია შეამცირო, თუ საკვებს რეგულარულად ხშირი და მცირე პორციებით მიიღებ და არ ჩაიცმევ ისეთ ვიწრო თანსაცმელი, რომელიც მუცელზე გაჭერს.
შებერილობა და გაზები
აქაც ისევ და ისევ დამნაშავეა ჰორმონები, კერძოდ კი პროგეტსერონი --- ეს მშვენიერი ჰორმონი უზრუნველყოფს ორსულობის ჯანსაღ განვითარებას, მაგრამ სწორედ ის არის პასუხისმგებელი შენს გარეგნობაზე (გაბერილი მომავალი დედიკოს შესახედაობაზე). მიიღე ბლომად ბოჭკოვანი საკვები (ბოსტნეულის უმეტესობა, ხილი, შვრია და სხვ.) და დალიე ბევრი წყალი, რათა თავიდან აიცილო შეკრულობა, რომელმაც შეიძლება გაამწვავოს მუცლის შებერილობა.
გამძაფრებული ყნოსვის შეგრძნება
ახლა, როცა ფეხმძიმედ ხარ ყნოსვის შეგრძნება ისეთი განვითარებული გაქვს, რომ მაძებარ ძაღლსაც კი შეშურდებოდა შენი. ოთახის ყველა ბოლოდან გრძნობ თანამშრომლის „ლანჩის“ სუნს, „ოდეკოლონის“ სურნელს, რომელასც შენი კოლეგა ხმარობს და ვიღაცის სუნიანი კედებიც კი არ რჩება შენი ყნოსვის მიღმა (და ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება!). რა შეიძლება იყოს სუპერმგრძნობიარე ცხვირის მიზეზი? რა თქმა უნდა ჰორმონები. თუ სუნებზე გული გერევა (რაც ისედაც არ გაკლია ამ დღეებში), შეარჩიე შენთვის სასიამოვნო სუნი (თუ ასეთი არსებობს) და მოაფრქვიე შენს ირგვლივ. მაგალითად: პიტნა, ჯანჯაფილი და ლიმონი.

თქვენი პატარა ორსულობის 6 კვირას
ორსულობის 6 კვირა
დაუსვი კითხვები ექიმს?
არის თუ არა უსაფრთხო მედიკამენტები, რომელსაც მოვიხმარდი ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში? თუ არა, რომელია სხვა მიზანშეწონილი საშუალებები?
როგორ დავანებო მოწევას თავი?
არის თუ არა ორსულბა სარისკო ჩემთვის ჩემი ოჯახის ისტორიიდან ან რაიმე სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე?
რკინის შემცველ პრეპარატების მიღებისას მეწყება ყაზბობა. შეიძლება თუ არა მივიღო ისეთი პრენატალური ვიტამინები, რომლებიც არ შეცავენ რკინას?
რა შეიძლება ჩემმა პარტნიორმა გააკეთოს დაორსულების შანსების გასაზრდელად?
თუ შევწყვიტავ კონტრაცეპტივების მიღებას რამდენ ხანში შევძლებ დაორსულებას?
ბევრს ვვარჯიშობ. უნდა შევამცირო ან უბრალოდ არ გავაკეთო გარკვეული ვარჯიშები ახლა ან ორსულობის პერიოდში?
მსმენია, რომ სარეცხი და საწმენდი საშუალებები უარყოფითად მოქმედებს ნაყოფიანობასა და ორსულობაზე? რომელი პროდუქტი არ უნდა გამოვიყენო?
უნდა შევცვალო თუ არა კვების მენიუ? შეიძლება თუა არ გავაგრძელო ჩემი ვეგეტარიანული დიეტა?
სახლში კატა გვყავს. ჩავიტარო თუ არა ანალიზი ტოქსოპლაზმოზზე ორსულობამდე?


























