top of page
კვირიდან კვირამდე

გილოცავთ და მივესალმები თქვენს ახალ მდგომარეობას !

აი რას უნდა ველოდოთ ყოველ კვირას და როგორია ბედნიერი, ჯანმრთელი ორსულობა.

ორსულობა კვირიდან კვირამდე

ორსულობა ტრიმესტრის მიხედვით

ორსულობის კალკულატორები

ორსულობა კვირიდან კვირამდე

ორსულობის 3 კვირა

შენი  მომავალი შვილი მარცვალზე პატარაა. როგორც კი სპერმატოზოიდი შეხვდება კვერცხუჯრედს იწყება განაყოფიერება და შენი მომავალი ბავშვი ღებულობს ფორმას --- ჩნდება პაწაწინა უჯრედების დაჯგუფება.

 

ჩასახვა და განაყოფიერება

ოვულაცია მოხდა და აი,დადგა ის ნანატრი მომენტი, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდი: დაორსულდი.  ერთადერთი უჯრედი სასწაულებრივად გარდაიქმნება შენს მომავალ შვილად --- გოგოდ ან ბიჭად! როგორც კი გამარჯვებული სპერმატოზოიდი შეაღწევს ფალოპის მილში, ერთადერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი  --- იგივე ზიგოტა (შენი შვილის პირველი და მთავარი უჯრედი) ---დაუყონებლივ ქმნის ბარიერს, რათა არ მოხდეს დანაჩენი სპერმატოზოიდების შეღწევა კვერცხუჯრედში (ბოდიში ბიჭებო, დაგაგვიანდათ). მაგრამ ზიგოტა დიდიხნით არ რჩება მარტო: დღეების მანძილზე ის ჯერ იყოფა ორ ჯგუფად, ოთხად და ასე შემდეგ, სანამ მათი რაოდენობა ასობით უჯრედს არ მიაღწევს. უჯრედების ნაწილი გარდაიქმნება ემბრიონად; ნაწილი, კი პლაცენტად --- მაგრამ ისინი ჯერ კიდევ წარმოადგენენ უჯრედების მიკროსკოპულ ბურთულებს.

 

იმპლანტაცია

ერთი ბეწოა? რა თქმა უნდა. მაგრამ მისი შესაძლებლობების სათანადოდ არ შეფასება შეუძლებელია. განცალკევების დროს, ბლასტოცისტა, მას ახლა ასე ეწოდება (არ ინერვიულო, ცოტა ხანში უფრო საყვარელ სახელს მოიფიქრებ!), იწყებს თავის პირველ, ინდივიდუალურ მოგზაურობას. ამ კვირაში ის ფალოპის მილიდან საშვილოსნოსკენ გადაეშვება --- ეს მოგზაურობა დაახლოებით ექვსი დღე გრძელდება --- იქ მიემაგრება საშვილოსნოს კედელს და განაგრძობს ზრდას მომდევნო ცხრა თვის მანძილზე. ამოიგდე თავიდან ყველა ეს პირობითი სახელწოდებები და აღიქვის ის, როგორც  განაყოფიერების პროცესში მყოფი ახალი ადამიანი, რომელიც მზად არის დაუვიწყარი მოგზაურობისთვის. მოგზაურობის ბოლოს კი, ის შენს ხელებში არმოჩნდება.

 

გოგო თუ ბიჭი?

 გოგო თუ ბიჭი?  საკითხავი სწორედ ეს არის! თუმცა ბავშვის სქესის დადგენას თვეების შემდეგ შეძლებ (თუ გადაწყვიტავ). მანამდე კი, მზად ხარ ბიოლოგიის ინტენსიური კურსისთვის? განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ანუ შენი მომავალი შვილი) შედგება 46 ქრომოსომასაგან, რომლისგანაც 23 არის შენი, ხოლო მეორე 23 მამის. დედის (დიახ, ეს სწორედ შენ ხარ!) კვერცხუჯრედი ყოველთვის არის X ქრომოსომას მატარებელი, ხოლო მამის სპერმატოზოიდები არის ორი სახის --- X და Y ქრომოსომას მატარებელი. თუ სპერმატოზოიდი, რომელიც შეერწყმება კვერცხუჯრედს X ქრომოსომას მატარებელია, წარმოიქმნება XX ზიგოტა, ანუ მდედრობითი სქესის ემბრიონი. ხოლო, თუ სპერმატოზოიდი Y ქრომოსომას მატარებელია, მაშინ წარმოიქმნება XY ზიგოტა, ანუ მამრობითი სქესის ემბრიონი.

 

შენი სხეული ორსულობის 3 კვირას

ოვულაცია და განაყოფიერება

ამ წუთას, ერთი შეხედვთ თითქოს არაფერი ხდება --- მაგრამ მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში დაიწყება პროცესი. პირველი: დაიწყება ოვულაცია. ოვულაციის დროს  მომწიფებული კვერხუჯრედი გამოედინება საკვერცხიდან, ხვდება ფალოპის მილში და გადადის საშვილოსნოში. თუ დრო სწორად იყო შერჩეული და სექსი გქონდა ოვულაციის პერიოდში, კვერცხჯრედის გულის მოსაგებად, ფალოპის მილში იბრძოლებს მილიონობით სპერმატოზოიდი, მაგრამ მის განაყოფიერებას შეძლებს მხოლოდ ერთადერთი „იღბლიანი ყმაწვილი“.  დიდი ალბათობით შენ ვერც კი შეამჩნევ თუ როგორ იყოფა ახლადგანაყოფიერებული კვერცხუჯრედი და აგრძელებს გზას საშვილოსნოსკენ. ამ მოგზაურობით შენი სხეული ემზადება ბლასტოცისტას (შენი მომავალი შვილის) მისაღებად.

 

ყვითელი სხეული (Corpus Luteum) და ორსულობის ჰორმონები

რას ნიშნივას ეს შენთვის? მას შემდეგ რაც კვერცხუჯრედი გამოედინება, ფოლიკული, საიდანაც გამოდინება მოხდა --- მას უკვე ყვითელი სხეული ეწოდება --- ნელ-ნელა ქრება, ყვითელდება და წარმოიქმნება ჰორმონი პროგესტერონი. ყვითელი სხეული კვებავს ორგანიზმს და ხელს უწყობს ორსულობის წარმართვას პლაცენტის მომწიფებამდე --- დაახლოებით 10-15 კვირის განმავლობაში. ამასობაში, საშვილოსნოში იმპლანტაციის შემდეგ 6 დან 12 კვირამდე --- რაც ხდება ორსულობის 4 კვირას დაახლოებით --- ახლადწარმოქმნილი პლაცენტას უჯრედები გამოიმუშავებენ ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინის (hCG). ქორიონული გონადოტროპინი (hCG) სააკვერცხეებს აძლევს ბრძანებას შეწყვიტონ კვერცხუჯრედების გამომუშავება და აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშაონ ორსულებობის ჰორმონები - პროგესტერონი და ესტროგენი, რომელებიც, თავის მხრივ, იცავენ საშვილოსნოს ლორწოვან გარსს დაღვრისაგან და ხელს უწყობენ პლაცენტის წარმოქმნას და განვითარებას. (მთელი ორსულბის განმავლობაში, ეს ორი ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მთელ რიგ ცვლილებებზე --- მაგალითად ისეთ სიმპტომზე როგორიცაა ღებინება დილაობით!). ქორიონული გონადოტროპინი ვლინდება შარდსა და სისხლში ---  ტესტიც სწორედ მისი მეშვეობით ადგენს ორსულობას --- თუმცა, სავარაუდოდ, მომდევნო ერთი ან ორი კვირის მანძილზე ორსულობის ტესტი არ გიჩვენებს დადებით პასუხს.

 

საცდე ეს: ოვულაცია და ყნოსვის შეგრძნება

ამ ბოლო დროს გამძაფრებული გაქვს ყნოსვა? შეიძლება ოვულაციის ნიშანი იყოს! მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებულნი არ არიან თუ რასთან არის ეს დაკავშირებული, თუმცა არსებობს თეორია, რომ ოვულაციის დროს გამძაფრებული ყნოსვა ქალს უფრო სენსიტიურს ხდის პარტნიორის ფერომონების მიმართ და აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას. შედეგი? სიყვარულის განწყობაზე დგები --- შენ კი უბრალოდ დაორსულებას გინდა. ასე, რომ გამოიყენე ეს მომენტი და ისარგებლე შენში გაღვიძებული ტემპერამენტით; შეუდექი საქმეს, შეხტი ლოგინში  და გააკეთე ბავშვი.

 

რჩევები:

ემბრიონი იზრდება! მიიღე საჭირო პროტეინი ( 3 ულუფა) ყოველდღიურად. ხელს უწყობს მომავალი ბავშვის კანის ქსოვილების ჩამოყალიბებას.  ხორცის ერთი ულუფა, მაგალითად, შეადგენს 3 უნციას (დაახლოებით 85 გრ.) --- ბანქოს ერთი შეკვრის ზომა.

შვრიის ფაფაში გაურიე ცოტაოდენი კენკრა. რკინით გამდიდრებული საკვების შეთავსება C ვიტამით გაჯერებულ საკვებთან ხელს უწყობს რკინის აბსორბაციას --- საკვები ნივთიერება, რომელიც გჭირდება, რათა სისხლის მოცულობის დონე არ დაეცეს.

ორსულობის დროს თუ არ მიიღებ კალციუმის საკმარის დოზას, ბავშვი მას შენი ძვლებიდან მოიხმარს! მიიღე საჭირო კალციუმი (3 ულუფა, რაც უდრის 1000 მგ.) ყოველდღიურად. მაგალითად, დაბალცხიმოვანი რძის პროდუქტი ან კალციუმით გაჯერებული ბურღულეული.

 

ძირითადი სიმპტომები:

სხეულის ბაზალური ტემპერატურა

ოვულაციისთვის მზადების დროს სხეულის ბაზალური ტემპერატურა დაბალია, უშუალოდ ოვულაციის დროს კი სხეულის  ტემპერატურა იმატებს. ამის მიზეზი არის ის, რომ  ჰორმონი ესტროგენი, რომელიც ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის ვარდნას, ჭარბობს  ციკლის პირველ ნახევარში, ხოლო ოვულაციის შემდეგ ორგანიზმში მკვეთრად იზრდება ჰორმონ პროგესტერონის დონე, რომელიც ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის მომატებას (რათა მოამზადოს საშვილოსნო განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად). გამომდინარე აქედან, ამ კვირაში, შენი სხეულის ბაზალური ტემპერატურა აიწევს.

საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ნივთიერების კონსისტენცია

თუკი გასულ კვირას ლორწოვანი გამონადენი იყო თხელი და ოდნავ მღვრიე, ამ კვირაში მისი კონსისტენცია შეიცვლება; ის მკვეთრად შეთხელდება, გახდება უფრო ელასტიური და ნათელი (ანუ მოთეთრო) --- დაახლოებით კვერცხის ცილის მაგავარი. ეს საუკეთესო გარემოა სპერმატოზოიდისთვის, რომელიც მიემართება კვერცხუჯრედისაკენ.

 

ტკივილი მუცლის ქვედა არეში

დაახლოებით ოთხიდან ერთი ქალი უჩივის მწვავე ან სპაზმური სახის ტკივილს მუცლის ქვედა არეში --- ძირითადად ერთ მხარეს (სადაც მიმდინარეობს ოვულაციის პროცესი). მიიჩნევა, რომ ეს ტკივილი მომდინარეობს იმ საკვერცხიდან, რომლელიც გამოდენის კვერცხუჯრედს და ცნობილია „mittelschmerz“ (გერმანული სიტყვაა და ნიშნავს ტკივილს მუცლის ქვედა არეში ოვულაციური პერიოდის შუალედში ანუ „მენსტრუაციისშორისო ტკივლი“) სახელით.

 

 

 

 

 

თქვენი პატარა ორსულობის 3 კვირას

ორსულობის 3 კვირა

3კვირა

                                                                დაუსვი კითხვები ექიმს?

 

         არის თუ არა უსაფრთხო მედიკამენტები, რომელსაც მოვიხმარდი ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში? თუ              არა, რომელია სხვა მიზანშეწონილი საშუალებები?

 

        როგორ დავანებო მოწევას თავი?

 

        არის თუ არა ორსულბა სარისკო ჩემთვის ჩემი ოჯახის ისტორიიდან ან რაიმე სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე?

 

        რკინის შემცველ პრეპარატების მიღებისას მეწყება ყაზბობა. შეიძლება თუ არა მივიღო  ისეთი პრენატალური                         ვიტამინები, რომლებიც არ შეცავენ რკინას?

 

        რა შეიძლება ჩემმა პარტნიორმა გააკეთოს დაორსულების შანსების გასაზრდელად?

 

        თუ შევწყვიტავ კონტრაცეპტივების მიღებას რამდენ ხანში შევძლებ დაორსულებას?

 

       ბევრს ვვარჯიშობ. უნდა შევამცირო ან უბრალოდ არ გავაკეთო გარკვეული ვარჯიშები ახლა ან ორსულობის                           პერიოდში?

 

        მსმენია, რომ სარეცხი და საწმენდი საშუალებები უარყოფითად მოქმედებს ნაყოფიანობასა და ორსულობაზე?                      რომელი     პროდუქტი არ უნდა გამოვიყენო?

 

        უნდა შევცვალო თუ არა კვების მენიუ? შეიძლება თუა არ გავაგრძელო ჩემი ვეგეტარიანული დიეტა?

 

        სახლში კატა გვყავს. ჩავიტარო თუ არა ანალიზი ტოქსოპლაზმოზზე ორსულობამდე?

 

შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page