გილოცავთ და მივესალმები თქვენ ს ახალ მდგომარეობას !
აი რას უნდა ველოდოთ ყოველ კვირას და როგორია ბედნიერი, ჯანმრთელი ორსულობა.
ორსულობა კვირიდან კვირამდე

ორსულობა ტრიმესტრის მიხედვით
ორსულობის კალკულატორები

ორსულობის 4 კვირა
ნაყოფი ისევ მარცვალზე პატარაა. ბლასტოცისტი, ანუ შენი მომავალი შვილი, იყოფა რის შემდეგაც ფორმირდება პლაცენტად ,ემბრიონად და იწყება ბავშვის ფუნქციური ორგანოების ჩამოყალიბება!
პლაცენტის და ემბრიონის ჩამოყალიბება
იმ დროს, როცა შენ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარება შენს ორსულობაში და მარჩიელობ მშობიარობის მიახლოებითი თარიღზე პატარამ უკვე დაიმკვიდრა მისი ადგილი: ბლასტოცისტმა, რომელიც სულ ცოტა ხანში ჩამოყალიბდება ცოცხალ არსებად, დაასრულა თავისი ექვს დღიანი მოგზაურობა ფალოპის მილიდან საშვილოსნოსაკენ. საშვილოსნოში მოხვედრისთანავე, ის თხრის პატარა სოროს და თავსდება მის ლორწოვან გარსში --- იქმნება ურღვევი კავშირი თქვენსა და ჩანასახს შორის, რომელიც გრძელდება მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში (და სიცოცხლის ბოლომდე). მას შემდეგ, რაც უჯრედების პატარა ბურთი (ბლასტოცისტა)გემრიელად მოკალათდება მის ახალ სახლში იწყება მისი განცალკევება --- იყოფა ორ დიდ ჯგუფად. ნაწილი (რომელსაც ახლა უკვე ემბრიონი ეწოდება) გარდაიქმნება შენს შვილად, ხოლო მეორე ნაწილი ჩამოყალიბდება, როგორც პლაცენტა, ანუ შენი შვილის საარსებო წყარო. პლაცენტის მეშვეობით ჩანასახი უკავშირდება დედის ორგანიზმს, საიდანაც იღებს არსებობისთვის აუცილებელ ნივთიერებებს --- საკვებს, ჟანგბადს და ა.შ --- ნარჩენები კი გამოაქვს უკან. შენ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარება შენს ორსულობაში და მარჩიელობ მშობიარობის მიახლოებითი თარიღზე, პატარამ კი, უკვე დაიმკვიდრა მისი ადგილი.
ემბრიონისა და ამნიოტური გარსის განვითარება
მიუხედავად პატარა ზომის --- ის არა უმეტეს 1 მმ სიგრძისაა (დაახლოებით ყაყაჩოს თესლის ოდენა) --- ემბრიონი ძალიან დაკავებულია, ის ცდილობს საკუთარი კუთხის მოწყობას და იქ კომფორტულად მოთავსებას. ამ დროს ფორმირებას იწყებს როგორც ამნიოტური გარსი (იგივე წყლის ტომარა), ასევე ნაღვლის ბუშტი, რომელსაც ცოტა მოგვიანებით, ბავშვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის განვითარების ქვეშ განვიხილავთ. ამ პერიოდში წარმოიქმნება სამი სხვადასხვა სახის ჩანასახოვანი ფურცელი, რომელიც მომავალში გარდაიქმნება ბავშვის ფუნქციურ ორგანოებად. შიგნითა შრე, ენდოდერმა, პასუხისმგებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლის და ფილტვების განვთარებაზე. შუა ფურცელიდან, მეზოდერმა, ვითარდება გული, სასქესო ორგანოები, ძვლები, თირკმლები და კუნთები. გარეთა ფურცელი ანუ ექტოდერმა კი ნელნელა გარდაიქმნება ბავშვის ნერვულ სისტემად (თავის ტვინის ჩათვლით), კანის ქსოვილად, თვალებად და თმებად.
შენი ორგანიზმი ორსულობის 4 კვირას
კვერცხუჯრედის იმპლანტაცია
განაყოფიერებიდან ერთ კვირაში, ბავშვის ჩასახვის პროცესი ჯერ ისევ, ასე ვთქვათ, ადრეულ სტადიაზე იმყოფება. ორსულობის 4 კვირას, შენი ორგანიზმი ემზადება ისეთი დიდი მოვლენისთვის --- როგორიც ორსულობაა. შეიძლება შენთვის ყოველივე ეს უმნიშვნელო აურზაური იყოს; ამ დროს ქალების ერთი ნაწილი განიცდის ორსულობის ადრეულ, საზიზღარ სიმპტომებს, რაც დაახლოებით პმს (პრემენსტრუალური სინდრომი) სიმპტომების მსგავსია (ცვალებადი ხასიათი, მუცლის შებერილობა, მოვლითი ტკივილები --- ძირითადი ეჭვმიტანილები), მეორე ნაწილი, კი საერთოდ არაფერს გრძნობს. რასაც არ უნდა გრძნობდე (ან ვერ გრძნობდე) ორსულობის ტესტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე სანდო. კულისებს მიღმა კი, შემდეგი მოვლენები მიმდინარეობს:
ამ კვირაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და საშვილოსნო ერთმანეთს ხვდებიან, რადგანაც ბლასტოცისტა, რომელიც ერთ დღესაც შენი შვილი გახდება, ეკრობა საშვილოსნოს კედელს. ქალების 20-30% აღენიშნება სისხლდენა,--- რასაც იმპლანტაციური სისხლდენა ეწოდება --- რადგანაც უჯრედების გროვა საშვილოსნოს კედელში შესაღწევად თხრის პატარა სოროს.ჩვეულებრივ ამ პერიოდში ძალიან მცირე სისხლდენა ვითარდება, ეს არის მოვარდისფრო, მოწითელო ან მოყავისფრო გამონადენი და მშობიარობამდე დიდი ხნით ადრე ხდება. არ აგერიოს ის მენსტრუალურ ციკლში და რაც მთავარია არ შეგეშინდეს ამ სისხლდენის --- ეს ცუდის ნიშანი არ არის. შეიძლება მუცლის ქვედა არეში უმნიშვნელო სიმძიმე იგრძნო (საშიში არაფერია!) და მკერდიც უფრო მგრძნობიარე და სრული გახდება (მაგრამ მოემზადე იმისთვის, რომ მკერდი ნელნელა უფრო და უფრო გაიზრდება!).
ექვსიდან თორმეტ დღემდე, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იმპლატირდება ის გამოიმუშავებს ქორიონული გონადოტროპინს ––– ორსულობის ჰორმონი, რომელიც ძალიან მალე ხაზს ფეხმძიმობის ტესტზე გაალურჯებს ან გაავარდისფრებს, შენს ცხოვრებას კი თავდაყირა დააყენბს. ქორიონის გონოდროპინს მზადყოფნაში მოჰყავს ყვითელი სხეული (ოდესაღაც ფოლიკული, საიდანაც კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდა), რათა მან დაიწყოს პროგესტერონის გამომუშავება და ხელი შეუწყოს ორსულობის ჯანსაღი პროცესის მიმდინარეობას მანამ, სანამ პლაცენტა ჩაერთვება საქმეში ––– დღეიდან დაახლოებით ექვსს კვირაში.
სცადე ეს: მშობიარობის თარიღის გამოთვლა
მშობიარობის თარიღის გამოთვლას არ ჭირდება კვანტურ ფიზიკაში დოქტორის ხარისხის დაცვა. სინამდვილეში მათემატიკური სავარჯიშოები იმაზე მარტივია, ვიდრე შენ გგონია (მაშინაც კი თუ მთელი სკოლის პერიოდი ალგებრის წიგნთან ჭიდილში გაატარე. მშობიარობის მიახლოებით თარიღად ითვლება ბოლო ციკლის პირველი დღიდან 40 კვირა. არც ისე რთულია, არა? ცოტათი გავართულოთ. თუ დანიშნულ დროს (ანუ 40 კვირაში) გიწევს მშობიარობა, შენი შვილი მხოლოდ 38 კვირის იქნება და არა 40, რადგანაც ორსულობის ათვლა იწყება ჩასახვამდე ორი კვირით ადრე (გამოდის, რომ ფეხმძიმობის ტესტის დასტურამდე უკვე 4 კვირის ორსული ხარ). გინდა მშობიარობამდე დრო დაინიშნო --- ან თუნდაც ამის მიხედვით დაგეგმო დეკრეტული შვებლება? ნუ ძქარობ. გახსოვდეს, ეს მხოლოდ მიახლოებითი თარიღია და მეტი არაფერი. ბავშვების უმრავლესობა იბადება 38-42 კვირის შუალედში (პირველი მშობიარობის შემთხვევაში შესაძლებელია ცოტათი კიდევ დაგვიანდეს); მხოლოდ რამოდენიმე (დაახლოებით 5%) იბადება ზუსტად განრიგის მიხედვით.
რჩევები:
მენსტრუალრი ციკლის გადაცდომიდან 2-3 კვირა მაინც დასჭირდება შენს ორგანიზმს, რათა გამოიმუშავოს ორსულობის ჰორმონების ის რაოდენობა, რომელიც საკმარისი იქნება ტესტისთვის ფეხმძიმობის დასადგენად. თუ გადაგიცდა და ტესტიც უარყოფით პასუხს გიჩვენებს, გადაამოწმე ერთ კვირაში.
შენ შეიძლება არ ეწევი, მაგრამ ხშირად გიწევს მწეველების გარემოცვაში ტრიალი, შეწყვიტე. ახალი კვლევების მიხედვით მეორადი კვამლის (პასიური მწეველი) ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა და ეკტოპიკური ორსულობა (გარე ორსულობა)
ნუ დარბიხარ გინეკოლოგებში. ექიმების რჩევით, ვიზიტამდე სასურველია დაელოდო 8 კვირა მაინც. არ იჩქარო, შეარჩიე ისეთი ექიმი ან მეანი, როგორიც შენ გინდა.
ძირითადი სიმპტომები
იმპლანტაციური სისხლდენა
თუ ამ კვირაში გამონადენს შეამჩნევ (სწორედ იმ დროს როცა ციკლს ელოდები ან ცოტა ადრე), არ შეშფოთდე. ეს ნიშანავს, რომ ემბრიონი როგორც იქნა მიეკრო საშვილოსნოს კედელს (და ეს კარგია!). საერთოდ არ გაქვს გამონადენი? არც ამან შეგაშინოს --- პროცენტულად ქალების მცირე რაოდენობა განიცდის იმპლანტაციურ სისხლდენას, ასე რომ, გამონადენის არ ქონა არ ნიშნავს რომ ორსულად არ ხარ.
PMS-ის (პრემენსტრუალური სინდრომი) მსგავსი სიმპტომები
აქამდე არასოდეს შეუწხებიხარ ქიმიური ნივთიერებების შემოტევას. გაიცანი (და პატივი ეცი) ორსულობის ჰორმონებს... მომდევნო ცხრა თვის მანძილზე ისინი თავს კიდევ არა ერთხელ შეგახსენებენ.

თქვენი პატარა ორსულობის 4 კვირას
ორსულობის 4 კვირა
დაუსვი კითხვები ექიმს?
არის თუ არა უსაფრთხო მედიკამენტები, რომელსაც მოვიხმარდი ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში? თუ არა, რომელია სხვა მიზანშეწონილი საშუალებები?
როგორ დავანებო მოწევას თავი?
არის თუ არა ორსულბა სარისკო ჩემთვის ჩემი ოჯახის ისტორიიდან ან რაიმე სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე?
რკინის შემცველ პრეპარატების მიღებისას მეწყება ყაზბობა. შეიძლება თუ არა მივიღო ისეთი პრენატალური ვიტამინები, რომლებიც არ შეცავენ რკინას?
რა შეიძლება ჩემმა პარტნიორმა გააკეთოს დაორსულების შანსების გასაზრდელად?
თუ შევწყვიტავ კონტრაცეპტივების მიღებას რამდენ ხანში შევძლებ დაორსულებას?
ბევრს ვვარჯიშობ. უნდა შევამცირო ან უბრალოდ არ გავაკეთო გარკვეული ვარჯიშები ახლა ან ორსულობის პერიოდში?
მსმენია, რომ სარეცხი და საწმენდი საშუალებები უარყოფითად მოქმედებს ნაყოფიანობასა და ორსულობაზე? რომელი პროდუქტი არ უნდა გამოვიყენო?
უნდა შევცვალო თუ არა კვების მენიუ? შეიძლება თუა არ გავაგრძელო ჩემი ვეგეტარიანული დიეტა?
სახლში კატა გვყავს. ჩავიტარო თუ არა ანალიზი ტოქსოპლაზმოზზე ორსულობამდე?




