
ფეხსაცმლის არჩევას მშობლების უმრავლესობა საკმაოდ სერიოზულად ეკიდება,რადგან ფეხსაცმლის ხარისხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული; ტერფების და ხერხემლის ჯანმრთელობა, სიარულის გამარტივება ,კომფორტი და პატარას განწყობა , მოკლედ ზოგადად ჯანმრთელობა, ვინაიდან ტერფების სწორი განვითარება უზარმაზარ გავლენას ახდენს ხერხემალზე – ადამიანის ორგანიზმის ფუძეზე.
მაღაზიაში წასვლისას თან იქონიეთ პატრას ტერფის ზომის ცხრილი . ეს დაგეხმარებათ გაერკვეთ ზომებში ფეხსაცმლის ყიდვის დროს.
ასევე უნდა იცოდეთ, რომ მოცემულ ორ ცხრილში შეიძლება იყოს გადახრები ამა თუ იმ მხარეს. ეს დამოკიდებულია მწარმოებელზე და მხოლოდ მისთვის გასაგებ ფაქტორებზე.
ტერფის სიგრძის და ფეხსცმლის ზომების ცხრილი;
სხვადასხვა ქვეყნების ზომები
როგორ გავზომოთ ტერფის სიგრძე?
თაბახის ფურცელზე ფანქრით დავხაზოთ ტერფის კონტური. სახაზავით გავზომოთ სიგრძე ქუსლიდან დიდ თითამდე.
ბავშვის ფეხსაცმლის შეძენისას გავითვალისწინოთ ის , რომ ფეხსცმლის ძირის სიგრძე 1 სმ–ით მეტი უნდა იყოს ტერფის სიგრძეზე, რადგან ფეხი სწრაფად იზრდება და თავისუფლად უნდა მოძრაობდეს შიგნით . 1 სმ–ზე უფრო დიდი ფეხსაცმლის ყიდვა რეკომენდირებული არ არის.
