top of page

*Именинный торт не включен. 

5 სასარგებლო ფაფა პატარებისთვის

  საბავშვო ფაფები უზრუნველყოფენ ბავშვს სრულყოფილი და დაბალანსირებული კვებით. ამიტომ უმჯობესია ისინი მოამზადოთ სახლში ნატურალური ბურღულეულისგან. ჩვენს სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ მოამზადოთ გემრიელი და სასარგებლო ფაფა. 

 

ფაფის მომზადებისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. 5–6 თვის ასაკის ჩვილისთვის ფაფა უნდა იყოს თხიერი ,ერთგვაროვანი მასა, რომელიც არ საჭიროებს ღეჭვას. უფრო სქელი კონსისტენციის ფაფები შეგვიძლია შევთავაზოთ ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებს.

 

ფაფა შეიცავს  რთულ ნახშირწყლებს , რომლებიც ხანგრძლივად ამარაგებენ ორგანიზმს ენერგიით და არ იწვევს სიმძიმის შეგრძნებას მუცელში. ამიტომ ფაფა სასარგებლოა საუზმეზე და ვახშამზეც.

 

 

 

 ბრინჯის ფაფა ვაშლით

 

  ბრინჯი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით , ამიტომ ის უხდება პატარა ბავშვებს , თუმცა საგულისხმოა, რომ ბრინჯი "კრავს", ამიტომ შეკრულობაზე , მისი მიცემა არ არის რეკომენდირებული. ჩვენი ფაფის რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.

 

ინგრედიენტები:

 

  • ბრინჯი – 2 ს/კ ;

  • რძე – 1 ჭ ;

  • წყალი – 1 ჭ :

  • ვაშლი – 1/2 ც ;

  • კარაქი

 

მომზადება:

 

ბრინჯი გავრეცხოთ ,დავასხათ წყალი და მივიყვანოთ ნახევრად მოხარშულ მდგომარეობამდე . დავამატოთ რძე და ბოლომდე მოვხარშოთ.

 

ცხელ ფაფაში დავამატოთ კარაქი , შაქარი და მოვურიოთ. ჩავახეხოთ ვაშლი და მოვურიოთ.

 

 

 

გოგრის ფაფა

 

გოგრა ძალიან სასარგებლო და გემრიელი ბახჩეულია, რომელიც კაროტინს და უამრავ ვიტამინს შეიცავს . გოგრის კერძები ადვილად გადასამუშავებელია და ბევრ სხვადასხვა პროდუქტან ერთად ადვილად კომბინირდება. გოგრის ფაფა რეკომენდირებულია 1 წლის ასაკიდან. 

 

 

ინგრედიენტები : 

 

  • გოგრა – 400 გრ ;

  • რძე – 2 ჭ ;

  • ბრინჯი – 1/2 ჭ ;

  • კარაქი – 50 გრ ;

  • შაქარი – 1/2 ს/კ ;

 

მომზადება : 

 

გავრეცხოთ ბრინჯი , დავასხათ წყალი და ვადუღოთ 10–15 წუთი ნახევრად მოხარშულ მდგომარეობამდე . გოგრა დავჭრათ კუბიკებად , ჩავყაროთ რძიან ქვაბში და ვხარშოთ იქამდე სანამ არ დარბილდება . შემდეგ დავამატოთ ბრინჯი , შაქარი და ვხარშოთ ბოლომდე . 

 

მომზადებულ ფაფას დავამატოთ კარაქი , მოვურიოთ და ვაცადოთ 10–15 წუთი . 

 

 

 

 

შვრიის ფაფა ქლიავით

 

შვრიის ფაფა ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის – ის მდიდარია მცენარეული ცილებით , შეიცავს გლუტენს , მცენარეულ ცხიმებს და შესაბამისად აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება . გემრიელი შვრიის ფაფა ქლიავით მოეწონებათ ბავშვებს 1,5 წლის ასაკიდან.

 

ინგრედიენტები :

 

  • შვრიის ფანტელი – 3 ს/კ ;

  • რძე – 1 ჭ. ;

  • შაქარი – 1/2 ს/კ ;

  • ქლიავი  – 3 ც ;

  • წყალი – 2 ს/კ ; 

 

 

მომზადება : 

 

გავასუფთავოთ ქლიავი კანი და კურკისაგან  , შევდგათ ნელ ცეცხლზე წყლის დამატებით . 


ცხელ რძეში ჩავყაროთ შვრიის ფანტელები და დავამატოთ შაქარი . წამოვადუღოთ , 10 –15 წუთის განმავლობაში ვადუღოთ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ  სანამ არ შესქელდება . დავამატოთ ქლიავი 5 წუთით ადრე სანამ გადმოვდგამთ და მოვურიოთ.

 

 

გოგრის ფაფა ვაშლით 

 

ეს გოგრის ფაფის რეცეპტი გამოადგებათ იმ დედებს , რომელთა შვილებს უკვე შეუსრულდათ 2 წელი . გოგრის და ვაშლის სასარგებლო კომბინაცია – ერთი სიამოვნებაა პატარებისთვის. 

 

ინგრედიენტები :

 

  • გოგრა – 300 გრ ;

  • ბრინჯი – 1 ს/კ ;

  • ვაშლი – 1ც ;

  • ქიშმიში – 1 ს/კ ;

 

მომზადება : 

 

ჩავალბოთ ბრინჯი ცივ წყალში 2–3 საათით , გამოვუწუროთ წყალი და ჩავასხათ ქვაბში . დავასხათ 1 ს/კ ადუღებული წყალი და წამოვადუღოთ. 

 

გოგრა გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და დავამატოთ ბრინჯს . ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში და პერიოდულად ვურიოთ . 

 

გავთალოთ ვაშლი და გავხეხოთ სქელ სახეხზე , ქიშმიში გავრეცხოთ და გადავავლოთ ადუღებული წყალი . დავამატოთ ვაშლი და ქიშმიში გოგრისა და ბრინჯის მასაში და ვადუღოთ კიდევ 15 წუთი მომზადებამდე . 

 

 

 

მანანის ფაფა ბელტების გარეშე 

 

მანის ფაფფის მიცემა უნდა დავიწყოთ ერთი წლიდან , თუ პატარას არ აქვს ალერგია გლუტენზე , ის კარგია წონაში მოსამატებლად . მანანის ბურღულეული შეიცავს ვიტამინებს , კრახმალს და ცილებს . ჩვენი რეცეპტი რეკომენდირებულია 3 წლის ასაკიდან . 

 

ინგრედიენტები : 

 

  • მანანის ბურღულეული – 1 ს/კ ; 

  • რძე – 1/2 ს/კ ; 

  • წყალი – 1/2 ს/კ ;

  • შაქარი – 1/2 ს/კ ;

  • კარაქი  

 

 

მომზადება : 

 

ავურიოთ წყალი და რძე ერთმანეთში და მივიყვანოთ დუღილამდე . ნელ –ნელა დაყაროთ შაქარში არეული მანანის ფქვილი და ვურიოთ . ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 – 15 წუთის განმავლობაში  ისე, რომ განუწყვეტლივ ვურიოთ . 

 

დავამატოთ კარაქი და მოვურიოთ .

 

 

 

 

 

 

 

 

შესთავაზეთ თქვენს პატარას გემრიელი ფაფები არა ნაკლებ 1– ჯერ დღეში – ეს უბრალოდა აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის . თუ ბავშვი ცუდად ჭამს  , მორთეთ თეფში ხილით ან კენკრით , რომ დააინტერესოთ ის . 

 

 

გემრიელად მიირთვით და გაიზარდეთ !

 

 

  

 

 

 

 

 

   

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

     

 

  

5 სასარგებლო ფაფა პატარებისთვის
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page