*Именинный торт не включен.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბევრი რამ არ შეიძლება – ძეხვი , კანფეტები ,კონსერვები და ა.შ. მაგრამ არის კიდევ მთელი რიგი პროდუქტებისა, რომლებიც კითხვებს იწვევს . აი ზოგიერთი მათგანი :
სოკო
ბავშვთა კვებაში სოკოს გამოყენება 3 წლამდე არ შეიძლება . ეს განპირობებულია იმით , რომ ის შეიცავს ქიტინს - მცენარეულ ბოჭკოვან ნივთიერებას , რომელიც რთულად გადასამუშავებელი პროდუქტია , უშლის ხელს საკვები ნივთიერებების ასიმილაციას და იწვევს ნაწლავების ლორწოვანის გაღიზიანებას.
თხილი
3 წლამდე თხილის მიღებას აზრი არ აქვს , ორგანიზმი მას ვერ შეითვისებს . მით უფრო , რომ თხილი ძლიერი ალერგენია .
ტკბილი წიწაკა
ნედლი სახით 1,5 წლამდე არ არის რეკომენდირებული , ვინაიდან შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს და ბოჭკოვანას .
ბადრიჯანი
2 წლამდე არ არის რეკომენდირებული , ვინაიდან შეიცავს ბოჭკოვანას და პურინულ შენაერთებს . გარდა ამისა ძლიერი ალერგენია .
ჭარხალი
უმჯობესია 1 წლის შემდეგ მისცეთ , რადგან დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას და პექტინს შეიცავს . ძლიერი ალერგენია . მაგრამ 10 თვიდან მოხარშული სახით შეიძლება მიცემა .
პარკოსნები
1,5 წლამდე არ არის სასურველი , რადგან აქვთ გაზისწარმომქმნელი თვისებები . გარდა ამისა უნდა იცოდეთ მომზადების წესები , ვინაიდან ზოგიერთი პარკოსნები (მაგ. ლობიო) შეიცავს ტოქსიურ ნივთიერებებს , მაგალითად , ლექტინებს . ტოქსიური ეფექტების გასანეიტრალებლად ეს პროდუქტები ხარშვის წინ აუცილებლად უნდა ჩაალბოთ და შემდეგ დიდ ხანს უნდა ხარშოთ .
კიტრი
რთულად ასათვისებელი , გაზის წარმომქმნელი პროდუქტია და გარდა ამისა , მასში სასრგებლო ნივთირებები ძალიან ცოტაა.
კომბოსტო
მისი გამოყენება ბავშვთა კვებაში 1 წლამდე არ არის რეკომენდირებული , ვინაიდან ის ძლიერი გაზის წარმომქმნელი პროდუქტია .
ტომატი
ალერგენია და რთულად შეთვისებადი პროდუქტია ბავშვის ორგანიზმისთვის .
ბოლოკი
იწვევს გაზის წარმოქმნას და მძიმეა კუჭ-ნაწლავისთვის .
მაგარი სახეობის ყველი
ყველი შეიცავს A , B , PP ვიტამინებს , მარილებს , კალიუმს , ფოსფორს და რძემჟავა ბაქტერიებს . უცხიმო ყველები შეიძლება ბავშვს 1 წლიდან შევთავაზოთ. ყველის დღიური ნორმა შეადგენს 3 გრამს , კვირის ნორმა - 21 გრამია . ყველი კიდევ მაგნიუმის, კალიუმის , ნატრიუმის კონცენტრატია , ამიტომ ბავშვთა ადრეულ ასაკში მისი მიღება შეზღუდულია .
მაკარონი
1 წლამდე მაკარონის მიღება რეკომენდირებული არ არის . ის ფერმენტები , რომლებიც ცომის გადამუშავებაში მონაწილეობენ , ყალიბდებიან მხოლოდ 1 წლის შემდეგ . 1 წლის ასაკიდან უკვე შესაძლებელია მაკარონის კვირაში ორჯერ მიცემა, თუმცა ამ დღეებში ფაფა არ უნდა მივცეთ .
ეგზოტიკური ხილი და ბოსტნეული
ის ხილი და ბოსტნეული , რომელიც არ არის დამახასიათებელი თქვენი რეგიონისთვის , 1 წლამდე არ უნდა მისცეთ ბავშვს.
ბულიონზე დამზადებული სუპები
წვნიანები ხორცის ბულიონი - ერთ წელზე ადრე არა . ღირებულებაც და, ამავე დროს საფრთხე, იმაში მდგომარეობს , რომ იგი არ გაივლის "დამუშავებას" კუჭში - მაშინვე "ეშვება" თორმეტგოჯა ნაწლავში. იმის გამო, რომ ათვისება ამ პროდუქტის არის ძალიან მაღალი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ბულიონი მიდის პირდაპირ წვრილ ნაწლავში. მარტივად რომ ვთქვათ - ამან შესაძლებელია მოწამვლა გამოიწვიოს. ასევე არასასურველია - ხმელი ხორცი, ძვლები (არა სოფლის ქათამი, რომელიც ვეტერინარის ბეჭდით არის დამოწმებული )- საეჭვო წარმოშობის პროდუქცია , და ხორცი და ფრინველი, რომლებიც ინახებოდა მაცივარში კვირეების განმავლობაში.
და ალერგიასთან მიმართებაში : ხორცის და ქათმის ბულიონი, ღორი, ხბო, იხვი - შეიძლება გამოიწვიონ მძიმე ალერგიული რეაქციები.
სუბპროდუქტები - 1,5 წელზე ადრე არა. სუბპროდუქტები, ცხიმიანი ბულიონი, წვნიანი,ახალგაზრდა ხორცი , წიწილაც და ბატკანიც შეიცავს დიდი რაოდენობით პურინულ შენაერთებს.