top of page

50 ფრაზა , რომელიც აუცილებლად უნდა უთხრათ თქვენს შვილებს!

ეს აუცილებელია და გჭირდებათ თქვენ და თქვენს შვილებს .ნდობა და სითბო –ის გრძნობებია, რომლებიც ასხივებენ სიყვარულს

  არის მომენტები , როცა იმისთვის რომ გამოვხატოთ ჩვენი რწმენა და მხარდაჭერა, "კარგია და ყოჩაღ"–ის გარდა ჩვენი შვილებისთვის არც არაფერი გვაქვს სათქმელი. არა და აუცილებელია! ასეთი სიტყვები ხომ აგრძნობინებენ მას, რომ თქვენ ის გიყვართ და მის გვერდით ხართ.

 

 

    დაანახეთ მას თქვენი მხარდაჭერა:

 

  •   "მე შენ გენდობი" 

  •   "მე შენი მწამს'

  •   "მე პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას"

  •   "ეს ადვილი არ არის, მაგრამ შენ აუცილებლად გამოგივა"

  •   "შენ ყველაფერს სწორად აკეთებ"

  •   "შენ სწორად გაიგე"

  •   "ეს როგორ გამოგივიდა?"

  •   "მასწავლე ,როგორ გავაკეთო"

  •   "შენ ჩემზე კარგად გამოგდის"

  

   მიაქციეთ ყურადღება მის ძალისხმევას და მონდომებას:

  • "მე ვხედავ ,რომ შენ ძალიან ბევრი იშრომე"

  • "მე ვხედავ, რომ შენ ძალიან მოინდომე"

  • "შენ ძალიან ბევრი იშრომე და ნახე რა კარგად გამოგივიდა"

  • "ძალიან მაგრად გამოგივიდა"

  • "წარმომიდგენია რამდენი ხანი იშრომე"

  • "წარმომიდგენია როგორ მოინდომე , რომ ეს გამოგსვლოდა"

  • "როგორ მოიფიქრე ეს ყველაფერი"

 

  

    გამოხატეთ მადლიერება, მასთან გატარებული დროისთვის:

 

  • "მე ძალიან ვაფასებ, შენთან გატარებულ ყოველ წამს"

  • "მე მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს, რომ ისევ გეთამაშო"

  • "შენთან ყოფნა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა"

  • "მე ძალიან მომეწონა შენთან თამაში"

  • "მე მიხარია, რომ შენ სახლში ხარ"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

      დაეხმარეთ მას ,შეაფასოს თავისი შედეგები: 

  • "შენ თვითონ რას ფიქრობ ამაზე?"

  • "წარმომიდგენია ,შენ როგორ გაგიხარდა"

  • "შენ ყველაზე მეტად რა მოგწონს ამაში?"

  • "შენ როგორ გგონია?"

  • "შენ როგორ გინდა, რომ იყოს?"

 

      

       გამოხატეთ მადლიერება დახმარებისთვის:

 

  • "დიდი მადლობა ...(კონკრეტული საქმისთვის)

  • "დიდი მადლობა იმისთვის,რაც გააკეთე"

  • "დიდი მადლობა დახმარებისთვის"

  • "დიდი მადლობ გაგებისთვის"

  • "ეს ძალიან დიდი დახმარებაა ჩემთვის, მადლობა"

  • "შენ ისე კარგად მეხმარები"

  • "შენი დახმარებით უფრო სწრაფად მოვრჩი"

  • "შენი დახმარებით , ჩვენს სახლში სისუფთავეა"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      აღწერეთ,რასაც ხედავთ:

 

  • "აი ეს მესმის! რა სისუფთავეა"

  • "რა კარგად დაგილაგებია ლოგინი"

  • "რა ლამაზ ფერებს იყენებ"

  • "მე ვხედავ ,როგორ მოგინდომებია'

  • "მე ვხედავ ,რომ მაგიდა აგილაგებია" 

 

 

     აღწერეთ,რასაც გრძნობთ:

  • "მე მომწონს შენთან მეცადინეობა და თამაში"

  • " მე ისე მიხარია,როცა სახლში ხარ"

  • " ჩვენ ერთი გუნდი ვართ"

  • "მე მსიამოვნებს,როცა შენ ამას მეუბნები"

  • "მე ბედნიერი ვარ,რომ შენ მაყავხარ"

 

 

  ამ ერთი შეხედვით უბრალო ფრაზებს, შვილებს და მშობლებს შორის ურთიერთობებში ,უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ისინი იმის დასტურია,რომ ბავშვი არის პიროვნება, რომელსაც ენდობიან,აფასებენ,ითვალისწინებენ მის აზრს და უყვართ.

   ყოველთვის გახსოვდეთ ეს ...

   ეს გჭირდებათ ,როგორც თქვენ –ასევე თქვენს შვილებს.ნდობა და სითბო–ეს ის გრძნობებია,რომლებიც ასხივებენ სიყვარულს.

 

 

 

 

 

 

 

 

50 ფრაზა,რომელიც აუცილებლად უნდა უთხრათშვილებს
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page