6 რჩევა , რომელიც დაგეხმარებათ ბავშვის მრავალმხრივ და სწორ განვითარებაში.

ბავშვის სწორ და მრავალმხრივ განვითარებაში მთავარი ოჯახის მხარდაჭერაა. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს იამაყოს საკუთარი მიღწევებით და ამბიციებით. ჩვენი ,როგორც მშობლების მიზანია ,დავეხმაროთ მას თავის მიზნებისკენ დამაჯერებლად სვლაში.ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სკოლამდელ ასაკში,რადგან ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდია პატარა ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში. თუ თქვენ გინდათ განავითაროთ და გააუმჯობესოთ მისი უნარები , უნდა მოიმარაგოთ მოთმინება და იყოთ თანმიმდევრული.
6 რჩევა , რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ ჯანმრთელი, ბედნიერი და თავდაჯერებული ბავშვი აღზარდოთ.
1. წაახალისეთ განსაკუთრებული უნარები.
ყველა ბავშვს აქვს რაღაც უნიკალური ნიჭი და ტალანტი.ეს შესაძლებლობები შეიძლება გამოვლინდეს სკოლის ტრადიციულ გარემოში ან გამომჟღავნდეს სულაც მოულოდნელ ადგილას და სიტუაციაში.თქვენ შეგიძლიათ იცეკვოთ თქვენს პატარასთან ერთად სახლში ან დამოუკიდებლად ამეცადინოთ ის კარატეს ილეთებში. არა არის აუცილებელი , რომ ეგრევე მიიყვანოთ ბავშვი ძვირადღირებულ კურსებზე. ნუ დააკნინებთ არასტრუქტურირებული მეცადინეობების ძალას. ეზოში "დაჭერობანას" თამაში, ცეკვა თქვენი სარკის პირდაპირ სახლში – ქმნიან ინტელექტუალური, ფიზიკური და პირადული განვითარების უზარმაზარ შესაძლებლობებს. კიდევ უკეთესია თუ თქვენ საერთო ჰობის აღმოაჩენთ. იმის გაცნობიერება , რომ თქვენც ცდილობთ რაღაც ახალის შესწავლას . იგივეს შთააგონებს თქვენს ბიჭს/ქალიშვილს .
2.ნუ დააკნინებთ შექების ძალას.
შეაქეთ ბავშვი გულმოდგინედ გაკეთებული კონკრეტული საქმისთვის , ისე რომ არ გამოიყენოთ სიტყვები "ჭკვიანი" და "ნიჭიერი". ფიქსირებული აზროვნების ადამიანები ,როგორც წესი, რთულად ღებულობენ გამოწვევებს და მიიჩნევენ , რომ რაღაცის მიღწევა მხოლოდ თანდაყოლილი შესაძლებლობიდან გამომდინარე შეუძლიათ . ხშირად საბაბადაც კი აქვთ ის , რომ მათ "ღმერთმა არ მისცა ამის ნიჭი". მათ კი , ვისაც აზროვნების ზრდის უნარი აღენიშნებათ, როგორც წესი , დადებითად რეაგირებენ ახალ გამოწვევბზე და პრობლემებზე, რადგან ისინი სირთულეების გადალახვაში ხედავენ ახალი ცოდნის და უნარების შეძენის შესაძლებლობებს.
უბრალოდ იმიტომ , რომ თქვენთვის მუშაობისას აუცლებელია სიჩუმე,სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ბავშვისთვისაც აუცილებელია ის ,როცა საშინაო დავალებას ასრულებს. ჰარვარდელმა მეცნიერმა ჰოვარდ გარდნერმა აღმოაჩინა 8 სახეობის ინტელექტი. ზოგიერთი მათგანი შეიცავს მუსიკალურ, მატემატიკურ–ლოგიკურ, ლინგვისტიკურ და ინტერპერსონალურ თავისებურებებს. ფოკუსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება როგორ და როდის უფრო კარგად სწავლობს თქვენი შვილი და ამის შემდეგ განსაზღვროთ მისი სწავლების სტილი. მაგალითად , თუ თქვენი ბავშვი ე.წ. ვიზუალია, იფიქრეთ ბარათების გამოყენებაზე გამრავლების ტაბულის შესწავლისას. თუ თქვენი შვილი ინტერპერსონალური ინტელექტის მქონეთა კატეგორიაში გადის,დაეხმარეთ მას ლექსიკის გამდიდრებაში,გამოიყენეთ მეტი აღწერილობა , ბევრი უკითხეთ.
3,კითხვა ,კითხვა და კითხვა.
როცა წიგნის არჩევაზე მიდის საქმე, რომელიც თქვენს შვილს პირველად უნდა წაუკითხოთ, ნუ გადაიფიქრებთ იმის გამო, რომ ჯერ ადრეა. კითხვა სკოლამდელ ასაკში ხელს უწყობს სალაპარაკო ენის განვითარებას, აჩვევს და აყალიბებს კითხვის უნარებს , რაც სკოლაში მომავალი წარმატებების საწინდარია. მაშინაც კი , თუ თქვენი ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გაიგოს წაკითხულის შინაარსი – ის ისწავლის საუბრის რითმის გარჩევას, რაც დაეხმარება მას ლექსიკის გამდიდრებაში. ასევე დამტკიცებულია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვთან ერთად კითხვა ეხმარება მას ემოციურად.ასეთ ბავშვებში გაცილებით ნაკლები პრობლემებია შემდგომში სკოლაში.
4. ივახშმეთ ოჯახთან ერთად.
ნუ ინერვიულებთ იმაზე , რომ თქვენი კულინარიული ნიჭი არ არის დახვეწილი და პროფესიონალური. ერთობლივ ვახშამზე თქვენი შვილი ემოციურად უნდა დანაყრდეს თქვენთან საუბრით და არა დახვეწილი კერძით. თქვენ შეგიძლიათ ერთად განიხილოთ ყველაფერი , რაც მოხდა დღის განმავლობაში.ეს საშუალებას მისცემს ბავშვს აღიქვას ოჯახური ღირებულებების ფასი. კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა , რომ ბავშვები , რომლებიც მინიმუმ ხუთჯერ მაინც ჭამენ სახლში , ოჯახურ წრეში – უფრო წარმატებულები არიან სწავლაში და ნაკლებად აწუხებთ კუჭ–ნაწლავის პრობლემები. თუ ვახშემზე ვერ იკრიბებით მთელი ოჯახით , შეარჩიეთ სხვა დრო – საუზმე ან სადილი , როცა შეძლებთ ერთად ყოფნას.
5, დაიცავით ძილის რეჟიმი.
ძილის რეჟიმის დაცვა გულისხმობს ძილის წინ ნახევარი საათით ადრე ტელევიზორზე და კომპიუტერზე უარის თქმას. თუ თქვენს შვილს აქვს მობილური, გამოართვით ის ძილის წინ – ბავშვების 62% აღიარებს , რომ სარგებლობენ მობილურით , როცა მშობლები შუქს ჩააქრობენ.2005 წელს თელ–ავივის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ძილის ხანგრძლივობის თუნდაც ერთი საათით შემცირება, თითქმის ორჯერ ამცირებს ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს მომდევნო დღის განმავლობაში.
6,ჩაეხუტეთ და მოეფერეთ ბავშვს.
ჩახუტება ამცირებს სტრესს და ხსნის დაძაბულობას. ეს კონტაქტი საშუალებას აძლევს ბავშვს იგრძნოს თავი დაცულად. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები , რომლებსაც აკლიათ მშობლის ზრუნვა და სითბო, განიცდიან ქრონიკულ სტრესს , რაც მოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებელია ყურადღების კონცენტრირებაზე , მეხსიერებაზე და სწავლის უნარზე. მშობლის ნაზმა და თბილმა შეხებამ შეიძლება შეამსუბუქოს სტრესით გამოწვეული ემოციური , ფიზიკური და ქცევითი სიმპტომები. გარდა იმისა , რომ ჩახუტებით და მოფერებით თქვენი პატარა გააუმჯობესებს თავის გონებრივ მონაცემებს – თქვენც დაგეხმარებათ , რომ უბედნიერესად იგრძნოთ თავი.
ბავშვის სწორ და მრავალმხრივ განვითარებაში მთავარი ოჯახის მხარდაჭერაა. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს იამაყოს საკუთარი მიღწევებით და ამბიციებით. ჩვენი ,როგორც მშობლების მიზანია ,დავეხმაროთ მას თავის მიზნებისკენ დამაჯერებლად სვლაში.