top of page

    მოდის დრო , როცა ჩვენთვის, დედებისთვის დღის წესრიგში დგება ბავშვის ქოთანზე დასმის საკითხი.   ითვლება,რომ საუკეთესო პერიოდი  ამისთვის  არის 2 წლის ასაკი.

 

      რატომ 2 წელი?

    ამ კითხვას ხშირად სვამენ ახალგაზრდა მშობლები.პასუხი კი  ამ პერიოდის ასაკობრივ თვისებებში დევს.

       

  •    ბავშვი უკვე მყარად დადის , დგას და ჯდება.

  •    გათვითცნობიერებულად გამოხატავს თავის მოთხოვნილებებს – "მინდა"– და აცნობებს მშობლებს სიტყვებით და ჟესტებით.

  •    ბავშვს კარგად ესმის სიტყვების "ფისი ვქნათ" და "კაკა ვქნათ" მნიშვნელობა და თუ რა უნდათ მისგან მშობლებს.

  •    ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს პირველადი ჰიგიენის უნარ–ჩვევები. მას უკვე არ მოსწონს სველ და ბინძურ საცვლებში ან პამპერსში        ყოფნა.

  •    ბავშვს უკვე შეუძლია თვითონ გაიხადოს საცვლები. და ხშირ შემთხვევაში თვითონ , უფროსებისგან დამოუკიდებლად ცდილობს ჩაცმას.

  •   ამ პერიოდისთვის ყალიბდება კონტროლი ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილებებზე , როდესაც ბავშვს უკვე აქვს უნარი იყოს მშრალი 2   საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

 

     

       ქოთნის არჩევა  

   

    დღეს ქოთნების უამრავი არჩევანია.ხშირად მშობლელბს უნდათ ყველაზე ლამაზი და ძვირადღირებული იყიდონ. აქ უმთავრესი კომფორტი და ხარისხია.

  •   უმჯობესია ქოთანი იყოს სკამის ფორმის,მოსასხნელი რეზერვუარით და მაღალი საზურგეთი. ასეთ სკამზე პატარას დასმა უფრო მოსახერხებელი იქნება.

  • არ არის საურველი , რომ სათამაშოს ფორმა ჰქონდეს.ბავშვმა ის უნდა აღიქვას არა, როგორც სათამაშო, არამედ როგორც ადგილი , სადაც ის "ფისს და კაკას" იზამს. 

  • უნდა იყოს მყარი და ხარისხიანი.

  • საზურგე უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს ,რომ მისთვის მოსახერხებელი იყოს ადგომა და დაჯდომა. 

  • გვერდები არ უნდა ქონდეს  ხისტი და უხეში. 

       

 

 

        როგორ  შევაჩვიოთ პატარა ქოთანს?

   გააცანით პატარას ახალი ნივთი ახლოდან.

  1.    აუხსენით, რომ ის უკვე დიდია და ამაში უნდა ქნას"ფისი ან კაკა" .

  2.    მიეცით მას ნება დაჯდეს ქოთანზე ჩაცმული, შეაქეთ ის. ეს დაეხმარება მას უფრო ადვილად შეეჩვიოს ქოთანს.

  3.    მიეცით უფლება თვითონ მოიტანოს და დადგას ქოთანი იქ , სადაც უნდა. ქოთანი მუდმივად უნდა იდოს ისეთ ადგილას , რომ ბავშვს ხშირად    მოხვდეს თვალში.

  4.    ერთად შედით ტუალეტში. უყუროს, როგორ აკეთებენ "ამას" უფროსები. ბიჭისთვის აუცილებელია ნახოს ,როგორ აკეთებს "ამას" მამა. მიმბაძველობით ბავშვი უფრო სწრაფად შეეჩვევა იმას ,რასაც უფროსები აკეთებენ .

    

     

  

   

რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?და როგორ შევაჩვიოთ ის ქოთანს?
 
 
რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page