გახდი ბედნიერი დედა

Jan 03, 2023
12:00
Это первое событие
Расскажите о нем подробнее. Чтобы отредактировать, кликните здесь > Редактировать.
Feb 23, 2023
12:00
Это второе событие
Расскажите о нем подробнее. Чтобы отредактировать, кликните здесь > Редактировать.
May 28, 2023
12:00
Это третье событие
Расскажите о нем подробнее. Чтобы отредактировать, кликните здесь > Редактировать.

ორსულობის
10 დაუვიწყარი მომენტი
ორსულობის ამ 10 გაელვებას ვერ დაივიწყებს ვერცერთი დედა.
-
ორი ხაზი ტესტზე. გახსოვს ? თითქოს გუშინ იყო.
-
პირველი ექოსკოპია. როგორ ღელავდი ? სველი ხელისგულები, გულის ფრიალი და დასკვნა: ორსულობა.100% ორსულობა ! არის!
-
ტოქსიკოზი. ყველასთან სხვადასხვაგვარად გამოვლენილი.ზოგიერთებს მუდმივად გული ერევათ, ზოგს– მხოლოდ დილაობით, დანარჩენებს კი –საერთოდ არ აწუხებს. მაგრამ გემოვნების შეგრძნებები, რომ იცვლება – ეს გარდაუვალია.
-
ის დღე, როდესაც მომავალ მამას უთხარი ორსულობაზე. მისი რეაქცია და სახის გამომეტყველება არ დაგავიწყდება არასდროს.
-
ხშირად რაიმე განსაკუთრებული ან უცნაური საკვების ან სასმელის მიღების სურვილი, ან თუნდაც სრულიად ჩვეულებრივის , ოღონდ ახლავე , ამ წუთას! და სულ რაღაც 10 წუთში შეიძლება სულ სხვა რამე მოგინდეს!
-
და აი ის შეგრძნება, როცა მუცელი ცოტათი გეზრდება, ჯერ კიდევ პატარაა , მაგრამ უკვე ვეღარ შეისუნთქავ, თითქოს ბურთი გაქვს გადაყლაპული. ძალიან სასიამოვნოა!
-
ბავშვის პირველი მოძრაობა შენს სხეულში. ჯერ , რომ ვერ ხვდები ეს ნაწლავების ყურყურია თუ პეპლები ფარფატებენ მუცელში.საოცარი შეგრძნებებია !
-
პირველი მატყუარა ჭინთვები.უკვე დროა?არა, ჯერ არა! ან უკვე?
-
ის წუთები და საათები, როცა უკვე მართლა დაიწყო. ტკივილი, შფოთვა და საათის აუტანელი წიკწიკი სამშობიარო ბლოკის კედელზე. თითქოს დრო გაჩერდა და ეს ტკივილი არასდროს დამთავრდება.
10.და აი ის პირველი წამები, როცა ბავშვს მოგიყვანენ. შენი პატარა , თბილი სიყვარულის გორგალი და ის უცნაური, ადრე შეუგრძნობადი ჟრუანტელის ტალღა შენს სხეულში.
ამის დავიწყება შეუძლებელია...