*Именинный торт не включен.
ჩვილის კვების დღიური 0–1 წლამდე

ბავშვის განვითარების ყველა ეტაპს გარკვეული ტიპის საკვები შეესაბამება.ბუნებამ ჩადო გენეტიკურ კოდში ის, რომ ჩვილის ორგანიზმმა სიცოცხლის პირველ თვეებში აუცილებლად უნდა მიიღოს დედის რძე ან მისი ანალოგი. მაგრამ იმისთვის, რომ არ გამოგვრჩეს ღეჭვის რეფლექსის ბუნებრივად ჩამოყალიბების მომენტი, ალბათ სჯობია რომ დიდი ხნით არ გადავდოთ საკვების გაცნობის ეტაპი. მოდით დავიწყოთ.
დასაწყისი
სიცოცხლის პირველ თვეებში საკვები უნდა იყოს თხიერი. იმისთვის, რომ გაუმკლავდეს უფრო სქელი და მყარი საკვების გადამუშავებას, ორგანიზმმა უნდა ჩაატაროს ძალიან სერიოზული სამუშაო, კერძოდ კი უნდა ისწავლოს საღეჭი კუნთების კოორდინირება .
უნდა გავითვალისწინოთ , რომ ჩვილებს ახასიათებთ ერთი თავისებურება: როგორც კი მაგარი კონსისტენციის საკვები მოხვდებათ ენის წვერზე ,იმ წუთას გადმოაფურთხებენ – ასე მუშაობს "კოვზის გამოდევნის" რეფლექსი. ასე რომ , პატარა უნდა იკვებებოდეს მხოლოდ იმით , რაც მას ბუნებამ მიაკუთვნა , ანუ დედის რძით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ძუძუთი კვება უნდა შენარჩუნდეს 6 თვის ასაკამდე მაინც.
დედის რძეს აქვს უნიკალური შემადგენლობა. მისი მთავარი უპირატესობა ის არის , რომ ის "ცოცხალი" პროდუქტია. სწორედ ამიტომაც მისი შემადგენლობა განსხვავებულია არა მარტო სხვა და სხვა ქალბატონებში, არამეტ ერთი ქალბატონის სხვა და სხვა მკერდშიც კი. და მეტიც, ის შეესაბამება კონკრეტული ჩვილის მოთხოვნილებებს და მისი კომპონენტების თანაბარდობა იცვლება ჭამიდან ჭამამდე და ერთი კვების დროსაც კი.
ვინაიდან დედის რძე 87%-ით წყლისგან შედგება , სრულად უზრუნველყოფს ბავშვის მოთხოვნილებებს . ამიტომ ჩვილს , რომელიც ბუნებრივ კვებაზეა, წყლის დამატება არ სჭირდება. ის ასევე შეიცავს ისეთ ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, რომლებიც ადვილად ათვისებადი და მოსანელებელია. ერთერთი ნახშირწყალი – ლაკტოზა – ხელს უწყობს კალციუმის და რკინის შეწოვას და ეხმარება ისეთი ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ასევე ეხმარება სასარგებლო მიკროორგანიზმებს დაიმკვიდრონ თავისი ადგილი ბავშვის ნაწლავებში. სასარგებლო მიკროორგანიზმები ახშობენ პათოგენურ მიკროფლორას, რაც საგრძნობლად ამცირებს დისბაქტერიოზის განვითარების საშიშროებას. დედის რძე ასევე შეიცავს რძის შაქრის მომნელებელ ფერმენტს – ლაკტაზას.
ცხიმებიდან მეტწილს უჯერი ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ. ისინი მნიშველოვან როლს ასრულებენ ტვინის უჯრედების, ნერვული სისტემის და იმუნიტეტის ფორმირებაში და ზრუნავენ პატარას ჯანმრთელობაზე არამარტო ბავშვობაში, არამეტ შორეულ მომავალშიც. დედის რძეში შემავალი ცილები სრულად უზრუნველყოფენ ჩვილს შეუცვლელი ამინომჟავებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის და მხედველობის განვითარებაზე და ხელს უწყობენ ზრდის პროცესს. მინერალები და ვიტამინები ხელს უწყობენ ძვლების და კუნთების ფორმირებაში.
მაგრამ დედის რძის მთავარი ღირებულება ბიოლოგიურად აქტიურ ისეთ ნივთიერებებშია , როგორებიცაა ლიზოციმი და ინტერფერონი , რომლებიც დაიცავენ ბავშვს ინფექციებისაგან .ასევევ ფერმენტებში, ჰორმონებში და ზრდის ფაქტორში , რომლებიც ჩვილის განვითარებას განაპირობებენ და უზრუნველყოფენ თავის ტვინის სწორი ფორმირების პროცესებს.
ბუნებრივი კვება აყალიბებს მჭიდრო კავშირს დედასა და ჩვილს შორის . ასეთი ბავშვები არიან მშვიდები , გაწონასწორებულები, თავდაჯერებულები და წარმატებით ახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას ზრდასრულ ასაკში.
თუ თქვენ თვლით, რომ რძე არ ყოფნის თქვენს პატარას , გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან. თუ ბავშვი ნორმალურად ვითარდება და მატულობს წონაში – ყველაფერი რიგზეა, თქვენ უმიზეზოდ ნერვიულობთ . მაგრამ თუ არის გადახრა , გადადით შერეულ კვებაზე: ჯერ მიეცით ბავშვს ძუძუ , შემდეგ დაამატეთ ხელოვნური ნარევი. დედის რძის ფერმენტები დაეხმარებიან ხელოვნური საკვების შეწოვაში.
პირველი თვე ეცადეთ აჭამოთ ბავშვს მოთხოვნისთანავე , იმდენჯერ რამდენჯერაც მოითხოვს. შემდეგ კვების რაოდენობა თანდათან უნდა შეამციროთ. ამიტომ შემდგომში უნდა ისწავლოთ "მშიერი" ტირილის გარჩევა მისი სხვა მოთხოვნილებებისგან.
განსაკუთრებული შემთხვევა
თუ რაიმე სერიოზული მიზეზის არსებობის გამო , დედას არ შეუძლია მისცეს ბავშვს ძუძუ, ან ცოტა აქვს რძე და ბავშვს სჭირდება დამატება, პედიატრი შეგირჩევთ ხელოვნურ ნარევს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ნარევი თავისი სასრგებლო თვისებებით ჩამორჩება დედის რძეს , ის მაინც უზრუნველყოფს ბავშვს ნორმალური ზრდისთვის და განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით.
ნარევის სწორად შერჩევა შეუძლია მხოლოდ პედიატრს . განსაკუთრებული მოთხოვნილებების მქონე ბავშვებისთვის არსებობს ე.წ. "სამკურნალო" ნარევები. ისინი გამოიყენება დღენაკლულ და წონის დეფიციტის მქონე ბავშვებში. ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ლაკტოზის აუტანლობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების (წამოქაფება,ყაბზობა , კოლიკები) მქონე და ალერგიული ბავშვების შემთხვევებში.წონის დეფიციტის მქონე და დღენაკლული ჩვილებისთვის განკუთვნილია პროდუქტები, რომლებსაც აქვთ აღნიშვნა «pre». ლაკტოზის აუტანლობის მქონე პატარებისთვის არსებობს დაბალლაკტოზიანი და ულაკტოზო ნარევები, ალერგიის მქონე ბავშვებისთვის – ცილების ჰიდროლიზატზე დამზადებული პროდუქტები.
თუ ბავშვი იკვებება ხელოვნური ნარევით და დედის რძით , ასეთი ტიპის კვებას – შერეული კვება ჰქვია. თუ მარტო ხელოვნური ნარევით – ხელოვნური.
ნარევი უნდა გაიხსნას წყალში აუცილებლად ინსტრუქციის მიხედვით და უშუალოდ მიღების წინ. თუ თქვენ წინასწარ გახსენით ნარევი , ის უნდა შეინახოს მაცივარში არა უმეტეს 24 საათისა.
ახალი საკვები უნდა მიეცეს ბავშვს თანდათან. პირველ დღეს – 10 მლ–მდე, მეორე – 20 მლ, მესამე დღეს მოცულობა იზრდება 60 მლ–მდე (20 მლ 3 ჯერ) , მეოთხე დღეს ყოველ კვებაზე – 50 მლ, და მხოლოდ მეექვსე დღეს სრულად ხდება ძველი ნარევის ახალით შეცვლა.
ყურადღებით დააკვირდით ბავშვის მდგომარეობას. უარყოფა შეიძლება გამოიწვიოს თვითონ პროდუქტმაც , მისი შეყვანის ტემპებმაც , და რაოდენობამაც. თუ დაეწყო ან გაუხშირდა წამოქაფება, კოლიკა ან გაუწითლდა კანი, დაეწყო ყაბზობა ან დიარეა , თვითნებურად ნუ შეცვლით საკვებს. ეს სპეციალისტმა უნდა გააკეთოს!
პირველი სირთულეები
ბავშვის განვითარებაში ჩართულია ყველა ორგანო და სისტემა . ისინი მის ტვინთან ერთად მწიფდებიან.
ალბათ რთული წარმოსადგენია ,რამდენი კუნთი და ორგანოა ჩართული ისეთ თითქოს მარტივ პროცესში, როგორიც არის წოვა. ბავშვი უნდა ჩაეჭიდოს ტუჩებით ძუძუს თავს ,კუნთებმა გარკველ მდგომარეობაში უნდა დაიჭირონ ტუჩები და ლოყები, შემდეგ ენით უნდა გამოწოვოს რძე და ამ მოძრაობებთან კოორდინაციაში უნდა გაიხსნას საყლაპავი მილის შესასვლელი, და ამავდროულად დაიბლოკოს სასუნთქი გზები. მიღებული სითხე უნდა გადავიდეს კუჭში და შენარჩუნდეს იქ, რათა დაიწყოს საჭმლის მონელების პროცესი. თუ ეს ვერ მოხერხდა ან პატარამ გადაყლაპა დიდი რაოდენობით ჰაერი – მას წამოაქაფებს.
კუჭში საჭმელი გადამუშავდება, მათ შორის სასარგებლო ბაქტერიების დახმარებითაც, გადადის ნაწლავებში და იწყება შეწოვის პროცესი. თუ ამ დროს ბავშვი ფლობს მოძრაობის უნარებს,საჭმლის მონელება , ნაწლავების მოქმედება და განავლის ფორმირების პროცესები უმჯობესდება და უფრო სწრაფად მიმდინარეობს. მოძრაობის განვითარების შეფერხება იწვევს კუჭ–ნაწლავის სისტემის მუშაობის შეფერხებას. იწყება მუცლის ტკივილი (კოლიკები), შებერილობა , რაც პატარას დისკომფორტს უქმნის, ის ჭირვეული ხდება და ცუდად სძინავს. ამან შეიძლება იქონიოს გავლენა ნერვულ სისტემაზეც, რომელიც საჭმლის მონელების პროცესებს არეგულირებს.
სასარგებლო მიკროორგანიზმები
საჭმლის მონელების პროცესი წარმოუდგენელია მიკროორგანიზმების გარეშე, რომლებიც ადედებენ რძეს, ყოფენ მას მცირე ფრაქციებად და განავლი ჩამოყალიბებაში უწყობენ ხელს. ბავშვი "სასარგებლო" ბაქტერიებს – ლაქტო და ბიფიდობაქტერიებს ღებულობს მშობიარობის პროცესში.
თუ ეს არ ხდება ,ფერხდება როგორც მონელების ,ასევე შეწოვის პროცესები. რძე დუღდება და წარმოიქმნება გაზები, იწყება მუცლის ტკივილი , განავალი კი ფუჭდება.
საჭმლის მონელებასთან ერთად ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა –ალერგია. გაზების წარმოქმნა აზიანებს ნაწლავებს. მისი გარსი ტრავმირდება და ვერ ასრულებს ფილტრის ფუნქციას, რის გამოც საჭმლის მოუნელებელი ნაწილაკები ( ჩვილების შემთხვევაში კი ცილის გაუყოფელი მოლეკულები და ლაქტოზა), ხვდებიან სისხლში და იწვევენ ალერგიულ რეაქციებს.
1
1