*Именинный торт не включен.
ჩვილის კვების დღიური 0–1 წლამდე

ახალი გამოწვევები
პატარა იზრდება და უკვე 4–6 თვის ასაკში მისი ორგანიზმი იწყებს მზადებას თხიერი , რძის საკვებიდან მყარ ,"ზრდასრულ" საკვებზე გადასასვლელად. ეს პროცესი ხდება ეტაპობრივად და შეიცავს სხვა და სხვა ტიპის პროდუქტებს , რომლებსაც დამატებითი კვება ეწოდება.
პედიატრები და დიეტოლოგები თვლიან, რომ დამატებითი კვების შეყვანის ვადები ყველა ბავშვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ინდივიდუალურად უნდა შეერჩიოს. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა დამატებითი კვება უნდა მიეცეს 4–6 თვიდან, თუ ხელოვნურზე – 4–5,5 თვიდან.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადრეულ ასაკში დამატების მიცემამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური კოლიკა,კუჭის მოქმედების დარღვევა, ხშირი წამოქაფებები და ალერგიული რეაქციები. ასევე სხვადასხვა მონაცემებით ადრეულმა დამატებამ შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი. იმისთვის, რომ დამატებითი კვების შეყვანამ მშვიდად ჩაიაროს, ჩვილის კუჭ–ნაწლავის სისტემა საკმარისად უნდა გამოიმუშავებდეს მარილმჟავას და საკვების მომნელებელ ფერმენტებს. გარდა ამისა , გარკვეულ ასაკამდე ძალიან მაღალია ნაწლავის ლორწოვანი გარსის განვლადობა ალერგიული მოლეკულებისთვის, რაც იწვევს საკვებისმიერ ალერგიას ადრეულ ასაკში. ასევე უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტების მყარი ნაწილაკების გამოდევნის რეფლექსი: სანამ ის არ ჩაცხრება თქვენი პატარა ვერ გადაყლაპავს რძეზე ან ნარევზე უფრო სქელი კონსისტენციის კერძს. ამ 3 ძირითადი პირობის აღმოცენება ხდება 4 თვის შემდეგ.
მაგრამ დგება დრო, როცა უკვე შეუძლებელია მარტო რძემ და ნარევმა უზრუნველყოს ჩვილი მისი ორგანიზმის ზრდისთვის და განვითარებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და ენერგიით. და ბოლოს, ამ ასაკიდან მას უკვე შეუძლია აღიქვას და შეაფასოს საკვების გემო და მისი თვისებები.
ბუნებრივ და ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს,ახალ პროდუქტებს სხვადასხვა სქემების მიხედვით აცნობენ.
დამატებითი ენერგია
თუ ბავშვი იკვებება დედის რძით და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, დამატებითი საკვების შეყვანა შეგვიძლია 6 თვის ასაკამდე გადავდოთ. ამ წესს აქვს ერთად ერთი გამონაკლისი: თუ ჩვილს აქვს წონის დეფიციტი , მისი რაციონის ახალი პროდუქტებით გამდიდრება მოგვიწევს 4–5 თვიდან. ამ შემთხვევაში დამატებითი კვების შეყვანა მოგვცემს მეტ სარგებელს , ვიდრე შერეულ კვებაზე გადაყვანა. სხვანაირად ლაქტაცია შემცირდება და დედის რძე შეიძლება საერთოდ გაქრეს ბავშვის მენიუდან.
მაგრამ დაგვიანებაც არ ღირს. თუ ძალიან გადავდებთ დამატებითი კვების შეყვანას , ჩვილისთვის უფრო რთული იქნება ღეჭვის და ყლაპვის სწავლა. მით უმეტეს, რომ 6 თვიდან აქტიურად მზარდი ბავშვის მენიუ არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ რძისგან.
ხელოვნურ კვებაზე მყოფმა ჩვილებმა ახალი რაციონის დაგემოვნება უნდა დაიწყონ 4–5 თვიდან. ამ ასაკში არც ერთ ხელოვნურ ნარევს არ შეუძლია უზრუნველყოს ბავშვი მისთვის აუცილებელი ნივთიერებებით.
პატარას ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე , სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტების შეყვანა შეიძლება მოხდეს ინდივიდუალურად. მაგალითად, პიურეს მიცემა უნდა დავიწყოთ ფაფაზე ადრე , მაგრამ თუ გვაქვს დიარეა ან ალერგია ან წონის დეფიციტი, სპეციალისტები ფაფიდან დაწყებას გვირჩევენ. ახალი პროდუქტების შეყვანის დრო და მომენტი ბავშვის პედიატრმა უნდა განსაზღვროს.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა
გართულებებს , რომ თავი ავარიდოთ , გაითვალისწინეთ შემდეგი მარტივი წესები.
ყოველი ახალი კერძის შეყვანა უნდა დავიწყოთ პატარ–პატარა ულუფებით, ნახევარი ან მეოთხედი ჩაის კოვზით. უმჯობესია ახალი პროდუქტი დაგემოვნდეს დილის კვებებს შორის. ერთი კვირის განმავლობაში,თანდათან ულუფების გაზრდით ერთი კვება უნდა შეიცვალოს დამატებით საკვებით.
დამატება უნდა დავიწყოთ ერთკომპონენტიანი კერძებით,ანუ ისეთი კერძებით , რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთი სახეობის ხილს, ბოსტნეულს ან ბურღულელულს. გემოების შეხამება, მაგალითად, ვაშლთან სტაფილოს ან წიწიბურას და შვრიის გაერთიანება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ბავშვი სათითაოდ აითვისებს ყველა პროდუქტს.
იმისათვის , რომ ბავშვმა მიიღოს სიახლე , თქვენ მოგიწევთ 10–15 –ჯერ მაინც მისი შეთავაზება. თუ პატარა უარს ამბობს კერძზე, შეისვენეთ 3–4 დღე და შემდეგ ისევ შესთავაზეთ იგივე პროდუქტი.
ყურადღებით დააკვირდით ბავშვის რეაქციას. თუ გამოვლინდა ისეთი პრობლემა , როგორიცაა გამონაყარი კანზე ან ფაღარათი ან ყაბზობა , გამორიცხეთ "დამნაშავე" პროდუქტი რაციონიდან და მიმართეთ პედიატრს.
თუ თქვენი ბავშვი ავად არის ან ემზადება ასაცრელად, ახალი პროდუქტის შეყვანას რაციონში დროებით მოერიდეთ.
სიახლეების დასაწყისი
ზოგადად დამატების შეყვანას იწყებენ ერთკომპონენტიანი ხილის წვენებით და პიურეებით. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ წვენები შეიცავს დიდი რაოდენობით ხილის მჟავებს და ფრუქტოზას. პირველი აღიზიანებს ნაწლავებს და აძლიერებს მათ შეკუმშვას, რამაც შეიძლება ფაღარათი და ნაწლავური კოლიკა გამოიწვიოს.. ფრუქტოზა კი ძალიან ადვილად შეიწოვება, რის გამოც სისხლში მატულობს შაქრის შემადგენლობა, რაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის რისკს ზრდის. ასევე დიდია ალერგიის ალბათობა. მაგრამ 4–5 თვისთვის საჭმლის მომნელებელი ორგანოები უკვე მწიფდებიან და სითხე საკვების მონელებაში ეხმარება პატარას. თუ ბავშვი ალერგიულია, წვენის მიცემა უნდა მოხდეს პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ.
დაახლოებით ამ პერიოდში თქვენი პატარა ცდილობს ხოხვის დაწყებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ორგანიზმი მზად არის მიიღოს პიურესმაგვარი საკვები.პიურეზე გადასვლა ხელს შეუწყობს პირის ღრუს აპარატის განვითარებას, დააწყებინებს ბავშვს უფრო ენერგიულად ამოძრაოს ენა და ტუჩები და ისწავლოს საკვების პირით გადამუშავება. ასე , რომ წვენებიდან 1 კვირის შემდეგ , შესაძლებელია ხილის ფაფებზე გადასვლა.
არსებობს სამი ხარისხის დაქუცმაცების მზა (ქილის) საკვები : პირველი – ფაფისებრი ან ჰომოგენიზირებული ანუ ძალიან დაქუცმაცებული , რომელიც განკუთვნილია 5 თვემდე ასაკის ჩვილებზე; მეორე – პიურე – 6–9 თვემდე; მესამე – ნაწილაკებიანი – 9–12 თვემდე.
ბოსტნეული და ფაფები
როგორც წესი პირველი სერიოზული კერძი ანუ პირველი დამატება, რომელიც ჩაანაცვლებს ერთ რძის კვებას – არის ბოსტნეულის პიურე, ან ბურღულელულის ფაფა – იმ ბავშვებისთვის , ვისაც წონის დეფიციტი ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს.
ზედმეტწონინ ჩვილებს უმჯობესია დავუწყოთ ბოსტნეულის პიურეთი. ჯერ დავაგემოვნებინოთ ყაბახი, ყვავილოვანი კომბოსტო და კარტოფილი, რადგან ისინი ნაკლებად იწვევენ ალერგიას. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა , ერთი თვის შემდეგ ,6–7 თვის ასაკიდან შეიძლება დავამატოთ სტაფილო,გოგრა და კომბოსტო. იმისთვის , რომ მოემზადოს უფრო მყარი და მაგარი საკვების მისაღებად, პიურეში შეგვიძლია დავამატოთ მცირე ,დაქუცმაცებული ბოსტნეულის ნამცეცები – ყაბახი,კარტოფილი და ყვავილოვანი კომბოსტო.ამასთან ერთად შესთავაზეთ მას ისეთი პროდუქტები , რომლებიც შესაძლებელია ხელში დაიჭიროს.
პრობლემის გადაჭრა
რაც შეეხება ფაფებს , უმჯობესია დავიწყოთ ე.წ. "ხსნადი" ფაფებით , რომლებიც არ საჭიროებენ ხარშვას.უპირატესობა ენიჭება ფაფებს გლუტენის გარეშე,რომლის შემადგენლობაში შედის ბურღულელული ცილა გლუტენის გარეშე. ეს ცელიაკიის განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებს იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ გენეტიკური მიდრეკილება ამ დაავადებისადმი. უმჯობესია თუ პირველი ჩვილის მენიუში იქნება წიწიბურის ფაფა.
ფაფის შეყვანისას გაითვალისწინეთ შემდეგი შეცდომები. ფაფა უნდა აჭამოთ კოვზით და არა ბოთლით. ასე უფრო ადვილად ისწავლის ღეჭვას , ასევე ეს ხელს უწყობს კბილების ამოჭრის პროცესს და მეტყველების განვითარებას.6–7 თვიდან უკვე მიზანშეწონილია სხვადასხვა ტიპის ბურღულეულის მონაცვლეობა. ასევე დაიცავით შეფუთვაზე მითითებული წესები და დოზირება.
რძის პროდუქტები
7–8 თვიდან ბავშვს უყალიბდება საკვების მიმართ დამოკიდებულება. ის შეიძლება ჩამოყალიბდეს გურმანად , რომელიც აფასებს მრავალფეროვნებას და სიამოვნებას ღებულობს საკვების მიღებით, ან გახდეს ასკეტი , რომლისთვის საკვები მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი ენერგიაა.
ამ ეტაპზე უკვე ყველა პატარა ღებულობს დამატებას, მათი ორგანიზმი მზად არის სხვადასხვა პროდუქტების და მათი კომბინაციების ასათვისებლად.
ჯერ–ჯერობით რაციონის საფუძველს ისევ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი ("მეორე საფეხური') შეადგენს . ბოსტნეულის და ხილის პიურეს უკვე შეგვიძლია რძის პროდუქტებიც დავამატოთ.რძის პროდუქტებიდან მაგიდაზე უპირველესად ხაჭო ჩნდება. ის მდიდარია ცილებით და მინერალური ნივთიერებებით , აქვს სხვადასხვა ცხიმოვნება – 4.5%–10% –მდე. რაც ნაკლებია ცხიმის შემცველობა, მით უფრო მეტია ცილის და კალციუმის რაოდენობა მასში. ეს უნდა ვიცოდეთ , რომ არ გადავტვირთოთ ბავშვის რაციონი ცილებით. ხაჭოს დამატება შეიძლება ხილის პიურეში.
8 თვიდან პიურეში შესაძლებელია ასევე მაწვნის ან იოგურტის დამატება, ეს კერძს უფრო ნოყიერს გახდის. გარდა ამისა მაწონში შემავალი ბიფიდობაქტერიები აუმჯობესებენ ცილებისა და ნახშირწყლების შეწოვას და დადებითად მოქმედებენ ნაწლავურ მიკროფლორაზე, მაგრამ ზრდიან დამატებით დატვირთვას თირკმელებზე. შესაბამისად , 8 თვემდე მათი მიღება არ არის რეკომენდირებული.
შეადგინეთ "კვების დღიური", ჩაწერეთ მასში ახალი პროდუქტების შეყვანის თარიღები, მიუთითეთ ულუფების რაოდენობა, აღნიშნეთ ბავშვის რეაქცია და ალერგიული გამოვლინებები. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ბავშვის გემოვნება და საყვარელი კერძები.შესაბამისად , თქვენ შეძლებთ შეადგინოთ საბავშვო მენიუ თქვენი შვილის პრიორიტეტების გათვალისწინებით.
ხორცი, პური და კვერცხი
დაახლოებით იგივე ასაკში (8 თვისას) იწყება მეორე დამატების შეყვანა - ხორცის პიურე და კვერცხის გული. ხორციც და კვერცხიც ცილით მდიდარი პროდუქტებია, ცილა კი მთავარი სამშენებლო ნივთიერებაა პატარა ,მზარდი ორგანიზმისთვის.
ხორცეულის დეგუსტაცია
უმჯობესია დავიწყოთ ინდაურის,საქონლის ან კურდღლის ხორცით, ცოტა მოგვიანებით ქათმის დამატებაც შეგვიძლია. 8-9 თვიდან მენიუში ვამატებთ სუბპროდუქტებსაც , უმჯობესია თუ ეს იქნება ღვიძლი. თუ პატარა ალერგიულია - ხორცის პირველი კერძი ინდაურის ან კურდღლის უნდა იყოს. ცოტა მოგვიანებით მენიუ შეგვიძლია "გავამდიდროთ" მზა საკვებით , რომელშიც ხორცის გარდა სხვა პროდუქტებიც შედის - ბოსტნეული ან ბურღულელული, მცენარეული ზეთი ან კარაქი. თუ თქვენ სახლში ამზადებთ თქვენი პატარასთვის , შეგიძლიათ 8-9 თვიდან მას უკვე გუფთა შესთავაზოთ, 1 წლიდან კი - ორთქლზე დამზადებული კოტლეტი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკში საკვები უნდა იყოს უმარილო!
ქათმის კვერცხი
კვერცხი შედის მენიუში ერთდროულად ხორცთან და ხშირ შემთხვევაში იწვევს ალერგიას. მიეცით ის განსაკუთრებული სიფრთხილით. პირველად მიეცით კვერცხის მხოლოდ მერვედი ნაწილი, ერთი თვის განმავლობაში გაზარდეთ ნახევრამდე და შეჩერდით. მეტი კომფორტისთვის დაამატეთ ის რომელიმე სხვა საკვებში, მაგალითად ბოსტნეულის პიურეში.
ენერგია მასებში
პური მდიდარია ნახშირწყლებით,რაც ენერგიას ნიშნავს. ამ პერიოდში კი ბავშვის მოთხოვნილება ენერგიაში იზრდება საათების მიხედვით. ასევე ის შეიცავს მცენარეულ ცხიმებს , B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის; ფოფსფორს და კალციუმს – ძვლებისთვის; ცინკს – რომელიც ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებაში.
თუ ფაფასთან გაცნობამ კარგად ჩაიარა, პურის მიცემა მშვიდად შეგიძლიათ. მით უმეტეს , რომ ამ დროს პატარას ღრძილები აწუხებს და პურის ქერქი ან კრეკერი , მისთვის მისწრება იქნება. პურის შეთავაზება კარგია იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს პატარა ნაწილების ჩაკბეჩა და მყარი საკვების ღეჭვა.
7 თვიდან შეგვიძლია ორცხობილაც შევთავაზოთ. პირველი ულუფა – 3-5 გრ.დღეში, 1 წლის ასაკში – 10–15 გრ.დღეში. ამ ნუგბარის არჩევისას კარგად დააკვირდით შემადგენლობას: თხილი , ცუკატები და სანელებლები – ძლიერი ალერგენებია.
თევზის დღე
8 თვიდან მენიუში უკვე შემოდის თევზი, რომელიც ამარაგებს თქვენს პატარას ძალიან მნიშვნელოვანი და ხარისხიანი ცილით. მაგრამ ის ძალიან ძლიერი ალერგენია. ამიტომ თუ ბავშვი ალერგიულია, თევზის მიცემა უნდა გადავდოთ 3 წლამდე.
ზღვის სახეობების თევზეულის შემადგენლობაში შედის ომეგა–3 კლასის პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები (პცგმ) , რომლებიც ხელს უწყობენ თავის ტვინის, მხედველობის ,იმუნური და სისხლმბადი ორგანოების განვითარებას. ზოგიერთი ამ მჟავებიდან არცერთი სხვა პროდუქტის შემადგენლობაში არ შედის. გარდა ამისა , თევზი შეიცავს A,D,E,B ჯგუფის ვიტამინებს,ფოსფორს, კალციუმს,კალიუმს, მაგნიუმს,ფტორს და იოდს . ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა პალტუსი,ზღვის ბასი და სარდინები შეიცავენ ასევე რკინას.
თავიდან უმჯობესია თევზის მზა ,ქილის პიურები შევარჩიოთ , რომელშიც თევზის გარდა ბოსტნეული და ბურღულეული შედის. თუ ძალიან გინდათ სახლში მოუმზადოთ თქვენს პატარას –კარგად მოხარშეთ თევზი,გაატარეთ საცერში ან ბლენდერში და ბოსტნეულში აურიეთ. ასეთი კერძი უფრო ადვილად მოსანელებელია ჩვილისთვის. პირველ ჯერზე შეარჩიეთ უცხიმო სახეობის თევზი –ხეკი,ვირთევზა,ქარიყლაპია,კობრი და ა.შ.
8 თვის ასაკში ბავშვი ჭამს 5–ჯერ დღეში. პირველი დილის კვება ისევ დედის რძე ან ხელოვნური ნარევია; მეორე კვება– ფაფა,ხაჭო,ხილფაფა ან წვენი; სადილი – ბოსტნეულის, ხორცის ან თევზის პიურე, კვერცხის გული და ხილის წვენი; სამხარი– იოგურტი,ორცხობილა, ხილფაფა და ვახშამზე – მაწონი.
თქვენს პატარას უკვე შეუძლია ჭიქის ხელში დაჭერა და პატარა ულუფების ყლაპვა. არ გამოტოვოთ ეს მომენტი და ბოთლის მაგივრად ჭიქით შესთავაზეთ საყვარელი წვენები.
11 თვიდან დააკავეთ ხელში კოვზი, ამ ეტაპზე ის მხოლოდ თეფშში ჩაყოფს მას , მაგრამ რამოდენიმე თვეში უკვე ისწავლის კოვზით საჭმლის დაგემოვნებას. თუ თქვენმა პატარამ არ იცის კოვზის ხმარება –არც ეს არის პრობლემა. პოპულარული კულინარიული ტრენდი finger food–ი ( "თითებით ჭამა') ამტკიცებს , რომ პატარასთვის ხელით ჭამა მარტო მოდა კი არ არის,სასარგებლოც არის : კვების ასეთი მეთოდი ხელს უწყობს ზედმეტი წონის პროფილაკტიკას , აუმჯობესებს მოტორიკას და ხელს უწყობს ბავშვის ზოგად განვითარებას..

2
2