top of page

  დრო და დრო ყველა მშობელს უწევს ამ პრობლემასთან შეხება. ზოგი უცებ აფთიაქში გარბის სიცხის დამწევი საშუალებების შესაძენად , ზოგი კი – "გამოცდილი და უსაფრთხო" ხალხური მედიცინის იმედით ებრძვის ტემპერატურას. ამ დროს კი  მაღალი ცხელების მკურნალობაში არსებობს ოქროს შუალედი! არსებობს საფუძვლიანი და ადეკვატური მიზეზები, როგორც მედიკამენტების გამოყენებისთვის , ასევე მათზე უარის სათქმელად.

 

სცენარი #1. როგორ დავწიოთ ტემპერატურა მედიკამენტების გარეშე?

 

ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში და მით უმეტეს ბავშვის ორგანიზმში , მუდმივად მიმდინარეობს ორი ფიზიოლოგიური პროცესი – სითბოს წარმოება და სითბოს გაფრქვევა. ზოგჯერ, მაგალითად, ინფექციების დროს, სითბოს წარმოება ძლიერდება – და მაშინ ჩვენ ვიღებთ არა 36,6° С , არამედ გაცილებით უფრო მაღალ ტემპერატურას.

 

იმისთვის , რომ ტემპერატურა ფიზიოლოგიურ ნორმამდე დავწიოთ, შეგვიძლია ორივე ამ პროცესზე ზემოქმედება,როგორც სითბოს წარმოების შენელებით,ასევე სითბოს გაფრქვევის გაზრდით. 

 

მოქმედებები, რომლებიც სითბოს წარმოების შენელებას უწყობენ ხელს:

 

  • წოლითი რეჟიმი . (გასაგებია, რომ როცა ბავშვი დახტის და დარბის, მისი სხეული უფრო მეტ სითბოს გამოიმუშავებს, ვიდრე მაშინ როცა ის მშვიდად წევს.)

  • კვების რაციონის შემცირება. (როცა ბავშვი აქტიურად გადაამუშავებს საკვებს, სითბოს წარმოება მკვეთრად იზრდება,და პირიქით – საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მინიმალური დატვირთვისას ,ტემპერატურაც ბუნებრივად იკლებს).

  • ცხელი საკვების ნაცვლად , შეგრილებული სასამელი ან საკვები.(ცხელი საკვები ან სითხე ათბობს სხეულს, გრილი კი – პირიქით, ეხმარება ზედმეტი  სითბოს გაფრქვევაში).

 

მოქმედებები, რომლებიც სითბოს გაფრქვევას აძლიერებენ;

 

  • გრილი და ნოტიო ჰაერი ოთახში. ( საქმე იმაშია, რომ ადამიანს შეუძლია ჩაისუნთქოს ნებისმიერი ჰაერი, მაგრამ ამოისუნთქავს ყოველთვის იმ ტემპერატურის ჰაერს, რომელიც შეესაბამება მისი სხეულის ტემპერატურას. იმისათვის , რომ დავათბოთ  ჰაერი ჩვენს ორგანიზმში ,უნდა მივცეთ მას ეს სითბო. შესაბამისად, თუ ბავშვი სუნთქავს გრილ და ნოტიო ჰაერს, შიგნით ორგანიზმში ჰაერის გასათბობად ის ფიზიოლოგიურად მოიხმარს მისი სხეულის სითბოს და აგდებს ტემპერატურას). ოპტიმალური ტემპერატურა ოთახში , რომელშიც ბავშვი იმყოფება +18 ° С , ტენიანობა – 60–70%. არ არის სავალდებულო , რომ ბავშვი გაყინოთ. ჩააცვით თბილად, დააფარეთ პლედი , რომ კომფორტულად იგრძნოს თავი – მთავარია ოთახში იყოს გრილი და ნოტიო ჰაერი.

  • აქტიური ოფლდენა. ( უმეტეს წილად ოფლის გამოყოფის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი აგდებს ყველაზე მეტ სითბოს. ოფლის გამოყოფას აძლიერებს დიდი რაოდენობით სითხის მიღება.)

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხერხი არის სავსებით ეფექტური და მედიკამენტოზური თერაპიის საკმაოდ გონივრული ალტერნატივას წარმოადგენს მაღალი ტემპერატურის დროს.

 

 

გაიოფლეთ სწორად: ჯერ –წყალი, შემდეგ –ჟოლო !

 

მაღალი ტემპერატურის დროს დიდი რაოდენობით სითხის მიღებისას , ყურადღება უნდა მიექცეს იმას , თუ რას ვაძლევთ ბავშვს სითხის სახით. მშობლების სტანდარტულ შეცდომას წარმოადგენს ის , რომ მათ კარგად არ ესმით თუ რომელი სასმელი უნდა დავალევინოთ ბავშვს იმისთვის, რომ ის გაიოფლოს. მაგალითად, ყველაზე პოპულარული სასმელი სიცხის დროს არის ჟოლოს ჩაი. მოდით განვიხილოთ ეს დეტალურად:  ერთის მხრივ – ჩაი ,რომელიც არის შარდდმდენი , და მეორეს მხრივ – ჟოლო, რომელიც ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს. რა ხდება ამ ჩაის მიღების შემდეგ ბავშვის ორგანიზმში? ჩაის და ჟოლოს ზემოქმედების შედეგად ბავშვი აქტიურად შარდავს და იოფლება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურისგან ისედაც  შესუსტებული ორგანიზმის გაუწყლოვანება.

 

სანამ ბავშვი დაიწყებს გაოფლვას, მისი ორგანიზმი ჯერ უნდა დაიტვრთოს საკმარისი რაოდენობის  სითხით. ამისთვის იდეალურია წყალი და ტკბილი კომპოტები. და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ბავშვის ორგანიზმი მიიღებს დიდი რაოდენობით სითხეს , შეიძლება მივცეთ ის სასმელები , რომლებსაც აქვთ ოფლმდენი თვისებები. მაგალითად, ზემოთ ნახსენები ჟოლოს ჩაი.

 

რატომ არ შეიძლება სიცხიანი ბავშვის ცივ წყალში ჩასმა?

 

ადამიანები, რომლებსაც კარგად ახსოვთ სკოლის ფიზიკის კურსი, ალბათ იფიქრებენ თუ გრილი და ნოტიო ჰაერით სუნთქვა სასარგებლოა მაღალი ტემპერატურის მქონე ბავშვისთვის, მაშინ რატომ არ შეიძლება ბავშვის ცივი წყლით სავსე აბაზანაში ჩასმა? ფიზიკის კანონი გვეუბნება , რომ  მაღალი ტემპერატურის მქონე სხეული უფრო სწრაფად გადასცემს სითბოს ნაკლები ტემპერატურის მქონე სხეულს (ამ შემთხვევაში ნივთირებას).

 

მაგრამ არსებობს ერთი "მაგრამ"! საქმე იმაშია , რომ როცა ბავშვის კანი ეხება რაიმე ცივს ( ნივთს ან, როგორც ჩვენს შემთხვევაში –წყალს)– იმ წუთასვე ხდება კანის სისხლძარღვების სპაზმი. ეს იმას ნიშნავს , რომ  როცა თქვენ ჩასვამთ ბავშვს ცივ წყალში, თქვენ რა თქმა უნდა დასწევთ კანის ტემპერატურას, ზუსტად ამ  სისხლძარღვების სპაზმის ხარჯზე ( ისინი "ჩაიკეტება" და არ გასცემენ სითბოს).  საშიში ის არის , რომ ეს მანევრი დასწევს კანის ზედაპირულ ტემპერატურას , მაგრამ ორგანიზმის შიგნით ,პირიქით , ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს.  რაღაც პერიოდის განმავლობაში სითბო ვერ გამოაღწევს კანიდან გარეთ . შედეგად მივიღებთ იმას , რომ შინაგანი ორგანოების ირგვლივ კონცერტრირდება სიმხურვალე!

 

მაღალი ტემპერატურის მქონე ბავშვის  წყალში ჩასმა შეიძლება – ეს ერთ–ერთი საშუალებაა სიცხის დასაწევად (ისევე, როგორც ცივი ჰაერის სუნთქვა). მაგრამ წყალი არ უნდა იყოს ცივი! დაახლოებით – 33-35° С. ამ შემთხვევაში თქვენ საშუალებას მისცემთ ბავშვს  გადასცეს სითბო გრილ წყალს და არ გამოიწვევთ კანის ზედაპირული სისხლძარღვების სპაზმს.

 

რატომ არ შეიძლება სიცხიანი ბავშვის ძმრით და არყით დაზელვა?

 

თუ ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც "ვირუსი აიკიდა" , დავზილავთ ძმრით ან არყით , შესაძლებელია სიცხემ დაიწიოს. (ფიზიკის თვალსაზრისით , ამ პროცედურის არსი იმაში მდგომარეობს , რომ ძმრის და სპირტის ორთქლთან ერთად კანიდან ოფლი უფრო სწრაფად ორთქლდება და,  შესაბამისად, სხეულის სითბოს ნაწილიც "თან მიაქვს".)

 

მაგრამ ბავშვებთან მიმართებაში ეს პროცედურა უზარმაზარ რისკთან არის დაკავშირებული! იმიტომ , რომ ბავშვის კანიდან ძმრის მჟავა და სპირტი აქტიურად ხვდება სისხლში. და რაც უფრო პატარა ასაკის არის ბავშვი , მით უფრო მძიმეა ინტოქსიკაცია! და რაც უფრო მშრალია კანი ( სიცხე, ცხელება )– მით უფრო სწრაფად იწოვს სისხლი შხამს.  თუ თქვენ მაინც დაზელთ პატარას ძმრით ან არყით , სავსებით შესაძლებელია , რომ ძმრის მჟავის ან სპირტით სერიოზული ინტოქსიკაციით მოხვდეთ კლინიკაში. ღირს კი გარისკვა?

 

მმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ბავშვის დაზელვა შესაძლებელია მხოლოდ წყლით და სხვა არანაირი სითხით ! ვინაიდან წყლის ტემპერატურის გამტარიანობა უფრო მაღალია ვიდრე ჰაერის , წყლით დაზელვით სრულიად შესაძლებელია გავზარდოთ ბავშვის სითბოს გაცემის უნარიანობა. მაგრამ არავითარ  შემთხვევაში სპირტით ან ძმრით!  მხოლოდ და მხოლოდ  თბილი წყლით , წყლის ტემპერატურა უნდა იყოს  32-34° С.

 

ნაბიჯი მედიკამენტოზური თერაპიისკენ ?

 

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეს მეთოდი სიცხის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან ეფექტურია! მათი მეშვეობით სავსებით რეალურია სწრაფად  1-1,5° С –ით ტემპერატურის დაკლება. უმეტეს შემთხვევაში ეს საკმარისია იმისთვის , რომ ორგანიზმა უკვე დამოუკიდებლად დაიწყოს "აზრზე მოსვლა" და  ინფექციასთან ბრძოლა.  და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა ამ მეთოდმა არ იმოქმედა და ტემპერატურა მაინც მატულობს – მხოლოდ ამ შემთხვევაში და არა მანამდე, შეგვიძლია გადავიდეთ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

           

 

       

 

      

    

     

  

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს
როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page