
ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

პირველმა დაბადების დღემაც ჩაიარა. მთავრდება ჩვილობის პერიოდი და ბავშვობა იწყება. სამი უ მთავრესი უნარი – სიარული, ლაპარაკი და ფიქრი – დაეხმარება მას, რომ ბავშვობა მხიარული იყოს. ერთიდან ორ წლამდე –ეს ის დროა ,როცა უამრავ ექსპერიმენტს და აღმოჩენას აკეთებს. პატარა მკვლევარი გაუთავებლად დარბის სახლში, თითქოს ბორბლებზე იყოს,არაფერი გამოეპარებაა და ცდილობს ყველაფერზე,რაც კი შესაძლებელია ხელი მიუწვდეს.
12-15 თვე
ფიზიკური განვითარება
-
დადის დამოუკიდებლად, თან იყენებს გადაადგილების სხვადასხვა მეთოდებს – ხოხვით,გვერდზე ან ტაკოზე ჯდომით,
-
ხშირად ეცემა, სირბილი და ხტუნვა ჯერ არშეუძლია.
-
კიბეზე ცოცავს , ჩამოდის უკუღმა.
-
შეუძლია ადგომა და გავლა.
-
ბურთს ისვრის ხელებით.
მნიშვნელოვანი უნარები.
უკვე დამოუკიდებლად, მაგრამ ჯერ მყარად ვერ დადის და ხშირად ეცემა. ამბობს რამოდენიმე სიტყვას მთლიანად და მარცვლებს. ჭამის დროს იყენებს კოვზს.
გეგმიური ვაქცინაცია
ყბაყურა–წითელა–წითურა
B–ჰეპატიტის მეოთხე ვაქცინა
კვება.
დაახლოებით 1 წლის ასაკისთვის პატარებს უჩნდება დამოუკიდებლად ჭამის სურვილი. ჭამის დროს ისინი ცდილობენ კოვზით საკვების აღებას. ამ პირველი მოუხერხებელი მცდელობებით ,რა თქმა უნდა საჭმელი პირამდე ვერ აღწევს და იატაკზე იყრება, მაგრამ შენ მაინც მხარი დაუჭირე მის ინიციატივას .როცა ინტერესი არის სწავლაც უფრო მალე და ეფექტურად ხდება.






ქცევითი უნარები
-
სეირნობის წინ ცდილობს ჩაცმას. თუმცა ბევრ ბავშვს შეიძლება არ მოსწონდეს ჩაცმის პროცესი.
-
შეუძლია ბოთლის დაჭერა და დამოუკიდებლად ჭამა.
-
უყვარს კარადების გახსნა და შიგთავსის ამოყრა
-
სცნობს ადამიანებს სახელებით და მიუთითებს მათზე
-
ხვდება საგნებს შორის კავშირს, უსადაგებს მათ შესაფერის სახურავებს, აშენებს კუბიკებით.


ლაპარაკის განვითარება
-
იცის 6 სიტყვამდე , ამბობს სიტყვებს ნაწილ–ნაწილ: "კა–ტა", "მო–მე",
-
ამბობს "არა"–ს , რომელსაც თან ახლავს მიმიკა და ჟესტები
-
ცხოველების ხმების იმიტაციას აკეთებს :– "მიაუ", "ავ–ავ"