top of page

ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

2 თვე
3 თვე

თუ შენ ჯერ კიდევ არ აგილაგებია და შეგინახავს ქვედა თაროებიდან ან უჯრებიდან სახიფათო ნივთები, არ შეგიძენია ელექტრო შესაერთებლების ან მაგიდის კუთხეების დამცავი საშუალებები – დროა ეს ყველაფერი გააკეთო. მოემზადე,შენი პატარა მკვლევარი იწყებს მოგზაურობას და ნივთების აყრა–დაყრას სახლში.  

10-12 თვე

ფიზიკური განვითარება

  • ​ მუხლებზე დგომისას ,შეუძლია დაჯომა და ადგომა;

  •  საყრდენის გარეშე შეუძლია დგომა,დგამს პირველ ნაბიჯებს,დადის გაუბედავად,ფართო ნაბიჯით , ხშირად ეცემა;

  • კარგად ზის სკამზე;

  • კარგად ხოხავს (უმრავლესობა, თუმცა ყველა არა);

  • ხოხვით ადის კიბეზე; ქვევით ჯერ ვერ ჩამოდის;

  • ხოხვით გადადის დაბრკოლებებზე;

  • თამაშობს მცირე ზომის საგნებით (გადამალეთ ყველაფერი , რისი გადაყლაპვაც შეუძლია);

  • ანვითარებს ორი თითით (დიდი და საჩვენებელი თითებით) მცირე ზომის საგნების აღების ტექნიკას ;

 

 

 

მნიშვნელოვანი უნარები.

სწავლობს საგნებზე გადაძრომას და საყრდენის ირგვლივ სიარულს.დამოუკიდებლად დგას ორივე ფეხზე. ამბობს პირველს სიტყვებს;"დედა","მამა","მომე". იცის "არა"–ს მნიშვნელობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიკლინიკა

  • პედიატრი

  • ნევროლოგი

  • ქირურგი

  • ორთოპედი

  • ოტო–რინო–ლარინგოლოგი

 

გეგმიური ვაქცინაცია

ყბაყურა–წითელა–წითურა

 

კვება. 

7 თვიდან დამატების მიცემა უკვე აუცილებელია, თავიდან ეს შეიძლება იყოს ხილის ფაფები და წვენები, შემდეგ შემოდის სხვა პროდუქტები. მიუხედავად იმისა , თუ როდის დაიწყე დამატება – თანმიმდევრობა მაინც უნდა დაიცვა.

 

12 თვეზე შენმა პატარამ უნდა მიიღოს 200 გრ–მდე რძის ფაფა და ბოსტნეულის პიურე, 60-70 გრ ხორცის პიურე ,200 გრ მაწონი, 50 გრ–მდე ხაჭო, ასევე პური ,ქარაქი და ირცხობილა.

 

პიურეების გარდა, 11–12 თვისთვის უნდა მიიღოს მყარი საკვებიც – ვაშლი , ორცხობილა და "პეჩენია"(ნაკლებად ტკბილი). ეს საჭიროა კბილების და თანკბილვის სწორი განვითარებისთვის.

 

კბილების მოვლა

კბილების გახეხვა უნდა დავიწყოთ პირველი კბილის ამოსვლისთანავე. როგორც კი კბილი ამოუვა გააცანი მას კბილის ჯაგრისი. ჯაგრისი უნდა იყოს პატარა ზომის და რბილი.

 

თუ პატარა გეწინააღმდეგება , გამოიყენე თითიზე დახვეული ბინტი და იმით გაუწმინდე პირის ღრუ. კბილის პასტა შეგიძლია ჯერ არ გამოიყენო , მაგრამ შენ თუ გინდა ძალიან ცოტა დაადო ბინტს. გამოიყენე მხოლოდ საბავშვო პასტები. ფთორის შემცველი კბილის პასტები ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქცევითი უნარები

  • იცის სიტყვების "არა" და "არ შეიძლება"–ს მნიშვნელობა;

  • ამბობს ორმარცვლიან სიტყვებს "დედა","მამა"; იცის მათი მნიშვნელობა; სწორად უსადაგებს მათ ამ ადამიანებს;

  • საჩვენებელი თითით მიანიშნებს საგნებზე;

  • იცის ჟესტები, ხელს იქნევს დასამშვიდობებლად;

  • იცის მიმანიშნებელი სიტყვების მნიშვნელობა. სიტყვაზე "წავიდეთ" –კარისკენ იყურება;"ვითამაშოთ" –უყურებს სათამაშოებს. დედის ხსენებაზე მშვიდდება.

  • ახსოვს სად არის სათამაშო , თუ მას დამალავთ. აცნობიერებს , რომ საგნები მაშინაც არსებობენ, როცა მათ არ ხედავს.

  • თამაშობს და ალაგებს კუბიკებს ერთმანეთზე.

  • ვლინდება დომინანტური ხელი: გაირკვევა  შენი შვილი მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე (ცაცია) .

  • ჩაცმისას ცდილობს ხელი გაუყაროს სახელოში.

  • შეუძლია სათამაშოების დახარისხება,წიგნების გადაფურცვლა, აწყობს პირამიდას სამი რგოლისაგან.

  • მოსწონს ჭურჭლით თამაში და ქვაბების სახურავების ბრახუნი , ნივთების ჩალაგება –ამოლაგება,

 

 

 

 

 

 

10-12 თვე
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page