top of page

ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

2 თვე
3 თვე

7-9 თვემდე შენი პატარა რადიკალურად იცვლება. ის უკვე ნაკლებად ითხოვს  ხელში აყვანას , თითქმის მთელ დღეს ხოხვაში და სამყაროს შეცნობაში ატარებს. სიმაღლეში ნაკლებად იზრდება , თუმცა დღითიდღე ახალ–ახალ უნარებს იძენს : ზის დახმარების და საყრდენის გარეშე, ხოხავს და დამოუკიდებლად წამოდგომასაც ცდილობს. 8–9 თვისთვის შეიძლება "დედა" და მამაც" წარმოთქვას.

7–9 თვე

ფიზიკური განვითარება

  • ​ ზის გამართულად, დახმარების და საყრდენის გარეშე; შეუძლია დამოუკიდებლად დაჯდომა;

  • მჯდომარე პოზიციიდან იხრება წინ , სათამაშოსკენ;

  • ხოხავს;

  • დგას ავეჯზე ან კედელზე დაყრდნობით;

  • შეუძლია მცირე ზომის საგნების აღება,დიდი და საჩვენებელი თითებით;

 

 

 

ქცევითი უნარები.

  •  ყოველთვის აქვს რეაქცია, როცა სახელით მიმართავენ;

  • აგდებს სათამაშოს ძირს,რათა დაინახოს როგორ დავარდება;

  • მუსიკაზე ხტუნავს;

  • აგორებს ბურთს;

  • ითვისებს ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა "ჩადება–ამოღება"; ალაგებს პატარა საგნებს დიდებში , შემდეგ იღებს იქიდან; თამაშობს ყუთებით;

  • ენის მეშვეობითადგენს მარცვლებს ხმოვანი და თანხმოვანი ბგერებისაგან ; 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიკლინიკა

  • პედიატრი

  • ორთოპედი

კვება. 

პედიატრების უმრავლესობა გვირჩევს 6 თვიდან დამატებითი კვების მიცემას. ამ დროისთვის ბავშვი უკვე თვითონ გამოხატავს ინტერესს მყარი საკვებისადმი; უყურებს პირში უფროსებს , იღებს მაგიდიდან ნამცეცებს და პირში იდებს.

 

9თვიდან პატარა უკვე ცდილობს დამოუკიდებლად ჭამას, შეუძლია პირში ჩაიდოს საკვები (ბანანი ან მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო). სწავლობს ტუჩების გამოწევას და ჭიქიდან დალევას.

 

თუმცა , დამატების მიცემა არ უნდა გახდეს ბუნებრივი კვების შეწყვეტის საბაბი. შენი პატარა ჯერ კიდევ საჭიროებს დედის რძეს და მისი შეწყვეტა არ არის მიზანშეწონილი.

 

მოსალოდნელი პრობლემები:

 

 

ტემპერატურა

ტრავმები დაცემისას

ყაბზობა ან ფაღარათი

ალერგია საკვებზე

 

 

 

 

 

 

 

 

მნიშვნელოვანი უნარები

მთავარი, რასაც შენი პატარა 7–9 თვემდე სწავლობს ეს არის–დამოუკიდებლად ჯდომა,ხოხვა და დგომა. ზოგიერთ ბავშვს ძალიან უყვარს ხოხვა, ზოგი კი საერთოდ არ ხოხავს და პირდაპირ დგება.

 

მცირე მოტორიკის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს დიდი და საჩვენებელი თითებით საგნების აღება (ე.წ. "პინცეტური ჩაჭიდება") წარმოადგენს.

 

საუბრის განვითარებაში მთავარი მიღწევა ის არის, რომ პატარა ცდილობს ენის ჩართვას ბგერების წარმოთქმაში. მას უკვე შეუძლია თანხმოვანი ბგერების და მარცვლების წარმოთქმა. ბავშვები ამ ეტაპებს ერთი თვით ადრე ან ერთი თვით უფრო გვიან გადიან ასე, რომ სანერვიულო არაფერია.

 

 

 

 

 

 

7-9 თვე
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page