top of page

ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

 დაბადებიდან 4 კვირამდე შენი პატარა ახალშობილად ითვლება. ამ თვეს ის ძილში და ჭამაში ატარებს და ვერც კი გამჩნევს.ის ჯერ კიდევ თოთოა, დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია და შენი დახმარება ჭირდება

ახალშობილი (0–დან 28–დღემდე)

ახალშობილის  ქცევები.

პირველ თვეს პატარა ძირითადად წოლაში ატარებს: ან საწოლში ან ხელში. მას უყვარს ,როცა არწევენ,ხელში ან სლინგში ყავთ ,აჭმევენ მოთხოვნისთანავე.მოსწონს ,როცა დედა გვერდითაა და სიამოვნებს მისი ხმა.

ჩვილის ქცევები რეფლექტორულია. მოქმედებები მიმართულია იქითკენ , რომ მიჯაჭვულობის გრძნობა გამოიწვიოს: ტირის , რომ ხელში აიყვანონ, ტუჩებით ეძებს ძუძუს.

მხედველობა და სმენაც სუსტია. საგნებს ხედავს დაბინდულად ,20–25 სმ მანძილზე. დასათვალიერებლად საყვარელი საგნებია– სახეები და მკაფიო,სწორი გეომეტრიული ფიგურები.სუსტი სმენის გამო შენს პატარას არ ეშინია ხმამაღალი ხმების,ხმაური არ უშლის დაძინებაში და არ აქცევს მას ყურადღებას.

ძუძუთი კვება.

პირველ თვეს ძუძუს წოვის სიხშირე ძალიან დიდია.გარდა ამისა, დედის მკერდს ბავშვის ფსიქიკისთვის დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. ამიტომ ფაქტიურად გამოდის, რომ პატარას ყოველ წამოტირებაზე უნდა მისცე ძუძუ.

 

თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა , ისიც პირველივე "მოთხოვნისთანავე" უნდა კვებო, დოზა კი შენი პედიატრის რეკომენდაციით უნდა გამოთვალო. 

 

ყოველი კვების შემდეგ , რძის გარკვეულ რაოდენობას ახალშობილი წამოაქაფებს. თუ შენ  გეშინია , რომ მან მთელი კვება ამოიღო, ჩაატარე მარტივი ტესტი. დაასხი ერთი სუფრის კოვზი რძე მაგიდაზე და შეხედე მის ზომას.შემდეგ შეადარე ის შენი ბავშვისმიერ წამოქაფებულ რაოდენობას.თუ ის ერთ სუფრის კოვზს არ აღემატება – სანერვიულო არაფერია.

 

 

 

ძილი.

ახალშობილს სძინავს დაახლოებით 16-18 საათი დღე–ღამეში,სძინავს განრიგის გარეშე, ქაოტურად და უმეტესად დღისით. მას შეუძლია გაიღვიძოს და დაიძინოს ნებისმიერ დროს დღე და ღამის განმავლობაში, რაც მშობლებს დისკომფორტს უქმნის.

 

იმისთვის ,რომ ღამე იყოს მშვიდი ერთობლივი ძილი და ძუძუს პირველივე "მოთხოვნით" მიცემა დაგეხმარება.

 

ძილის დროს, განსაკუთრებით კი როცა ახალშობილი ნაჭამია,შეიძლება მის სახეზე ღიმილი გამოჩნდეს , ამას კიდევ "მაძღარ" ღიმილს ეძახიან. ნამდვილ , გაცნობიერებულ ღიმილს კი 2 თვიდან უნდა ელოდო.

 

 

ფსიქოლოგიური განვითარება.

პირველ თვეს ჯერ თქვენი პატარა ვერ წარმოთქვამს ბგერებს და "აღუ"–მდეც ჯერ დიდი დროა. ხშირ შემთხვევაში ის ტირის, როცა რამე არ მოსწონს და სძინავს , როცა კმაყოფილია.

ახალშობილს ახასიათებს ფსიქიკის რამოდენიმე მდგომარეობა: 

მშვიდი ღვიძილის (ინტერაქტიური სიმშვიდე) – პატარას ღია აქვს თვალები, გამოხედვა ნათელი.ხელები და ფეხები მშვიდად უდევს.ყურადღება მიმართული აქვს იმაზე, რაც წინ უდევს. ეს მდგომარეობა ყველაზე შესაფერისია კომუნიკაციისთვის და სწავლისთვის.

აქტიური ღვიძილი–გავს მშვიდ ღვიძილს, მაგრამ მოძრაობები უფრო აქტიურია ,ყურადღება მიმართულია საკუთარ თავზე და მოქმედებებზე. ის ერთობა საკუთარი მოძრაობებით.

ძილიანობა – ქუთუთოები უთრთის და თითქმის დახურულია, ყურადღება მოდუნებულია. ამ მდგომარეობიდან ის გადავა ან ძილში , ან გაიღვიძებს. 

ზედაპირული ძილი–ბავშვს ძინავს, მაგრამ სახე და კიდურები უცახცახებს, სუნთქვა – არასწორი, ხელ–ფეხი მიბჯენილი აქვს სხეულზე.

ღრმა ძილი–ბავშვი მოდუნებული, ხელ–ფეხი თავისუფლად უდევს,სუნთქვა სწორი და მშვიდი.

 

 

 

 

 

 

 

სეირნობა.

დაბადებიდან მესამე დღეს,ანუ სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ – შესაძლებელია სეირნობის დაწყება. ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, თუ ტემპერატურა (–5)–ზე დაბალია ,ჩააცვი მას თბილად , შეფუთე ის და გაიყვანე სასეირნოდ. პერიოდულად გაუსინჯე მას ცხვირი, თუ ცხვირი ცივი აქვს – ესე იგი შენს პატარას სცივა. გაიყვანე დღეში 3–ჯერ , 15–20 წუთით.

თუ ზაფხულია და ძალიან ცხელა – შეარჩიე შედარებით გრილი ადგილი და დაიცავი პატარა მწერებისგან. დაუშვებელია  პირდაპირი მზის სხივების მოხვედრა ჩვილისთვის.

სეირნობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით ერთ საათს დღეში. კარგია თუ შენს პატარასთან ერთად გაისეირნებ ,თუ არა და შეგიძლია ის აივანზე ან ვერანდაზე გაიყვანო.

 

 

მოსალოდნელი პრობლემები:

 

ბავშვის უარი ძუძუთი კვებაზე

ჭიპის ჭრილობის ანთება

პირღებინებები და წამოქაფება

რძის ნაკლებობა

ნაწლავური კოლიკა და შებერილობა

 

 

 

 

 

 

 

ახალშობილი ჯერ კიდევ საშვილოსნოში მყოფს გავს. მისი სხეული,ხელები და ფეხები ცდილობენ ის მდგომერობა დაიკავონ, რომელიც ჰქონდათ დედის მუცელში. კანქვეშა ცხიმი განუვითარებელია, სახე კი შეშუპებული.

ახალშობილის კუნთები ისეთი სუსტია , რომ ის თავს ვერ იჭერს.მაგრამ ამავე დროს ისინი რეზინასავით არიან , ამიტომ კიდურები სხეულთან  აქვს ახლოს მიტანილი. ხანდახან შეიძლება კუნთების კანკალი გამოვლინდეს.

 

ხელები მუშტებად აქვს შეკრული და მჭიდროდ აქვს მიტანილი სხეულთან. ეს ნორმალურია, ჰიპერტონუსი 3 თვისთვის გაივლის.

 

1 თვემდე პატარას მკვეთრად აქვს გამოვლენილი ახალშობილთა რეფლექსები: წოვის,ყლაპვის, ხოხვის და ა.შ. ზოგიერთი მათგანი მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩება, ზოგი კი სამი–ოთხი თვისთვის გაქრება. 

ახალშობილი
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page