
ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

ხუთიდან ექვს თვემდე – ეს გარდამავალი ეტაპია ბავშვის განვითარებისთვის. ჩვილების უმრავლესობა ამ დროს ზურგზე წოლი ს პასიურ მდგომარეობას გადალახავს და იწყებს აქტიურად კოტრიალს, გადაბრუნება–გადმობრუნებას , ცდილობს ხოხვას და ჯდომას.
5 თვე
მნიშვნელოვანი უნარები.
ბავშვების უმრავლესობა ამ დროისთვის უკვე თავისუფლად ჯდება საყრდენით , მაგალითად საკვებ სკამში. ეს ახალი მდგომარეობა საშუალებას აძლევთ მათ სულ სხვაგვარად, გაცილებით საინტერესოდ, შეხედონ საგნებს, დედას კი შეუძლია უკვე უფრო დიდი ხნით დატოვოს პატარა და მისცეს მას დამოუკიდებლად თამაშის საშუალება.
ქცევითი უნარები.
ეტლში თუ სკამში ,შენი პატარა უკვე მყარად ზის. ის ცდილობს წინ წამოწევას , უფრო ვერტიკალურად დაჯდომას და ხელის გაწოდებას. დედიკო და მამიკო თუ არ დაეხმარება, იწყებს ყვირილს.
ხმოვანი ტირადები სულ უფრო და უფრო გრძელი და მრავალფეროვანი ხდება. ზოგი ცდილობს თანხმოვნების წარმოთქმას და "და–და" ან "ბა–ბა" გამოსდით.
თამაშისას , მისი მოქმედებები უფრო მიზანმიმართულია, უფრო დიდ ხანს სწავლობს სათამაშოებს და უგონებს მათ დანიშნულებას.
ბავრს ამ ასაკში ეჭრება კბილები. მათ ამოჭრას წინ უძღვის , თეთრი ნადების წარმოქმნა შიგნიდან ღრძილებში , რომელიც თანდათან დიდდება და ქავილის სახით დისკომფორტს უქმნის შენს პატარას. აი რატომ მიაქვს მას ყველაფერი პირში და იქავებს ღრძილებს.
იმისთვის , რომ კბილების ამოჭრა გაუადვილდეს , უყიდე მას სპეციალური "კბილების ამომჭრელი" სათამაშო. არსებობს სპეციალური რგოლები თხევადი შიგთავსით. სანამ ბავშვს მისცემ, საჭიროა მათი რამდენიმე წუთით მაცივარში მოთავსება.
სათამაშოები ხუთი თვის ასაკის ბავშვისთვის.
-
ნებისმიერი ნათელი , კონტრასტული საჩხარუნოები რგოლის ფორმის და სახელურიანი საჩხარუნოები
-
მრავალფუნქციური ფერადი ბურთები.
-
დიდი ზომის , სპეციალური სავარჯიშო ბურთი
-
განსავიათარებელი ხალიჩაგანსავითარებელი რკალი
-
მრავალფუნქციური ფერადი ბურთები.
-
ე.წ. "მობილი"
-
განსავიათარებელი ხალიჩა
-
განსავითარებელი რკალი
კვება.
მიუხედავად იმისა ბუნებრივ კვებაზე გყავს თუ არა , მაინც დადგა ის დრო როცა დამატების მიცემა აუცილებელია. სანამ დამატებით კვებაზე გადახვალ , აუცილებლად გაიარე კონსულტაცია პედიატრთან.




მოსალოდნელი პრობლემები:
ტემპერატურა
ღრძილების ქავილი
ყაბზობა ან ფაღარათი
ალერგია

დამოუკიდებლად ჯდომის უნარი უცებ არ ვითარდება. როგორც კი ძლიერდება ხერხემლის ქვედა ნახევრის კუნთები, პატარას უფრო და უფრო ნაკლები საყრდენი და დახმარება ჭირდება . ჯდომისას , თანდათან ბავშვი წინ კი არ ეცემა – გვერდზე გადაგორდება ხოლმე, სანამ ვესტიბულარული აპარატის მუშაობა არ გაუმჯობესდება და ის შეძლებს ხელებით დაიჭიროს საკუთარი სხეულის წონა.
მეექვსე თვეზე უკვე თავისუფლად ტრიალდება მუცლიდან ზურგზე და პირიქით. თუ ბავშვს საწოლის კიდესთან დავაყენებთ , ის შეძლებს საწოლის გვერდებზე დაყრდნობით, რამოდენიმე ხნით ფეხზე დგომას.
ზურგზე წოლისას ის ფეხების ბიძგითი მოძრაობებით ცდილობს ხოხვას. ეს უკეთესად და უფრო მალე გამოსდით საშუალო წონის ბავშვებს.


