top of page

ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

შენი პატარა უკვე 1 თვისაა! გილოცავ , შენ უკვე შეგიძლია აღნიშნო პირველი მრგვალი თარიღი, მისთვის კი სამყაროს გაცნობის ეტაპი დგება. ის უკვე ახალშობილი კი არა, სრულყოფილი ჩვილია.

1 თვე

მნიშვნელოვანი უნარები.

მეორე თვისთვის შენი პატარა უკვე იწყებს სამყაროს გაცნობას. თუ პირველ თვეს ის მხოლოდ ჭამდა, ტიროდა და ეძინა, ახლა უკვე იცის თვალების გახელა და  ხელების გაშლა. ის უკვე არ გავს საშვილოსნოში დაკეცილ ემბრიონს. ამ პერიოდში ის ამყარებს მხედველობით კონტაქტს დედასთან და სხვა ახლობლებთან.

ქცევები.

მეორე თვისთვის პატარა ცდილობს ემოციების გამოხატვას ხმის მეშვეობით. თუ აქამდე ის გაუცნობიერებლად ყვიროდა,რაც ნიშნავდა იმას , რომ ის უკმაყოფილოა,ახლა უკვე მას შეუძლია კარგ ხასიათზე ყოფნისას "დაგელაპარაკოთ". ბევრი ჩვილი ერთიდან–ორ თვემდე უკვე ამბობს "აღუ'–ს.

ერთი თვისას ის უკვე არჩევს მშობლების ხმას, გამოსცემს სიგნალს ხმით და ელოდება პასუხს. ზოგჯერ უკვე შეიძლება პირველი ღიმილის შემჩნევა. თუ ბავშვი ყვირის ან ტირის ,სწრაფადვე მიდი ,  აიყვანე ხელში და გულთან მიიკარი. ის ასე თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობს.

ამავე დროს, ჩვილს უჩნდება შიშის რეაქცია ხმაღალ ხმებზე, რაც არ ახასიათებს ახალშობილს. ხშირად შიშს თან ახლავს მოროს რეფლექსი – პატარა შლის ხელებს განზე, თითქოს ცდილობს რაღაცას ჩაეჭიდოს და იწყებს ტირილს. ნუ გამოცდი ბავშვს მსგავს შემაშინებელ რეაქციებზე, გაუფრთხილდი მის ნერვებს.

 მხედველობა ჯერ კიდევ არასრულყოფილია, თვალები ცალ–ცალკე მუშაობს  და სიელმეს იწვევს. მიუხედავად ამისა , ის ცდილობს გააყოლოს თვალი საინტერესო მოვლენებს მის გარშემო , უფრო ხშურად კი ადამიანებს.

 

 

 

სათამაშოები ერთი თვის ასაკის ბავშვისთვის.

  • ნებისმიერი ნათელი , კონტრასტული ფიგურები

  • შავ-თეთრი სურათები , როგორც ჭადრაკის დაფა, სპირალი, სამიზნეები. ტალღოვანი ზოლები, სახეების კონტრასტული გამოსახულებები.

  • მრავალფუნქციური ფერადი ბურთები.

  • ე.წ. "მობილი"

  • განსავიათარებელი ხალიჩა

  • განსავითარებელი რკალი

 

კვება. 

ჩვილმა უნდა იკვებოს დედის რძით. წოვათა რაოდენობა შეზღუდული არ არის , მათ შორის ღამითაც. უმჯობესია ბავშვს შენთან ეძინოს, ასე გამოძინების მეტი შანსი გაქვს და ღამეც უფრო მშვიდი იქნება.

ხელოვნურ კვებზე მყოფ პატარასაც "მოთხოვნისთანავე" აჭმევენ, ნარევის რაოდენობა თითო კვებაზე– 80–120 მლ , კვების რაოდენობა 6–ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

თუ შენ თვლი, რომ ბავშვს არ ყოფნის რძე –ნუ იჩქარებ ხელოვნური ნარევის მიცემას. აუცილებლად გაიარე კონსულტაცია პედიატრთან.

 

 

პოლიკლინიკა

ამ თვეში შენს პატარას ელის პირველი ვიზიტი პოლიკლინიკაში. პედიატრის გარდა ბავშვი  სპეციალისტებმაც უნდა გასინჯონ .

ექიმები:

 

  • პედიატრი

  • ნევროლოგი

  • ორთოპედი

  • ოფთალმოლოგი

  

 

  •  

 

გარეგნულად შენი პატარა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეს განსაკუთრებით ფოტოებზე ჩანს. სახეზე შეშუპება ნელ–ნელა ცხრება, ის კონკრეტულ ნაკვთებს იძენს. უკვე შესაძლებელია ამოიცნო თუ ვის გავს ის, ეს მსგავსება კიდევ მრავალჯერ შეიცვლება.

ჭიპის ჭრილობა უმეტეს შემთხვევაში (თუ ანთება არ განვითარდა)  ამ ასაკისთვის ხორცდება და ჭიპი უკვე ჭიპს გავს. 

კუნთების ტონუსი  დუნდება და კრუნჩხვებიც თანდათან გაივლის. მუშტები იხსნება და ხელები , რომელიც აქამდე სხეულზე იყო მჭიდროდ მიბჯენილი, ახლა უკვე საქმეშია (ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსიც იხსნება). პატარამ ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა უქნას საკუთარ ხელებს,უადგილოდ იქნევს მათ , არ შეუძლია ჩხარუნას დაკავება ან რაიმე ნივთის დაჭერა.

თავის დაჭერაც ჯერ არ შეუძლია, მას შეუძლია მხოლოდ 15–30 წამით მისი წამოწევა, როცა მუცელზე წევს. დედამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელში აყვანისას ან ტარებისას, აუცილებლად ხელით დაუკავოს თავი.

1თვე
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page