
ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

შენი პატარა უკვე ძალიან გაიზარდა. გარდა იმისა, რომ ის ერთ ან ორივე მხარეს ბრუნდება, შეუძლია სკამში ან ეტლში ჯდომა; სულ რამოდენიმე კვირაში კი დამოუკიდებლად დაჯდომას ისწავლის. პირველი კბილები კი მოსვენებას არ აძლევენ, ასე რომ , თუ ღამის კოშმარებს უკვე გადაეჩვიე, ვერ დაგამშვიდებ–წინ კიდევ ბევრი უძილო ღამე გელოდება.
6 თვე
ფიზიკური განვითარება
-
ბრუნდება ორივე მხარეს – მუცლიდან ზურგზე და ზურგიდან მუცელზე;
-
ზის საყრდენით ხელებზე ან ზურგზე;
-
ზის ეტლში ან სკამში;
-
აკონტროლებს თავის პოზიციას;
-
შეუძლია ხოხვა სწორ ზედაპირზე;
-
თამაშობს კუბიკებით;
-
იღებს საგნებს ხელის ზუსტი მოძრაობით;
-
ამოეჭრა პირველი კბილი – (6–8 თვემდე) – ქვედა ცენტრალური საჭრელი
ქცევითი უნარები.
-
სცნობს ნაცნობ სახეებს, განასხვავებს მათ უცნობებისაგან.ზოგჯერ ეშინიათ კიდეც უცხო ადამიანების, მაგ. როცა სახლში სტუმრები მოდიან.
-
აბრახუნებს ხელებით ან სათამაშოებით მაგიდაზე; უყვარს , როცა არწევენ,ჰაერში აგდებენ, ახტუნავებენ.
-
დორბლებით ბუშტებს უშვებს;
-
საუბრის იმიტაციას აკეთებს, ბურდღუნებს,მღერის,ყურადღების მისაპყრობად ხმამაღლა ყვირის
-
ხმამაღლა იცინის;
-
კბილების ამოჭრისას ჭირვეულობს და ტირის ღამით;
სათამაშოები ექვსი თვის ასაკის ბავშვისთვის.
-
აბაზანის სათამაშოები– მცურავი ფიგურები–ბურთები,ფერადი ღრუბელი ,ცხოველები და ფრინველები
-
უსაფრთხო საოჯახო ნივთები–კოვზები, ჯამები , ქვაბების სახურავები
-
სათამაშოები, რომელიც იღეჭება
-
პლასტიკის სარკე ან ქვაბი მბზინავი ძირით
-
ნახატებიანი წიგნები – ხის,წყალგაუმტარი ან კარტონის
-
კალათი ან ყუთი სათამაშოებისთვის – პატარას დააინტერესებს მისი შიგთავსი
კვება.
უკვე გამოხატავს ინტერესს უფროსების საკვებისადმი.
თუ პირველი კბილი აქვს შეიძლება გიკბინოთ ჭამის დროს, რადგან ჯერ არ იცის თავისი შესაძლებლობები




მოსალოდნელი პრობლემები:
ტემპერატურა
ღრძილების ქავილი
ყაბზობა ან ფაღარათი
ალერგია
