top of page

ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

2 თვე
3 თვე

18 თვისთვის პატარებს მძაფრად უვითარდებათ სასაუბრო, მოტორული და ინტელექტუალური შესაძლებლობები. მანამ სანამ რაიმეს მოიქმოდებდეს ბავშვს უკვე შეუძლია ,ეს წარმოიდგინოს გონებაში. ორი წლისთვის ის უკვე გებულობს ნებისმიერ ფრაზას ,რომელიც ეხება ყოველდღიურ საქმიანობას და შეუძლია კიდეც დაეხმაროს დედას მის საქმიანობაში.

18-24 თვე

ფიზიკური განვითარება

  • ​ დარბის, "დაჭერობანას" თამაშობს;

  •  ხტის ადგილზე,საფეხურიდან ხტება;

  •  სიხარულისგან ხტის;

  • ბურთს ურტყამს ფეხს და არ ცდენს;

  • დამოუკიდებლად ადის კიბეზე, მაგრამ ჩამოსვლა დამოუკიდებლად უჭირს;

 

ორი წლისთვის შენი პატარა სწავლობს სამთვლიან ველოსიპედით სიარულს, დამოუკიდებლად გადმოდის საწოლიდან, ადის სკამზე, აღებს და ხურავს კარებს. მოარიდე მას სახიფათო საგნები და ნუ დადგამს ჯამს ან ჭიქას მაგიდის კიდიდან 30 სმ–ზე უფრო ახლოს!

 

 

 

მნიშვნელოვანი უნარები.

მთავარი,რაც 2 წლისთვის ბავშვის ცხორებაში ხდება –ეს მუდმივი განვითარებადი გონებრივი შესაძლებლობებია. მათი წყალობით ბავშვი მეტს საუბრობს და მოძრაობებიც უფრო კოორდინირებული ხდება. მერყევი სიარული იცვლება სწრაფი სირბილით, თითქოს ვიღაცამ მას რეაქტიული ძრავი და ბორბლები დაუყენა. და რა თქმა უნდა შენი პატარა ცდილობს ეს ყველაფერი გამოიყენოს თამაშისას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვება. 

ორი წლისთვის მშობლების წინაშე შეიძლება თავი იჩინოს ისეთმა პრობლემამ, როგორიცაა – ბავშვის მიერ საჭმელზე უარის თქმა. ძალიანაც ნუ ინერვიულებთ ამის გამო, ნუ დააძალებთ და ნუ ჩატენით ბავშვს პირში ლუკმას. ასეთ უმადობას თავისი მეცნიერული ახსნა აქვს.

წლინახევრის ასაკში ბავშვის სიმაღლეში ზრდა კლებულობს. თუ პირველ წელს ბავშვის მასა დაახლოებით სამჯერ მატულობს, წლიდან ორ წლამდე ის მხოლოდ 30% იზრდება. ამიტომაც მას ნაკლები საკვები სჭირდება.  მით უფრო , რომ სიმაღლეში ის უფრო მნიშვნელოვნად იზრდება , ვიდრე სიგანეში , და ენერგეტიკული მარაგების სახით ის იმ ცხიმებს მოიხმარს, რომლების ჩვილობის ასაკში დააგროვა. ამიტომაც არის , რომ ამ ასაკის ბავშვებივიზუალურად "წონაში იკლებენ"

ორი წლის ბავშვის რაციონი დაახლოებით 1000-1300 კალორიისგან უნდა შედგებოდეს.. ცილების მოთხოვნილება – 2 გრ /1კგ წონაზე დღეში. იდეალურად დაბალანსირებული კვება შედგება:  50-55% – ნახშირწყლები, 35-40% –ცხიმები და 10–15% ცილებისაგან. სასარგებლოა ხშირი ჭამა, ტკბილეულობა უმჯობესია მოვარიდოთ.

10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი: ავოკადო, ლობიო,ყველი,კვერცხი,თევზი,(ორაგული, თინუსი, ვირთევზა) , კარაქი,მაკარონი,ყვიტელი ბრინჯი, ხაჭო,ინდაურის ხორცი.

 

როგორ ვაიძულოთ ბავშვი, რომ ჭამოს:

  • მოერიდე მასზე ზეწოლას. რაც მეტს აიძულებ, მით უფრო ნაკლებს შეჭამს. დაძალებამ შეიძლება დიდი ხნით დაუტოვოს უარყოფითი დამოკიდებულება ჭამის მიმართ.

  • ნუ ეცდები ძალით დასვა ის მაგიდასთან. მაშინ როცა მას უამრავი სხვა საინტერესო საქმე აქვს, მას უბრალოდ საჭმელად არ სცალია . თუ ის ცოტ–ცოტა და ხშირად მიიღებს საკვებს – ესეც ძალიან  მისაღები და სასარგებლო იქნება მისთვის. 

  • დაუდე პატარ–პატარა ულუფები. ნუ გააოგნებ მას უცებ უზარმაზარი,სავსე   თეფშით. ჯერ ცოტა შეჭამოს ,თუ მოუნდება დაუმატე მცირე ულუფები.

  • მოუმზადე სხვადასხვა სახის სოუსები. 1–2 წლის ბავშვებს ძალიან მოსწონთ საჭმლის სოუსში "ჩაწობა". სოუსში შეგიძლია "დამალო" მისთვის არასაყვარელი პროდუქტებიც. არ შეიძლება მაიონეზის , კეტჩუპის , ძმრიანი და სანელებლებიანი სოუსების გამოყენება.

  • თუ ბავშვს უფრო მოსწონს თხიერი საკვები , მოუმზადე სხვადასხვა კოქტეილები , მაგალითად , იოგურტში შეგიძლია დაუმატო ხილი. 

  • მოუმზადე ლანგარი  "გემრიელობებით"; სხვადასხვა მცირე ზომის ფორმებში ჩაულაგე გემრიელი და სასარგებლო პროდუქტები – ყველის კუბიკები, ბანანის რგოლები,ავოკადოს ნავები, ბროკოლის  და ყვავილოვანი კმბოსტოს "ხეები:, მაკარონის ნიჟარები და ა.შ – გამოიჩინე ფანტაზია. ასეთი ლარნაკი  ზუსტად ესადაგება ამ ასაკისთვის განკუთვნილ კვების სტილს: მოირბინა , გადაყლაპა , გაიქცა ისევ სათამაშოდ .  მიაქციე ყურადღება, რომ ლარნაკი მაგიდაზე იდოს , მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

 

 

ლაპარაკის განვითარება

  • სიტყვის მარაგი იზრდება 20–50მდე გარკვევით ნათქვამი სიტყვებით. ყოველ დღე სწავლობს თითო ახალ სიტყვას.

  • ამბობს სამ სიტყვიან წინადადებას : მაგალითად, "მე მინდა წყალი".

  • მღერის და ღიღინებს.

  • 2 წლისთვის მისი საყვარელი ფრაზაა –"ეს რა არის?"

  • მოსწონს რთული სიტყვების წარმოთქმა; "დინოზავრი","ვერტმფრენი".თავისებურად ამახინჯებს მათ.

  • შეუძლია თავისი სახელის და გვარის თქმა

  • იმახსოვრებს და ასრულებს ისეთ ორ ეტაპიან დავალებებს , როგორიცაა მაგალითად, "წადი სამზარეულოში და მოუტანე დედიკოს ვაშლი" 

 

არიან ბავშვები , რომლებიც 2 წლისთვის საერთოდ არ ლაპარაკობენ. თუ შენი პატარა გებულობს მისკენ მიმართულ საუბარს, ასრულებს თხოვნებს , ავლენს ლოგიკური აზროვნების უნარს – სანერვიულო არაფერია. უბრალოდ მას ასეთი ხასიათი აქვს. ცოტა ხანში ის მისი თანატოლებივით ალაპარაკდება.

 

ექიმს იმ შემთხვევაში უნდა მიმართო, თუ ის ვერ გებულობს მისკენ მიმართულ საუბარს, არ იძახის გააზრებულად "დედას" ან "მამას", და არ იმეორებს უფროსების მიერ ნათქვამ სიტყვებს.

 

 

 

 

 

 

ქცევითი უნარები

უმეტეს დროს  შენი პატარა მოძრაობაში ატარებს. სირბილი, ხტუნვა, თამაში – მისი საყვარელი გასართობია და ნუ წაართმევ მას ამ შესაძლებლობას. მისი უნარები და ცოდნა თანდათან იხვეწება, მას უკვე შეუძლია;

 

  • კოშკის აშენება 6 კუბიკისგან;

  • მაგიდასთან დამოუკიდებლად დაჯდომა;

  • ბურთის თავზე გადაგდება;

  • კოტრიალი,უყვარს გიმნასტიკა;

  • ნახატებიანი წიგნების "კითხვა", გვერდების გადაფურცვლა; ზოგიერთ ბავშვებს , რომლებსაც აქვთ გონებრივი აქტივობებისკენ მიდრეკილება, შეუძლიათ მარტივი პაზლების აწყობა.

  • ამ ასაკში შესაძლებელია ქოთანზე მიჩვევა;

 

ნორმალური ქცევებია; ისტერიკა, წუწუნი,კბენა,ღრიალი. სახლის საქმეებში ეხმარება დედას. სკამზე მდგომს შეუძლია ჭურჭლის რეცხვაში დახმარება.

 

 

 

 

მოსალოდნელი პრობლემები

  • ლაპარაკის დარღვევა;

  • ბავშვი არ ლაპარაკობს;

  • მავნე ჩვევები;

  • საბავშვო შიშები;

  • ორი წლის კრიზისი;

  • ხშირი შარდვა;

 

18-24 თვე
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page