
ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

შენი პატარა აქტიურად იზრდება. ის უკვე თითქმის 2–ჯერ უფრო დიდია, ვიდრე იყო სამშობიაროდან გამოწერისას. ახლა შენს წინაშე აქტიური ბუნჩულაა, რომელსაც ჭამის და ტირილის გარდა , უკვე შეუძლია გარშემო მყოფეფთან ურთიერთობა.
2 თვე
მნიშვნელოვანი უნარები.
მესამე თვის მთავარი მიღწევა ის არის, რომ შენმა პატარამ ისწავლა ხელების გამოყენება დანიშნულ ებისამებრ. ისინი უკვე არ არის სხეულზე მიბჯენილი, მუშტები კი გახსნილია. ბავშვი აქტიურად სწავლობს მათ მართვას და ცდილობს სტაცოს ხელი ყველაფერს , რაც მის ირგვლივ არის. ყველაზე მეტად მაინც დედიკოს თმა და ცხვირი მოსწონს !
ქცევები.
ამ თვეში შენი პატარა აუციელებლად გაგახარებს ღიმილით. თუ ადრე ის მხოლოდ ძილის ან ჭამის დროს იღიმოდა , ახლა მისი ღიმილი უფრო გააზრებულია და კმაყოფილებას და დადებით ემოციებს გამოხატავს. ყველაზე ხშირად ის მაინც დედიკოს და მამიკოს უღიმის.
იმიტაციის რეფლექსი აიძულებს ბავშვს მოგბაძოს და გაიმეოროს შენი სახის გამომეტყველება და ბგერები. რა თქმა უნდა , ის ზუსთად ვერ იმეორებს ყველაფერს , მაგრამ ეს ძალიან სასარგებლოა ბავშვის განვითარებისთვის. მას შეუძლია საათობით გიყუროს,შეგისწავლოს და დაკვირვებით გათვალიეროს .
ბევრი ბავშვი ამ ასაკში უკვე ღიღინებს, გამოთქვამს ხმამაღალ , გაურკვეველ ბგერებს (ტირილის გარდა), რათა მიიპყროს უფროსების ყურადღება. ისინი იმპროვიზაციებს მიმართავენ,გამოცდიან საკუთარ ვოკალურ შესაძლებლობებს სხვადასხვა სიმაღლის ბგერებით და ელოდებიან უფროსების საპასუხო რეაქციას.
თუ დედამ დააყოვნა მისი ხელში აყვანა –ის ტირის , დასამშვიდებლად ხშირად წოვენ დიდ თითს.
კვება.
ამ თვეში შენ , ჭამისას , ბევრ სიახლეს აღმოაჩენ შენს პატარაში. ის უკვე შეუწყვეტლივ კი არ წოვს ძუძუს, ხშირად ჩერდება და აკვირდება შენს სახეს. ეს არ უნდა გახდეს კვების შეწყვეტის მიზეზი, უბრალოდ მოითმინე სანამ შენი პატარა ისევ დაუბრუნდება ჭამას.
მესამე თვეზე , ღამის კვების რაოდენობა მცირდება და შენ შეგიძლია მეტი იძინო. აი წამოქაფებების რაოდენობა იზრდება, თითქმის ყოველი ჭამის შემდეგ, და ეს ნორმალურია , თუ თქვენი ბავშვი მატულობს წონაში.

ძილი
მესამე თვისთვის შენს პატარას შეუძლია ეძინოს ღამის განმავლობაში 6 საათი გაუღვიძებლად. დღის ძილი მოკლდება , მცირდება ძილის საერთო ხანგრძლივობაც.

მოსალოდნელი პრობლემები:
ბავშვის უარი ძუძუთი კვებაზე
პირღებინებები და წამოქაფება
რძის ნაკლებობა
ნაწლავური კოლიკა და შებერილობა
ტემპერატურა
პოლიკლინიკა
აცრები :
პოლიომელიტი ოპვ(OPV) ტარდება დიფტერია/ყივანახველა /ტეტანუსი დყტ (DPT) აცრასთან ერთად
2 თვიდან – 3 თვემდე შენს პატარას უკვე შეუძლია მუცელზე წოლისას თავის წამოწევა და საკმაოდ დიდი ხნით თავის დაჭერა. თუ ზურგზე მწოლიარე, ბავშვს ხელს თითებზე ჩავჭიდებთ და ოდნავ წამოვწევთ, ის სხეულთან ერთად თავსაც წამოწევს. ამ ასაკში მათ ასევე შეუძლიათ რამოდენიმე წამის განმავლობაში ფეხებით დაეყრდნონ საყრდენს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელები გაითავისუფლეს და აქტიურ შესწავლის სტადიაზე აქვთ, მათი მოძრაობები ჯერ კიდევ გაუაზრებელია. წინა თვესთან შედარებით , პატარას უფრო დიდ ხანს უჭირავს ხელში საჩხარუნო, მაგრამ ჯერ ვერ გადააქვს ხელიდან ხელში და მალევე აგდებს.