
ბავშვის განვითარება თვიდან–თვემდე

მშობიარობიდან 3 თვე გავიდა და ,აი დაიწყო მეოთხე – ჩვილის განვითარების "ოქროს" ეტაპი. დასასრულს უ ახლოვდება ასდღიანი კოლიკების –გაუთავებელი შემაწუხებელი ტირილის და უძილო ღამეების პერიოდი. კბილები ჯერ არ ამოჭრილა. ასე, რომ ბავშვის მოვლა –ერთი სიამოვნებაა.
3 თვე
მნიშვნელოვანი უნარები.
ამ თვის მთავარი მიღწევა–თავის დაჭერა და ნივთების მიმართულებით თვალის გაყ ოლებაა, იქნება ეს სათამაშო თუ დედიკოს სახე. გარდა ამისა, მეოთხე თვეზე ყალიბდება ბინოკულარული მხედველობა (ორივე თვალით ერთდროულად მხედველობა), რომელიც საშუალებას აძლევს შეაფასოს მანძილი ნივთამდე და თვალყური ადევნოს მას.
ქცევითი უნარები.
სულ ახლახანს შენი ანგელოზის პირველი გაღიმება გიხაროდა, და აი ის უკვე გიცინის! ის იცინის , როცა მას უღიტინებენ ან ეთამაშებიან , მაგალითად მაღლა ასწევენ.
სიცილის გარდა, შენ შეამჩნევთ, რომ შეეცვალა და გაურთულდა კომუნიკაციის უნარი . მას უკვე თავისი სურვილების გამოსათქმელად შეუძლია ჟესტების გამოყენება: მაგალითად, თაშს უკრავს , როცა უნდა , რომ ხელში აიყვანონ. არ უყვარს საწოლში მარტო წოლა.
მატყუარას მაგივრად წოვს თითებს, ხშირად ხუთივე თითი უდევს პირში. მაგრამ საგნების პირში ჩადებას ცოტა მოგვიანებით დაიწყებს.
სათამაშოები სამი თვის ასაკის ბავშვისთვის.
-
ნებისმიერი ნათელი , კონტრასტული საჩხარუნოები
-
რგოლის ფორმის და სახელურიანი საჩხარუნოები
-
მრავალფუნქციური ფერადი ბურთები.
-
დიდი ზომის , სპეციალური სავარჯიშო ბურთი
-
განსავიათარებელი ხალიჩა
-
განსავითარებელი რკალი
კვება.
კვების დროს , უფრო მეტად ვიდრე 3 თვის ასაკში, შენი პატარა ჩერდება და ყურადღებით აკვირდება გარემოს. მოთმინებით მოეკიდე მის ცნობისმოყვარეობას, ნუ გაუჯავრდები და არ შეწყვიტო ძუძუთი კვება

პოლიკლინიკა
აცრები :
პოლიომელიტი ოპვ(OPV) ტარდება დიფტერია/ყივანახველა /ტეტანუსი დყტ (DPT) აცრასთან ერთად


პატარას ხელ–ფეხი უკვე სრულიად თავისუფალია, ჰიპერტონუსის კვალიც აღარ არის. თუ ის მაინც გამოვლინდა , მიმართე ექიმს.
ბავშვის კუნთები ნელ–ნელა ძალას იკრეფენ.თუ ბავშვს იღლიებში მოკიდებ ხელებს და დიდი ხნით დააყენებ , ნახავ რომ შენი პატარა უკვე მყარად ეყრდნობა ფეხებს და დიდი ხნით შეუძლია ასე "დგომა'.
ჩვილების უმრავლესობას უკვე შეუძლია თავის დაჭერა ნებისმიერ პოზიციაში. უკვე თავისუფლად შეგიძლიათ სლინგით ატაროთ ის.
ხელების მოძრაობასთან ერთად უვითარდება ჩაჭიდების რეფლექსიც. პატარას შეუძლია რამოდენიმე წამის განმავლობაში ეჭიროს საჩხარუნო ,სანამ არ დაიღლება და დააგდებს. ასევე შეუძლია მისი გაქნევა . თუ მას წინ დავუკიდებთ სათამაშოს , ის გაიწევს მისკენ და ეცდება დაჭერას, რაც ადრე არ ახასიათებდა.
ახალა უკვე , მუცელზე წოლისას თავის წამოწევა – მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ამ პოზიციიდან სათამაშოს დაჭერას ნუ მოსთხოვთ – ჯერ ადრეა. მას შეუძლია მუცლიდან გვერდზე გადაბრუნება, მაგრამ მუცლიდან ზურგზე ჯერ ვერ ტრიალდება.
მოსალოდნელი პრობლემები:
ტემპერატურა
ყაბზობა
ალერგია